აი, უკვე ნახევარი საუკუნე მიიწურა ჩერნოგორსკო-პრიმორსკის მი-ტროპოლიტ იოანიკეს (ლიპოვაცის) მოწამეობრივი აღსასრულიდან. ამ ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისათ-ვის, რომ მეხსიერებიდან აღმოფხვრილიყო ამ იშვიათი ადამიანის, ქრისტეს ეკლესიის მღვდელმთავრის, წმიდა საბას ეკლესიის, წმიდა ევსტატე პრევლაკსკელისა და წმიდა პეტრე ცეტინსკის ტახტის მფლო-ბელის სახელი. მკვლელებისათვის თითქოს საკმარისი არ იყო მხო-ლოდ მისი ლიკვიდირება. მოპარულია მისი საფლავი, რადგან დღე-მდე უცნობია მისი ნეშტის სამყოფელი. აშკარაა, რომ ურწმუნონი შეეცადნენ მოეკლათ ხსოვნა მის შესახებ, ისევე, როგორც ოთხმოცი საუკეთესო მღვდელისა, ვისი ნეშტებიც დაუკრძალავად დაყარეს მა-რიბორის, კამნიკას, ზიდანას ხიდის მიდამოებში... და თუკი საფლავი არ დარჩა, ეს ნიშნავს, რომ არც ადამიანი ყოფილა, რომ არც დანა-შაული მომხდარა და არც დამნაშავე ყოფილა! აი, ამგვარად განსჯიან ჯალათები.
მაგრამ განიზრახავს ადამიანი, ხოლო განაგებს უფალი... ღმრთაებ-რივი განგებულების ძალითა და ყოვლისმომცველი ღმრთაებრივი მეხსიერებით არ შეიძლება ერთი სახეც კი გაქრეს, წაიშალოს. უკვ-დავია მათი მოწმობა, ვინც თავისი ღვაწლით მარადიული სიცოცხლის ღმრთაებრივ წიგნშია ჩაწერილი.
მიტროპოლიტის ტახტზე ჩერნოგორსკის მიტროპოლიტმა იოანიკემ მცირე დრო, მხოლოდ ოთხი წელი და რამდენიმე თვე დაყო.
1941 წლის თებერვალში, მარტისა და აპრილის ტრაგიკული მოვლ-ენების წინ, ოკუპაციის დასაწყისში, ის ტახტზე აღსაყდრდა, ხოლო ომის დასასრულს, 1945 წელს - მოკლეს. მას მსახურება მოუწია რო-გორც სამიტროპოლიტოს, ასევე ჩერნოგორიის, სერბეთისა და საერ-თოდ მთლიანად ევროპისათვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდ-ში. იმ სისხლისმღვრელ ჯვაროსნულ დროს მიტროპოლიტი ყველაზე ცხელ წერტილში - ბოლშევიკური კომუნიზმისა და წარმართული ნაციზმის ურდოს ქვეშ აღმოჩნდა. ორივე იდეოლოგია - უღმერთო და ტირანული, ერთი შხამიანი ფესვიდან ამოზრდილი, მილიონთა მიერ იყო მხარდაჭერილი. მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო სისხლით წაილეკა ორივე იდეოლოგიის - ნაციზმის, ანუ რასობრივი სიწმინდის, ტერიტორიული საზღვრებიდან სისხლისა და რასიდან „შექმნილი კერპისა" და ბოლშევიზმის გავლენით, მისი დიალექტიკური მატერი-ალიზმისა და კლასობრიობის გაღმერთებით, ხოლო ადამიანთა მო-დგმა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანი ხალხები, ქრისტიანობამდელ წარმართობას დაუბრუნდნენ. მაგრამ, თუკი ფაშიზმის ბოროტება უმ-რავლესობამ საკმაოდ სწრაფად შეიცნო არაადამიანური ძალადობისა და სისასტიკის ნაყოფი, კომუნიზმის მარქსისტულ-ბოლშევიკური მოძღვრება ახერხებდა თავისი დემონური არსების შენიღბვას ისტ-ორიისათვის მანამდე უცნობი ადამიანთა საზოგადოების „ახალი წყო-ბის," ზღაპრული, ამქვეყნიური სამოთხისა და მიწაზე აყვავებული სამეფოს იდეალით.
ამ ორმა ტოტალურმა იდეოლოგიამ დასაწყისში (1939-1941 წლებში) ურთიერთთანამშრომელმა და მხოლოდ ერთი შეხედვით პარალე-ლურმა, თავის შიდა იდეოლოგიურ ინტერესებში სერიოზული შეტა-კება დაიწყო. ანტიფაშისტური გამოსვლებით ბოლშევიკური სტალი-ნიზმი ნაციზმის დანაშაულებრივ ბუნებაზე მიუთითებდა, ადამიანთა თანდაყოლილ პატრიოტიზმსა და სამშობლოსადმი სიყვარულის ძა-ლას თავდაპირველად იყენებდა ჯერ რუს, ხოლო შემდეგ სხვა სლავ ხალხებს შორის, რათა პროგრესის, ადამიანურობისა და თავისუფლ-ების მატარებლად წარმოჩენილიყო. თუ დღეს იმ ტრაგიკულ მოვ-ლენებს გადავხედავთ, ნათელი გახდება, რომ სინამდვილეში ბოლ-შევიზმი, ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, უბრალოდ ხალხის უბედურებით სარგებლობდა, რათა თავისი ბნელი რევოლუციური მიზნები საშუალებათა განურჩევლად განეხორციე-ლებინა. მას ხელს აძლევდა ღრმა სულიერი და ზნეობრივი კრიზისი და საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერებანი, რომელმაც ევროპელი ხალხი ორი მსოფლიო ომის შუალედში შეიპყრო.
