საგულისხმოა, რომ ქრისტიანულ ეკლესიებში გააქტიურებული ეკუ-მენისტური მოძრაობა სულ მეტად ცდილობს, გააფართოვოს თავისი გავლენა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ღიად ითანამშ-რომლოს. ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე ტაიფში, პანისლამისტურ კონფერენციაზე გამოსვლით ისტორიაში შევიდა. მან განაცხადა: „თქვენს მსგავსად, ჩვენ, აღმოსავლელი ქრისტიანები, მუდმივად ღვთის ძიებაში ვართ, ცისა და მიწის შემოქმედს ცოდვათა მიტევებას ვევედრებით, იერუსალიმში ყველა მლოცველი ერთი ღვთის მიმართ აღავლენს თავის ლოცვას". თავისი გამოსვლის დასასრულს პატრია-რქმა გამოთქვა სურვილი, რომ „ღმერთმა ყველას მისცეს თავისი დიდი წყალობა". „დაე ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან!"–დაასრულა მან.
ამასთანავე, ისლამთან რელიგიური ურთიერთობის დამყარების ყვე-ლა მცდელობას ფრიად დელიკატური ხასიათი აქვს, რადგანაც მოც-ემულ შემთხვევაში საუბარია იმ რელიგიის შესახებ, რომელიც საუ-კუნეთა მანძილზე ვერ იტანდა მართლმადიდებლობას და უკიდურეს აგრესიას გამოხატავდა მის მიმართ. იმის შესახებ თუ რამდენად შორს მიდიან მართლმადიდებელი ეკუმენისტები ისლამთან ლაციცში, მოწ-მობს სტატია ალექსანდრიის პატრიარქის პარფენისა, რომელიც ცნო-ბილი თავისი ფრიად აქტიური მცდელობებით დიალოგი დაამყაროს ისლამის წარმომადგენლებთან. ჟურნალში „ილისიოსი" (1982 წლის მაის–ივნისი) გამოქვეყნდა პატრიარქის სტატია, რომელშიც ისლამს ეწოდა, არც მეტი, არც ნაკლები, რელიგია დიდი ღმერთისა და მისი მოციქულისა მუჰამედისა" (1). იქვე ალექსანდრიის პატრიარქი ამტკი-ცებს, რომ აუცილებელია ისლამთან მჭიდრო დიალოგი.
ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, მოვიყვანოთ სიტყვები პატრიარქ პიმენისა, რომელმაც მაშინდელი სსრკ–ს ევროპული ნაწი-ლის უმაღლეს მუფთის ასე მიულოცა რუსი ხალხის ნაწილის გა-თურქების 1100 წლის იუბილე: „გულითადად გილოცავთ თქვენ, ძვირფასო ძმაო, ყველა თქვენს სულიერ შვილს ვოლგისპირეთსა და ურალში ისლამის დამკვიდრებას. დიდი კმაყოფილების გრძნობით აღვნიშნავ თქვენს ტრადიციულ, ძმურ, მშვიდობისმყოფელურ თანამ-შრომლობასა და პატრიოტულ მსახურებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენ შორის არსებული რელიგიური კავშირები მომავალშიც ემსახ-ურება ჩვენი ძლევამოსილი სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელს შეუწყობს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვადასხვა ხალხთა შორის მშვიდობისა და სამართლიანობის განმტკიცებას. დაე ღმერთმა აკ-ურთხოს თქვენი მსახურება ღვთის ერისადმი. ძმური სიყვარულით, პატრიარქი პიმენი" (2). ჩვენ კიდევ ბევრ ფრაზას მოვიყვანდით მაგა-ლითად რუსი ეკუმენისტების ყველა ეკუმენისტური გამონათქვამის ციტირება რომ მოგვენდომებინა. ისინი პაპისტებთან, ლუთერანებთან, მუსულმანებთან, იუდაისტებთან და სხვა სარწმუნოების წარმომად-გენლებთან შეხვედრებით ფეხქვეშ თელავენ რუსეთის ეკლესიის სიწმინდეს, შეურაცხყოფენ ხსოვნას ისეთი წმინდანებისას, როგორე-ბიც არიან ალექსანდრე ნეველი, იობ პოჩაეველი, სერგი რადონეჟელი და კიდევ სხვა მრავალნი, რომლებიც ერესისა და მაჰმადიანობის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
გაეროს დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით სან–ფრანცისკოში ჩატარდა „ყველა რელიგიათა კრება მთელი მსოფლიოს მშვიდობისათ-ვის". 10 ათასობით დამსწრეთა წინაშე რელიგიურ მშვიდობაზე ის-აუბრეს ინდუსმა, ბუდისტმა, იუდაისტმა, პროტესტანტმა, რომაელ–კათოლიკემ და მართლმადიდებლობის წარმომადგენელმა, ამავე დროს, შერეული, „საერთშორისო" მგალობელთა გუნდი სხვადასხვა რელიგიის საგალობლებს ასრულებდა.
