ეკუმენისტური მოძრაობის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრი კო-ნსტანტინეპოლის საპატრიარქოში, არის უთუოდ მთავარეპისკოპოსი ამერიკისა იაკობი, რომელიც ჯერ კიდევ პატრიარქ ათენაგორას დრო-იდან მოყოლებული რეგულარულად მონაწილეობდა ყველა ეკუმე-ნისტურ აქციაში. საეკლესიო წრეებში ის საყოველთაოდ ცნობილია თავისი პროვოკაციული მოდერნიზმით, რისი კლასიკური მაგალითიც არის 1967 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც გამოთქ-მულია მოსაზრება, რომ აუცილებელია შემოვიღოთ „ახალი ქრის-ტიანობა", რომელიც სრულიად განსხვავებულ გაგებებსა და განსაზ-ღვრებებს დაეფუძნება (1). იგი აქტიურად არის ჩაბმული ყველა რელ-იგიურ მოძრაობაში და რეგულარულად მონაწილეობს ეკუმენისტურ „ღვთისმსახურებებში" არა მხოლოდ ქრისტიანული ორიენტაციის წარმომადგენლებთან ერთად, არამედ ბუდისტებთან, მუსულმანებთან და იუდაისტებთან ერთადაც. ბევრს ალბათ ახსოვს პატრიარქ დიმ-იტრის ვიზიტი ამერიკაში, როცა ლინკოლნის მემორიალში მოეწყო გრანდიოზული ეკუმენისტური წარმოდგენა (თავისებური სინკრეტუ-ლი სპეკტაკლი) სახელწოდებით „Ecumenical Doxology of Peace” (მშვი-დობის ეკუმენისტური სადიდებელი), რომელშიც პატრიარქ დიმიტ-რისა და ქალკედონის მიტროპოლიტის ბართლომეს (ახლანდელი პატრიარქი) გარდა მონაწილეობდნენ ზეიმის ორგანიზატორი არქიე-პისკოპოსი იაკობი, კარდინალი ხიკი, მთავარეპისკოპოსი ვილიამ კი-ლერი, ეპისკოპალური „ეკლესიის" ერთი ეპისკოპოსთაგანი, ლუთერა-ნელი ეპისკოპოსი, მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წარმომადგენლები, აშშ–ს უმაღლესი რაბინი, ისლამური ცენტრის დირექტორი იმამ ფეი-ზილ ხანი, სომხური ეკლესიის წამომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
რომაელ–კათოლიკე კარდინალი კითხულობდა სახარებას, ხოლო ბერძნული მართლმადიდებლური გუნდი გალობდა „ალილუიას", შემდეგ ლოცვებს პროტესტანტები კითხულობდნენ, გუნდი გალობდა „მეუფეო ზეცათაოს" და ბოლოს, რაბინმა წაიკითხა ერთი ფსალმუნი, მუსულმანმა იმამმა კი დიდი აღფრთოვანებით წაიკითხა ნაწყვეტი ყურანიდან. ეს „დღესასწაული" დასრულდა ასამაღლებლით: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე".
ერთობლივი ლოცვების, სახარების, ფსალმუნებისა და ყურანის კი-თხვა მიმდინარეობდა მრავალხმიანი შერეული გუნდის, ასევე ინს-ტრუმენტალური ორკესტრის, საორღანო მუსიკის თანხლებით, რომე-ლიც ამერიკაში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ბერძნულ ეკლე-სიებში ღვთისმსახურებისას სულ უფრო ხშირად ხდება საეკლესიო დეკორის ელემენტი. არქიეპისკოპოსი იაკობი სახელგანთქმული გახ-და მსგავსი წარმოდგენებით, რომლებიც ამერიკაში რეგულარულად ეწყობოდა. ცნობილია აგრეთვე მისი ღრმა რწმენა იმისა, რომ ეკლესია არ უნდა მიეჯჭვოს წარსულის ტრადიციებს, ისევე როგორც არ უნდა იცხოვროს რაღაც საკუთარი, განსაკუთრებული ცხოვრებით. არქიე-პისკოპოს იაკობის აზრით, ეს ყველაფერი დრომ მოიტანა. იგი თავის შეხედულებებს მართლმადიდებლობასთან შეუთავსებლად მიიჩნევს და ამით მართლმადიდებელი ეკლესია ერეტიკულ სექტამდე დაჰყავს. თავისი ავანგარდული ჰიპერმოდერნიზმის წყალობით ამერიკის კონ-ტინენტის ბერძენმა უმაღლესმა იერარქმა წამოაყენა იდეა შეექმნათ ტაძრები, რომლებსაც უდოგმატო უწოდა, სადაც სხვადასხვა აღმსა-რებლობის წარმომადგენლებს შეეძლოთ თაყვანი ეცათ უხილავი ღვთისათვის, „რომელიც განისაზღვრება დოგმატებით კი არა, სიყვა-რულით". ცხადია, რომ საუბარია ცრუ ღმერთზე, რომელსაც ანტიქ-რისტიანული ერესი „აღაპიზმი" სცემს თაყვანს (2).
კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეორე პირია ავსტრალიის საეპი-სკოპოსოს მეთაური მთარეპისკოპოსი სტილიან ხარკიანაკისი. ამე-რიკის მთავარეპისკოპოსის იაკობის მსგავსად ეს იერარქიც ცნობილია მთელი რიგი პრეტენზიული განცხადებებით, რომლებითაც უკვე არაერთი წელია შცდომაში შეჰყავთ ავსტრალიის მართლმორწმუნე ხალხი და კონსტანტინეპოლსა და იერუსალიმს შორის სერიოზულ კონფლიქტებს იწვევენ. ამ ავადსახსენებელ ცნობილ განცხადებათა შორის არის 1988 წლის საშობაო ეპისტოლე, სადაც ღიად არის ნა-თქვამი იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების ცოდვილობის შესახებ. მსგავსი ერეტიკული მტკიცება დაიგმო მეხუთე და მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. ჯერ კიდევ ადრე, იმავე წლის 9 ოქტომბერს ავსტრალიის ტელევიზიის მეორე არხზე გამოსვლისას მთავარეპის-კოპოსმა სტილიანმა სწორედ ეს მკრეხელური აზრი გამოთქვა.
გადაცემა, რომელშიც მონაწილებას სხვადასხვა რელიგიის წარმო-მადგენლები იღებდნენ, ეძღვნებოდა სკორცეზეს ღვთისმგმობელურ ფილმს „ქრისტეს უკანასკნელ ვნებას". იმ დროს, როცა ტელედება-ტების ბევრმა მონაწილემ დაგმო სკანდალური ფილმი, მთავარეპის-კოპოსმა ღიად განაცხადა, რომ არაფერს ღვთისმგმობელურს ამ ნა-წარმოებში ვერ ხედავს. (4) რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ამგვარ აზრს მილიონობით მართ-ლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი წინამძღვარი გამოხატავს, თავ-ის ეპისტოლესა თუ ტელეგადაცემაში, საქმე გაცილებით სერიოზუ-ლადაა. სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ ფაქტების მიმართ ყოველგვარ პროტესტს კონსტანტინეპოლის ჩუმი მხარდაჭერა ახშობს (5). ამ მდგომარეობას, რომელიც აშკარა ეკუმენიზმის შედეგად შეიქმნა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ წარმომა-დგენელთა მხრიდან სულიერი ტირანია განაპირობებს, მოჰყვა ის, რომ ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი ბერძნული წარმომავლობის ახალ-გაზრდა ავსტრალიელი სხვა იურისდიქციის ქვეშ მყოფ ეკლესიებში ეძიებს ცხონებას. ავსტრალიაში არსებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბერძნული დიასპორა, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში საკ-მაოდ ძლიერ ძალას წარმოადგენს. ამიტომაც კონსტანტინეპოლი აქ-ტიურად მიისწრაფვის სრული კონტროლი დაამყაროს ამ შორეულ კონტინენტზე მცხოვრები ბერძნების სულიერ ცხოვრებაზე. იერუსა-ლიმის საპატრიარქოს მცდელობამ შესთავაზოს ბერძნებს დაუბრკო-ლებლად გადავიდნენ კანონიკური ბერძნული იურისდიქციის ქვეშ, გამოიწვია სერიოზული უთანხმოება კონსტანტინეპოლსა და იერუ-სალიმს შორის, რაზეც ჩვენ შემდგომში კიდევ ვისაუბრებთ.
1. საინტერესოა ფრაგმენტი ამ იერარქის „შთამაგონებელი" ქადაგებ-იდან: „ჩვენ აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ ელინისტური იდეებისაგან, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში ბატონობდა ქრის-ტიანულ რელიგიაში და არაფერსაც არ ნიშნავს თანამედროვე ადამ-იანისათვის. ისინი სხვა იდეებით უნდა შევცვალოთ. აუცილებელია სრულიად ახალი ქრისტიანობა, დაფუძნებული სხვა ცნებებსა და განსაზღვრებებზე (we are in need of aNew Christianity, based on entirely new perceptions and definitions), რადგანაც როცა ღმერთზე უზენაეს არსებას ვამბობთ, ახალგაზრდობას ჩვენი არ ესმის. მოძღვრებას ლო-გოსზე, როგორც ღმერთი ლოგოსის განკაცებაზე იესო ქრისტეში, განსაკუთრებით კი წმინდა სამების დოგმატისზე, მის თვისებებსა, ყოვლისშემძლეობაზე დღეს ყავლი გაუვიდა, რადგან ახალმა მიღწ-ევებმა ძველ ელინისტურ იდეებს წინ გაუსწრეს. ჩვენ ხალხს ვერ დავმოძღვრავთ იმ ქრისტიანობით, რომელსაც ჩვენ ადრე გავეცანით...(New Yotk Times 25. 9.67)
2. 1993 წლის 8 ივლისის გაზეთის "The Hellenic Chronicle"–ის მასა-ლების თანახმად, აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტებმა, ბატონმა კარტერმა და ბატონმა რეიგანმა, მთავარეპისკოპოს იაკობის მიმართ სიყვარუ-ლისა და პატივისცემის გამო დაიწყეს კამპანია ათეულობით მილიონი დოლარის მოსაგროვებლად, რათა „მთავარეპისკოპოს იაკობის ფონ-დი" დაეფუძნებინათ. ეს ფული გადაეცემათ ამერიკის ქრისტიანული ეკლესიების ეროვნულ საბჭოსა და მსოფლიო საეკლესიო საბჭოს და გამიზნულია ეკუმენისტური მოღვაწეობის განვითარებისათვის. ფონ-დი დააფინანსებს თეოლოგებისა და სხვადასხვა იურისდიქციის მე-თაურთა შეხვედრებს. მათი მიზანი ეკლესიათა გაერთიანებაა. გან-საკუთრებული ყურადღება დაეთმობა ღვთისმეტყველებისა და ეკ-ლესიის ახალგაზრდა მისიონერთა დაფინანსებას. მათ მომავალში სერიოზული როლი ექნებათ ეკუმენისტურ მოძრაობაში. ასე გახდა მთავარეპისკოპოსი იაკობი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ღირსი „ჰქონოდა პატივი", მოწმე ყოფილიყო მისი სახელობის ფონდის დაარსებისა.
3. მთავარეპისკოპოსი სტილიანი თავის ეპისტოლეში ღიად აცხადებს, რომ ქრისტე თავისი გზის დასაწყისში იყო ცოდვილი და უვნებე-ლობას თანდათან მიაღწია. მასში მიდიოდა ბრძოლა ორ ბუნებასა და ორ ნებას შორის (იხილე „Voice of Orthodoxy”-ავსტრალიის საეპი-სკოპოსოს 1988 წლის დეკემბრის გაზეთი).
4. ჯერ კიდევ იმავე წლის სექტემბერში რადიოსადგურ 2AE–სთან ინ-ტერვიუში მან თქვა: წიგნი „უკანასკნელი ვნება" დიდი ხნის წინ წა-ვიკითხე... მახსოვს ის დიდი შთაბეჭდილება, რაც მან ჩემზე მო-ახდინა, როგორც საოცარმა, სულისშემძვრელმა საკითხავმა... მე ამ ტექსტმა არ დამაბრკოლა. მან მე არანაირად არ დამბრკოლა, თუმცა მაშინ თეოლოგიის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ ვხედავდი, რომ კაზა-ნაკისს სურდა, ქრისტეს ადამიანური ბუნება სრულად წარმოეჩინა (24. 9. 1988).
5. მთავარეპისკოპოსის უკვე ჩვენ მიერ მოყვანილი გამონათქვამების გარდა, ასევე ცნობილია, რომ იგი ღიად აღიარებს ადამიანის მაიმუ-ნისაგან წარმოშობის თეორიას (Voiceof Orthodoxy, იანვ.–თებ. 1987). ყველა ამ განცხადებათა წინააღმდეგ კონსტანტინეპოლში მიტროპო-ლიტმა ავგუსტინე ფლორინსკიმ აშკარა პროტესტი გამოხატა. თუმცა ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
მღვდელმონაზონი საბა იანიჩი
Xareba.net - ის რედაქცია