მიტროპოლიტი იოანიკე (ლიპოვაცი), მრავალმხრივ და ღრმად გა-ნათლებული, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე, სულიერი და ბრძენი ადამიანი, დასაწყისშივე მიხვდა, იმ ტრაგიკულ დროებაში თუ როგორ ვერაგ და საშიშ ბოროტებას შეეჯახა მისი ხალხი და საერთოდ მსოფლიო; საარქივო დოკუმენტებიდან, რომე-ლიც იმ დროიდან არის შემორჩენილი, როდესაც მას ეკავა მიტრო-პოლიტის კათედრა, ნათლად ჩანს, რომ მას ბრწყინვალედ ესმოდა ევროპის ქრისტიანული თვითშეგნებისა და სახარებისეული ფასეუ-ლობების საშინელი საფრთხე, რომელზედაც საუკუნეების განმავ-ლობაში შენდებოდა ეს თვითშეგნება. იგი იტალიელებსა და გერ-მანელებს უყურებდა, როგორც ოკუპანტებს, როგორებიც სინამდვი-ლეში იყვნენ და „მონის" სტატუსი „მეპატრონეთა" წინაშე იძულებით მიიღო. საუკუნეების მანძილზე უცხოტომელთა ზეწოლის ქვეშ მყოფ ზღვისპირეთში გაზრდილი, იძულებული იყო გარეგნულად შეგუე-ბოდა არსებულ მდგომარეობას, თუმცა ყველაფერში ჩანდა მისი წინააღმდეგობისა და სიფხიზლის შინაგანი ძალა, რაც ზღვისპირელი ხალხისათვის არის დამახასიათებელი, რის გარეშეც ისინი როგორც სულიერ-ეკლესიური, ისე ეროვნული გაგებით უბრალოდ აღიგვებო-დნენ პირისაგან მიწისა. ევროპული ტრაგედიცისა და ხალხის, რომ-ელიც ქრისტიანობას იღებდა ძმათამკვლელობის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ „მათ (როგორც მღვდელმთავარი წერს) გაუქრათ ქრის-ტიანული სიყვარული." აი, რით აიხსნება „ახლანდელი სისხლისღვ-რები და ახალი გოლგოთის მოწამეთა ტრაგედიის სათავე." ადამი-ანები გაველურდნენ, ადამიანობა დაკარგეს, სისხლისმსმელები გახ-დნენ. შეტაკება მოხდა იდეალიზმსა და მატერიალიზმს, სიყვარულსა და სიამაყეს, ზეციურ სამეფოსა და მიწიერ სამეფოს, ღმრთაებრივსა და დემონურს შორის. მიტროპოლიტი განსაკუთრებულად აღნიშ-ნავდა უღმერთო კომუნიზმში რადიკალურ პოლარიზაციას - სიკეთ-ესა და ბოროტებას შორის, „იდეალიზმსა" და „მატერიალიზმს," იესო ქრისტესა და მარქსს შორის, უფრო ზუსტად - ქრისტეს ჯვაროსნულ გზასა და მარქსისტულ მატერიალიზმს შორის. ამ იდეისადმი მიდ-რეკილებას ხალხში, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, ის იმ დროისათვის რელიგიური დაკნინებისა და ურწმუნოების, კეთილ-შობილებისა და მოწყალების განლევის მოჭარბებით ხსნიდა; ცნობი-ლია, რომ ზოგიერთ მონასტერში ცხოვრება ომის წინა პერიოდში გემოთმოყვარეობით გატაცების, სიამოვნების ძებნამდე დადიოდა და შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ეძიებდა სიყვარულს, სიმართლესა და ჭეშმარიტებას. მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ ზნეობრიობის, უბიწოე-ბის, მოწყალების, რწმენის აღორძინების, სულიერი სრულყოფილე-ბის გზით წასულიყვნენ, ახალგაზრდობამ „ჩაყვინთა" კომუნისტურ მღვრიე წყლებში, გამოუცდელობით მოტყუებულმა მიიჩნია, რომ ხა-ლხის მოწამლული ორგანიზმი მხოლოდ შხამის დოზის მომატებით შეიძლება განიკურნოს. „უკანონობა, კორუფცია, სხვადასხვაგვარი სა-ზოგადოებრივი ბოროტება, - წერს მეუფე იოანიკე - ასაზრდოებდნენ ერთმანეთს და უფრო მეტად საშინელი საწამლავის საფუარად იქც-ნენ." (გაგრძელება იქნება...)