xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » უახლესი ისტორიიდან » მღვდელმოწამე ვასილი ბოჟანიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 15 ნოემბერი)
მღვდელმოწამე ვასილი ბოჟანიჩი - სამრევლო მღვდელი (ხს. 15 ნოემბერი)
17-08-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   მღვდელი ვასილ ბოჟანიჩი 1895 წლის 14 იანვარს დაიბადა. მისი ბა-ბუა და მამა - თეოდორე და საბა ბოჟანიჩები მღვდლები იყვნენ. იგი მონაწილეობდა სერბეთის 1912, 1918 წლების განმათავისუფლებელ ომში. მას დროულად განათლების მიღებაში ომმა შეუშალა ხელი. 1920 წ. ვასილ ბოჟანიჩმა დაამთავრა პროზრენის საღმრთისმეტყველო პე-დაგოგიური სკოლა და მიიღო მასწავლებლის თანამდებობა. იმავე წელს იგი დაქორწინდა პავკა მილევიჩზე. 1921 წლის მარტს მამა ვას-ილმა მიიღო ხელდასხმა კოტორში და ამ დღიდან მოწამეობრივ აღსა-სრულამდე ერთგულად ემსახურებოდა დედა-ეკლესიას. 1938 წელს ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მიტროპოლიტმა გაბრიელმა, რომელიც შემდგომში სერბეთის პატრიარქი გახდა,  მისი მოშურნე სამსახური წითელი სარტყლის ტარების უფლებით აღნიშნა.

  მამა ვასილი კომუნისტური უღმრთოების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. იგი 1941 წლის 15 ნოემბერს მოკლეს. ამ დღეს მამა ვასილი მორწმუნეთა თხოვნით პანაშვიდის გადასახდელად მღვდლის გარეშე დარჩენილ ლეშსკოე პოლეში მეზობელ სამრევლოში გაემგ-ზავრა. ამ მგზავრობის შესახებ მისმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ. ლეშსკოე პოლეში მამა ვასილი ვერ მოხვდა, იგი გზაში შეიპყრეს. მას სცემდნენ, დანით სერავდნენ, სანამ სიკვდილამდე არ აწამეს. მისი დასახიჩრებული სხეული ბრეზენტში გაახვიეს და მდინარე მორაჩაში ჩააგდეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, 1942 წლის შობის მწუხრზე მისი გვამი იპოვეს. ოჯახს მოწამის ვუკოვცის ტაძრის ახლოს დაკრძალვა სურდა, მაგრამ მოძალადეებმა არ მისცეს ამის უფლება. ასევე არ ააგ-ებინეს წესი. კომისარმა გასცა განკარგულება მამა ვასილი ბობოქარი და მოუსვენარი მდინარის, მორაჩის ნაპირზე დაეკრძალათ. ჩერნომო-რსკო-პრიმორსკის სამიტროპოლიტოს არქივში შემორჩენილია ცნობა-მიმართვა, რომელშიც წერია: „მოგმართავთ იმედით, რომ ჩემს უსაზ-ღვრო მწუხარებაში მანუგეშებთ, ჩემს ვარამს გაინაწილებთ. მომიტ-ევეთ მრავალსიტყვაობა; მოკლედ თქმა არ შემიძლია:

  მე ვარ მოკლული მამა ვასილი ბოჟანიჩის, როგამის სამრევლო მღვდლის ქვრივი. იგი 15 ნოემბერს დაიღუპა ეკლესიისა და ერის წი-ნაშე თავისი ვალის აღსრულების ჟამს. აი, ძვირფასო ძმებო, რა მიიღო მან თავისი ხალხისაგან... თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რას უმზადებს ახლანდელი თაობა სამღვდელოებას. ახლა სჯიან არა მკვლელებს და მოღალატეებს, რომლებიც ხალხს ანადგურებდნენ, არამედ მათ, ვინც მათთვის სულს დადებს. მამა ვასილიც იცავდა რწმენას, ეკლესიასა და ტრადიციებს, იბრძოდა სიწმიდეების შეურაცხმყოფელთა წინააღმდეგ. იგი მსხვერპლი გახდა ჯვრისადმი ერთგულებისა. იგი ემსახურებოდა არა მარტო თავის მრევლს, აპურებდა ლეშსკოპოლსკის მრევლსაც, რომელსაც არ ჰყავდა მღვდელი. მას ხშირად არწმუნებდნენ: „გეყოფა, ხუცესო, შენ არ გვჭირდები. მოვიდა ნიღბის ჩამოხსნისა და თვალის ახელის დრო. ძირს ეკლესია! ძირს თქვენი ლოცვები, ძირს თქვენი ანაფორა!" იგი ამაზე უპასუხებდა: „შვილნო ჩემნო, თქვენ ხალხი თავი-სუფლებისკენ კი არ მიგყავთ, არამედ სასაკლაოსკენ."

   მაშ ასე, მამა ვასილს დაუძახეს ლეშსკოპოლსკის სამრევლოდან საე-კლესიო წესის შესასრულებლად: წესის აგების, ჯვრისწერისა და სა-ხლების კურთხევისათვის. შაბათს, დაახლოებით ოთხ საათზე იგი ნიჟნი გორიციდან სიტცინის მიმართულებით გაემგზავრა: იქ ოთხი სახლი უნდა ეკურთხებინა, გზაში იგი შეიპყრეს; ჯერჯერობით უცნ-ობია გზაში მოკლეს, თუ რომელიმე სახლში. ამაზე საუბარს ყველა უფრთხის. დროზე რომ არ დაბრუნდა, შევწუხდი, მოუსვენრად ვიყავი და საძებრად წავედი. მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ორი კვირის შე-მდეგ შევიტყვე, რომ ვუკოვცაში ვიღაცის გვამი იპოვეს. როდესაც იტალიის მთავრობის ნებართვით იქ ჩავედი, მამა ვასილის ამოცნობა მხოლოდ ჩაცმულობის მიხედვით შეიძლებოდა. მე თან წავიღე ყვე-ლაფერი, რაც ქმრის ქრისტიანულად დაკრძალვისათვის იყო საჭირო. მამა ლუკა რადიჩევიჩთან ერთად გვსურდა წესის აგება. მოვიდა კო-მისარი და არც წესი აგვაგებინა და არც ვუოვიცში დაკრძალვის ნება დაგვრთო. მან განკარგულება გასცა, ნეშტი ზედ მდინარის ნაპირზე დაემარხათ.

 

 

პატივისცემით პავკა,

მღვდელ ვასილ ბოჟანიჩის ქვრივი 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine