xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » მატერიალიზმის სათავეები - ეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
მატერიალიზმის სათავეები - ეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
7-09-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია
 

 


   მატერიალიზმი მატერიის რწმენაა. ღვთისა და მის მიერ შექმნილი სამყაროს ნაცვლად რაღაც მატერიის აღიარება, რომელიც არსაიდან წარმოქმნილა, რომელსაც არსაით მივყავართ, რომელიც სულ სადღაც მიედინება, მაგრამ არსად ჩაედინება... მატერიალიზმი მატერიის გაუგებარი რწმენაა. ამ რწმენას თავისი წინასწარმეტყველები ჰყავს, თავისი მასწავლებლები, ავტორიტეტები, აქვს თა­ვისი დოქტრინები, დოგმატები, თავისი სწორი და არასწორი გაგება, როგორც რელიგიაშია, მხოლოდ პირიქით - რელიგიას მივყავართ ღმერთთან, მატერიალიზმს კი ღმერთისგან. მატერიალისტებმა თვითონ არ იციან, რა არის მატერია, საიდან მოდის იგი, საით მიემართება და რატომ... მატერიალისტისთვის მატერიალიზმი მკვდარი ღვთაებაა, ღვთაება ცნობიერების გარეშე. მატერიალიზმი იბადება ხალხის სურვილიდან - არ სწამდეთ ღმერთი. რადგან თუ არსებობს შემოქმედი ღმერთი, ყოველი არსის ცხოველსმ­ყოფელი მამა, მაშინ "არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს".
   ღვთის რწმენა ნიშნავს უმაღლესი სიყვარულისაკენ სწრაფვას, განურჩევლად ყველა ადამიანის სიყვარულს, უზენაეს სიმართლეში სრულყოფას. ღვთის რწმენა ნიშნავს, არა ქმნა კერპი არცა მატერიისა, არცა ადამიანისა და არცა თავისაგან შენისა.
   აი, რა არის ყველაზე რთული კაცობრიობისათვის. ადამიანებს უყ­ვართ კერპები. მათ არ სურთ, თავი თვისი მსხვერპლად მიუტანონ ჭეშმარიტ ღმერთს, სამაგიეროდ, ადვილად ეწირებიან კერპებს. კერპი ნებას გვაძლევს სცოდო, ამიტომაც ბევრს ის უფრო უყვარს, ვიდრე ღმერთი.
   უფალს არ ირჩევენ, როგორც არ ირჩევენ მზის შუქს. კერპი კი ყოველთვის შეიძლება ამოირჩიო და როცა ერთს განაგდებ, შეგიძლია მეორეს დაემონო... ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტი სიმართლის მზისგან, სულიერი სინათლის წყაროსა და ღვთის ზნეობრივი ძალისაგან ილტვიან, სხვადასხვა ხილულ თუ უხი­ლავ კერპებს ესწრაფვიან. ამით ბოროტი სულები იპყრობენ კაცობრიობას და მას ტანჯვისა და განსაცდელის უფსკრულში აგდებენ.
   კაცობრიობის ერთ-ერთ უკანასკნელ კერპად მატერია შეიძლება მივიჩნიოთ. ადრე კერპთაყვანისმცემლები მატერიის ცალკეულ ნაწილებს ეთაყვანებოდნენ. XVIII-XIX სს-ში კი ფრანგი ენციკლოპედისტებისა და გერმანელი ნატურალისტების გავ­ლენით ბევრმა მთელი მატერია გააღმერთა. ეს ხელსაყრელად მიიჩნიეს. არ არის საჭირო უსახო მატერიის სიყვარული, ის არაფერს გირჩევს, არ ამხელს ბოროტებას, არ მიუთითებს სიმართლეზე და არაფრისმთქმელია ადამიანისათვის. სამაგიეროდ, ადამიანს შეუძლია ილაპარაკოს მასზე, რამდენიც სურს. მატერიას არ ესმის, მატერია ვერ ხედავს, ეს სასიამოვნოა ცოდვილისათვის - ადამიანისათვის, რომე­ლიც ღმერთს გაექცა. მატერია მას არ მოუწოდებს სულიერი სრულყოფისაკენ.