ამერიკაში, ამასთანავე, გაიხსნა ე. წ. „ურთიერთგაგების ტაძარი", ასე-ვე ჩამოყალიბდა „გართიანებულ რელიგიათა კავშირი", რომლის მი-ზანიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ზოგადსაკაცობრიო სიმბოლ-ური ტაძრების შექმნაა. ამ კავშირის პირველ შეხვედრაზე, რომელიც კალკუტაში გაიმართა, რომაელ–კათოლიკე ბერმა თომას მერტონმა (3) განაცხადა: „ჩვენ ახალ ერთობას წარმოვადგენთ. მაგრამ ნამდვილ ერთობას ჯერ კიდევ უნდა მივაღწიოთ". ჟენევაში მეორე შეხვედრაზე მსოფლიოს ძირითადი რელიგიების 80–მა წარმომადგენელმა განიხი-ლა „რელიგიათა მსოფლიო კავშირის შექმნის პროექტი". მსოფლიო საეკლესიო საბჭოს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იუჯილ ბლე-იკმა ძირითადი აღმსარებლობის მეთაურ–წარმომადგენლებს დაუგზა-ვნა მიმართვა, რომელშიც გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა. ჟენევაში წმინდა პეტრეს სახელობის პროტესტანტულ კათედრალურ ტაძარში გაიმართა აქამდე არნახული ზეკონფესიური ღვთისმსახურება ლოზუ-ნგით „ყველა მორწმუნე ყველა რელიგიისა ერთი ღმერთის აღმსა-რებლობით ცხოვრობს". სხვადასხვა რელიგიის თითოეული წარმომა-დგენელი მშობლიურ ენაზე, თავისი რელიგიური წესის შესაბამისად ლოცულობდა. (იგივე ხდებოდა ასიზიაში რამდენიმე წლის წინ). ამ-გვარად ყველა მორწმუნე თავისი რელიგიისა ერთი ღმერთის სად-იდებლად ლოცულობდა. ეს რიტუალი „მამაო ჩვენოს" ლოცვით დას-რულდა. „ურთიერთგაგების ტაძარმა" ფართო საზოგადოებას აცნობა, რომ 1971 წელს აშშ–ში ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტმა ემელიანე ტიმიადისიზმა კონსტანტინეპოლის საპატ-რიარქოდან. „სამიტის კონფერენციის" მომდინარეობისას მართლმა-დიდებებლ დელეგატებს შესთავაზეს თავიანთი წვლილი შეეტანათ „რელიგიათა მსოფლიო კავშირის" ორგანიზაციაში და ამით განე-ხორციელებინათ კაცობრიობის საუკუნოვანი ოცნება მიეღწიათ მშვი-დობის, ურთიერთგაგებისა და თანხმობისათვის ვივეკანანდის, რამა-კრიშნის, განდის, ალბერტ შვაიცერის ფილოსოფიებისა და სხვადასხვა მოძღვრების დამაარსებელთა შორის. ბოლოს ყველა დელეგატი მი-იწვიეს ზეკონფესიურ რიტუალში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც თითოეული მათგანი თავისი ჩვეულების შესაბამისად ლოც-ულობდა.
გიორგი კოდრი, მიტროპოლიტი ლიბანისა ანტიოქიის საპატრიარ-ქოდან, ერთ–ერთი მათგანია მართლმადიდებელ თეოლოგთა და ეპ-ისკოპოსთა შორის, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია არაქრის-ტიანულ რელიგიებთან „დიალოგის" სფეროში. ჯერ კიდევ 1970 წელს მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, რომელიც ადიც–აბებში გაიმართა, (პრაქტიკულად სწო-რედ მაშინ დაიწყო მსოფლიო საეკლესიო საბჭომ არაქრისტიანულ რელიგიებთან დიალოგი), მან ბევრი პროტესტანტიც კი დააბრკოლა თავისი მოხსენებით თემაზე: „ქრისტიანობა პლურალისტურ მსო-ფლიოში–სულიწმინდის იკონომია", რომელშიც ამტკიცებდა, რომ ჩვენ არაქრისტიანულ რელიგიებთან მხოლოდ დიალოგი კი არ უნდა წა-რვმართოთ, არამედ მოუნათლავთა სულიერი ცხოვრების წყაროს უნდა შევისწავლოთ, რათა ჩვენი გამოცდილება გავამდიდროთ „მარ-გალიტებით" უნივერსალური რელიგიური საზოგადოებისა, რადგანაც ამ მიტოპოლიტის ყოვლადმიუღებელი მოძღვრების თანახმად, როცა ბუდისტი ან მუსულმანი კითხულობს თავის წმინდა წიგნებს, მა-დლმოსილებით გასხივოსნებულს, იგი თავად ქრისტეს ჭვრეტს (4). გარდა ამისა, ლიბანის მიტროპოლიტი ამბობს: „სული თავისი ენე-რგიით საკუთარი იკონომიის შესაბამისად მოქმედებს. ამის საფუძ-ველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მადლი არაქრისტიანულ რელ-იგიებშიც არსებობს. ხოლო ყველა, ვისზეც მისი მადლი გადმოდის, ღვთის ერად იწოდება" (5). ეს აზრები არის გასაღები „სულიწმინდის დროის" „ახალი ეპოქის" „ეკლესიის ეკლესიოლოგიის" გასაგებად. შე-საძლებელია ამ მოწინავე მიტროპოლიტის ერეტიკული თვალთახე-დვა შეიცვალოს? ალბათ კი–უარესობისკენ. რადგანაც თუ წავიკი-თხავთ მის მოხსენებას, რომელიც მან წარმოადგინა ესპანეთში სანტა დე კომპესტელოში 1993 წელს 13–14 აგვისტოს მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ეგიდით გამართულ „მეხუთე მსოფლიო კონფერენციაზე მი-ძღვნილს სარწმუნოებისა და თანამშრომლობისადმი", სადაც მნიშვ-ნელოვნად იყო წარმოდგენილი მართლმადიდებელთა დელეგაცია (46 წევრით), ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბარია გიგანტური მასშტაბების ცდომილებაზე (6). დავსვათ კითხვა: „Quo Valite Oecume-nisti Orthodoxi?” (7).
1986 წლის 27 ოქტომბერს ასიზიაში მთელი მსოფლიოს რელიგიათა წარმომადგენლების პირველი ერთობლივი ლოცვა გაიმართა. ეს იყო პირველი ასეთი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. რომის პაპის გარდა, რომელიც ამ შეკრებაზე მთავარ ფიგურას წარმოადგენდა, იქ მსოფ-ლიოს რელიგიების 150 წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ დალაი–ლამა, აფრიკელი მაგები, ინდოელი გურუები, ტიბეტ-ელი შამანები, პროტესტანტები, მართლმადიდებელი მიტროპოლი-ტები, ინდიელი ჯადოქრები, რომლებიც მშვიდობის ყალიონს ეწე-ოდნენ. ეს ზეკონფენსიური არეულობა ჭეშმარიტად უპრეცედენტო იყო. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დელეგაციას მთავარეპისკო-პოსი მეთოდი ფიატირელი მეთაურობდა. რუსეთის ეკლესიას კი – მაშინ ჯერ კიდევ მიტროპოლიტი, ახლა კი განკვეთილი, ფილარეტი (დენისენკო). რიტუალი დაიწყო ორსაათიანი ერთობლივი ლოცვით, რომელიც რომაულ–კათოლიკურ ტაძარში აღესრულებოდა, შემდეგ კი მლოცელებმა ქალაქის ფრანცისკო ასიზელის სახელობის მოედანზე გადაინაცვლეს (8).
ეკუმენიზმის ერთ–ერთი მახასიათებელი სინკრეტიზმისაკენ სწრაფ-ვა და სხვადასხვა რელიგიის „სულიერი ტრადიციების" გაერთიანებაა. მსოფლიო სულიერების ინსტიტუტი (The Institute for World Spirit-uality) ყოველ წელს აწყობს საზაფხულო სემინარს ოთხ სასულიერო წარმომადგენლობათაგან ერთ–ერთში ჩიკაგოსთან ახლოს. მიჩიგანის ვივეკანანდის მონასტერთან, წმინდა პროკოფის ბენედიქტელ სააბატ-ოსთან, ორეგონის ტიბეტურ ბუდისტურ მონასტერთან ერთად ზაფ-ხულის ინტერკონფესიური სემინარების ერთ–ერთი აქტიური მონაწ-ილეა ლიბერტვილში სერბეთის მართლმადიდებლური მონასტერი წმინდა საბას სახელობისა. სემინარი თავისი მონაწილეებისათვის აწ-ყობს მთელ რიგ ლექციებს, ასევე მათ მონასტერსა და მის შემოგარენში მედიტაციის საშუალებას აძლევს. ამ სემინარის ანგარიშში, რომელიც ეპარქიის მართლმადიდებელი სერბი მთავარეპისკოპოსის კურთხე-ვით ჩატარდა (9), განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფოტოსურათმა, რომელზედაც სემინარიის მონაწილეები მონასტერში, ღვთისმშობლის ხატის წინ ლოტოსის პოზაში მედიტირებენ. ახლა გადავიდეთ მსო-ფლიოს რელიგიების პარლამენტის მსგავს მოღვაწეობაზე.
მღვდელმონაზონი საბა იანიჩი
1. იმისათვის, რომ ჩვენმა მკითხველებმა შეძლონ შეადარონ ეკუ-მენისტების მსგავსი განცხადებები წმინდა მამათა პოზიციას ისლ-ამთან მიმართებაში, მოვიყვანოთ რამდენიმე ციტატა დიდი კურთ-ხევანიდან იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ ახასიათებს საღვთი-სმსახურო ტექსტები ისლამს. ისლამური უღმერთობისაგან განდგომის წესში მართლმადიდებლობაზე გადმოსვლის მსურველს მოეთხოვება, რომ იგი „...(ციტატა დიდი კურთხევანიდან)" წესის ბოლოს ნათქვამია, რომ მან მუსულმანური ლოცვის წესი უნდა დაუტევოს. ამის საფუ-ძველზე ნათლად ჩანს, თუ რაოდენ განსხვავებული სულისკვეთებით წარმოჩინდება თანამედროვე ეკუმენიზმი. პატრიარქი ათინაგორა მეჩეთში სალოცავად ფეხშიშველი შედიოდა. ბოსნიაში სერბმა ეპის-კოპოსებმა ომამდე ხოჯებთან უკანონო ლოცვითი შეკრებები მოაწყვეს. რა დიალოგია შესაძლებელი ისლამთან? თუ ეს სიგიჟე არ არის, ალ-ბათ, პირმოთნეობაა. იმავე დიდ კურთხევანში არის მოზრდილ ებ-რაელთა მართლმადიდებლობაზე მოქცევის წესი, რომელშიც იუდაი-ზმის აღმსარებელს ეწოდება ადამიანი, რომელიც „...(ციტატა დიდი კურთხევანიდან)". ამგვარი პოზიცია დიდად ეწინააღმდეგება პოზიც-იას ზოგიერთი დღევანდელი ეპისკოპოსისას, რომლებიც საზეიმო შე-სამოსელში გამოწყობილნი რაბინებთნ ერთად ფაშიზმის მსხვერპლზე ლოცულობენ. სამწუხაროდ, ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ღვთი-სმოყვარება კაცთამაამებლობით არის ჩანაცვლებული.
2. მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალი, 1990, N 3.
3. ცნობილი რომაელ–კათოლიკე ფილოსოფოსი და მოაზროვნე, ერთ–ერთი თავგამოდებული დამცველი „ახალი ქრისტიანობისა", რომელ-საც პაპი იოანე XXIII ღიად ქადაგებდა. „პაპ იოანეს ოპტიმიზმი,–წერდა მერტონი,–სინამდვილეში რაღაც ახალია ქრისტიანულ აზროვნებაში, რადგანაც იგი გამოხატავს არაორაზროვან იმედს იმისას, რომ ჩვე-ულებრივ ადამიანთა საზოგადოება, რომლის ბევრი წევრიც ქრის-ტიანი არ არის და ღმერთიც კი არ სწამს, შესაძლებელია მშვიდ-ობიანად და თანხმობით ცხოვრობდეს, თუკი მათთვის ამოსავალი მათი გონებისათვის მისაწვდომი ღმერთი იქნება და პატივს სცემენ ერთმანეთის უფლებებს. ომები უნდა შეწყდეს. უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობიანი მთავრობა. ერთიანი ჭეშმარიტი საერთშორისო ხელის-უფლება–აი ერთადერთი სწორი გადაწყვეტა ყველა ადამიანური პრო-ბლემისა". მერტონი ითვლება მომხრედ იმ ჰუმანისტური იდეისა, რომლის თანახმადაც დღეს ქრისტიანობის ამოცანაა „აღაშენოს მთელი ქვეყნიერება, რომელიც ერთიანობით და თანხმობით იცხოვრებს". ეს აზრები წარმოაჩენს არსს იმ იდეისა, რომელმაც ეკუმენიზმი განა-ვითარა. მისი გავლენით მოიწვიეს ვატიკანის მეორე კრება და იგი ძალიან მოგვაგონებს პატრიარქ ათინაგორას განცხადებებს. საქმე ისაა, რომ ეს სოციალური იდეალიზმისა და პოლიტიკური უტოპიის ცრუ სახარებაა. ეს სოფელი მარადისობად მიგაჩნდეს და გიყვარდეს რო-გორც ასეთი–ეს ეკუმენისტური სახარებაა ჟენევისა, რომისა და კონ-სტანტინეპოლისა. პაპმა პავლე VI-მ ოდესღაც თქვა: „ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ეპოქა, ჩვენი ცივილიზაცია, ტექნიკური მეცნიერება, ჩვენი ხელოვნება, სპორტი, ჩვენი ქვეყნიერება". ეს უკვე ქრისტიანობა აღარაა, ეს ღია ჰუმანისტური იდეალიზმია, რომლის არსიც ჰილი-აზმის ერესია.
4. Christian Century, 10 თებერვალი, 1971 წ.
5. George Khodr, Metropolitan of Mout Liman: "Christianity in a Pliralistic World-The World of the Holy Spirit”.
6. ლიბანის მიტროპოლიტი ბრძანებს: „...თუმცა სული მყოფობს იქ, სადაც სურს, და ყველა ადამიანმა სიწმინდე, როგორც გასხივოსნება და დიდებით შემოსვა, შეუძლია ყველგან მოიხვეჭოს... ჭეშმარიტების გზაზე დიალოგი უნდა გავაგრძელოთ. ქრისტიანები, ქრისტესაკენ, როგორც ჭეშმარიტებისაკენ მოწოდებულნი, არ შეაფერხებენ იმ ჭე-შმარიტებებს, რომლებიც გაბნეულია მათი ტრადიციების გარშემო, რადგანაც ყველა ეს ჭეშმარიტება ერთი ღვთაებრივი წყაროდან მომ-დინარეობს. ქრისტიანებმა ყოველგვარი სულიერი საზრდო უნდა მიიღონ არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც ზეციური პური. ნებისმიერი ქადაგება სხვა ქადაგებას ეწინააღმდეგება. ერთი დოკუმენტი კი მეორის საპირისპიროა. ამიტომაც დიალოგის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მიღწიოთ შედეგებს არარელიგიურ გადმოცე-მებში, ვიპოვოთ ღვთაებრივი ჭეშმარიტება, დაფარული სხვადასხვა ნიშნებსა და სიმბოლოებში. ეს არ იქნება სინკრეტიზმი, ეს თავად ქრისტეა, რომელსაც ჩვენ თაყვანსა ვცემთ, რომელიც სხვა რელიგიათა უსაზღვრო სივრცეებში მიაბიჯებს... ეკლესია დიალოგით ცხოვრობს, წინ მიდის და საკუთარ თავს შეიცნობს..." (იხ. Thomas Best-Gunther Gassmannn. "On the way to Fuller Koinonia” Official Report of the Fifth World Conferefce on Faith and order? Santiago de Compostela, 1993. "Faith and Order”, paper N 166. WCC Publications, Geneva, 1994)
7. საით მიდიხართ მართლმადიდებელნო ეკუმენისტებო?
8. ასიზში სუპერეკუმენისტების შევედრათა ტრადიცია, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.
9. დასავლეთისა და ამერიკის მიტროპოლიტის ქრისტეფორესი.
[1]ბერძნული მართლმადიდებლური ჟურნალი.
[2]Ορθοδοξος τυπος - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალუ-რი გაზეთი (ქართული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა).
[3]საუბარია არა სინანულითა და ცდომილების უარყოფით დაბრუ-ნებაზე, არამედ ეკუმენისტურ გაერთიანებაზე - ქართული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა.
[4]პასექის დღესასწაული - ქართული გამოცემის რედაქტორის შენი-შვნა.