  დოსტოევსკის ერთი გმირის თქმით, "თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია". ეს სამართლიანია. თუ ადამიანი მაცხოვნებელი ღმერთის უწმინდესი ძალით არ არის შექმნილი, ე.ი. ის უბრალოდ ეგუნური, უსახო მატერიიდან დაიბადა, როგორც მითიური აფროდიტე ზღვის ქაფიდან, მაშინ, რაღა თქმა უნდა, მისთვის "ყველაფერი ნებადართულია", მისთვის არ არსებობს არც სიკეთე, არც ბოროტება და ყველა პარტიას, ყველა სახელმწიფოს, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი სიკეთე და ბოროტება გამოიგონოს. ეს მისაღები თეორიაა მათთვის, ვისაც ღვთისა კი არა, საკუთარი კანონებით სურს ცხოვრება, ვისაც სურს, მას არავინ განიკითხავდეს, მხოლოდ თვითონ განიკითხოს სხვა...
   დემონიზმი ამ მატერიალისტურ რწმენაში იმალება, რომელიც მის აღმსარებელ ადამიანის სულსა და მთელ კაცობრიობას დაღუპვას უქადის.
  მატერიალიზმის მხოლოდ ბოროტებით მოტყუებულ ან შეგნებულად ღვთის უარმყოფელ ადამიანს სჯერა. უზენაესი მორალური მსჯავრის შიშით ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთს მატერიაში, თვით მცნება  "მატერიაშიც" კი დაემალებიან. ასე მალავს სირაქლემა თავს ქვიშაში საშიშროების მოახლოებისას. მაგრამ სად დაემალები ღმერთს? შემოქმედის სული ყველგან აღწევს - ხილულშიც და უხილავშიც.
   მატერიალიზმი რწმენაა და არა ცოდნა. მატერიალისტების მეცნიერული წარმოდგენა, რომელიც XIXს-ში შეიქმნა, თანამედროვეობის მიერ უარყოფილ იქნა. აღარავინ უწევს ანგარიშს ჰეკელის და მოლეშოტის დასკვნებს, ფოხტისა და ბიუხნერის მოსაზრებას, მატერიალიზმის ამ კლასიკოსებისა, რომელთა თეორიებმა განამტკიცა მარქსიზმი.
   დიალექტიკური მატერიალიზმის მიმდევრებს ძალა არ შესწევთ, მეცნიერულად უარყონ თანამედროვე მსოფლიო მეცნიერების დებულებები. მარქსის მოსწავლეებმა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან. მათი დიალექტიკა - "ჭეშმარიტებისაგან თავის არიდება", ზუსტ მეცნიერებებს არ ესადაგება.
  ომის შემდეგ პარიზში პატივით მიიღეს პენიცილინის აღმომჩენი ინგლისელი მეცნიერი ფლემინგი. საზეიმო შეკრებაზე ბევრი საქებარი სიტყვა ითქვა მეცნიერის მიმართ, საპასუხოდ პროფესორმა ფლემინგმა თქვა: "თქვენ ამბობთ, რომ მე რაღაც შევქმენი, სინამდვილეში, მხოლოდ დავინახე, დავინახე ის, რაც ღვთის მიერაა შექმნილი ადამიანისათვის. პატივი და დიდება მე კი არა, უფალს ეკუთვნის"...
   ჭეშმარიტი მეცნიერება მოკრძალებულია, რადგან იგი არ ეკუთვნის მკვდარ მატერიას, არც ცბიერ დიალექტიკას, არამედ ადამიანის ცხოველ სულის ამ საოცარ სამყაროს, რომელიც დიადი შემოქმედის მიერაა შექმნილი.
 
ეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
Xareba.net - ის რედაქცია

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine