xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 10 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხს. წმიდა დედოფლისა შუშანიკისა
10 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხს. წმიდა დედოფლისა შუშანიკისა
9-09-2022, 17:34  / ამოსაბეჭდი ვერსია

10 სექტემბერი (ახ. სტ.) - ხს. წმიდა დედოფლისა შუშანიკისა

 

   ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი წმიდანი ბავშვობიდანვე ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი დიდი ნებისყოფის, გამძლეობის მქონე და სარწმუნოებისათვის თავდადებული პირია. ის სარწმუნეობის დაცვისთვის V საუკუნეში, 475 წელს აღესრულა.

   წმიდა დიდმოწამე შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე გახლდათ. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენმა საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. სანატრელი შუშანიკი ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ და თავისი სამი ძით და ერთი ასულით ეკლესიაში წავიდა, იქვე დასახლდა და ღმერთს მისი შვილების შეწყალებასა და დაცვას სთხოვდა. მან სარწმუნოების შენარჩუნებისათვის დათმო ქმარი, შვილები, ოჯახი და დედოფლის საპატიო სახელი გაცვალა პატიმრის მდგომარეობაზე.

   როდესაც ვარსქენის განრისხებული ბრძანებისგან შუშანიკი ეკლესიიდან ციხეში მოჰყავდათ, მას უამრავი ხალხი ტირილით მიაცილებდა. ხოლო წმიდანი მათ თხოვდა, ელოცათ მისთვის, რადგან ცოცხალს, ციხიდან გამოსულებს ვეღარ ნახავდნენ. შუშანიკს ციხეში მარტო იაკობ ხუცესი ნახულობდა, ისიც ქრთამის გაღების სანაცვლოდ. წმიდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა. მისი წამების ამბავი მთელ ქართლს მოედო და მის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა და სასწაულებს ახდენდა ლოცვით, უშვილოებს – შვილს აძლევდა, ბრმებს თვალს უხელდა, სნეულებს კურნავდა. მან ციხეში ყოფნისას შეიტყო რომ მის შვილებს მაზდეანობა მიეღოთ და ამის შემდეგ მათი სახელების გაგონებაც კი ეზარებოდა.

   დედოფალი საპყრობილეში დასნეულდა, ბალიშის ნაცვლად გამოუმწვარი აგური ედო, ქვეშაგებად კი ძველმანი ქსოვილი ეგო. მალე სხეული მთლად დაუწყლულდა, იარები გაუჩნდა. გარდაცვალების დღეს, მის აღმზრდელს იაკობ ხუცესს სთხოვა იმ ადგილას დაესვენებინათ, საიდანაც პირველად გამოათრიეს.

   წმიდა შუშანიკი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. 482 წელს კი ვახტანგ გორგასალმა სპარსელების სამსახურში ჩამდგარი ვარსქენ პიტიახში შუშანიკის წამებისთვის მოაკვლევინა.

  წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში – "წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი”, აღწერა. დიდია ამ ნაწარმოების ისტორიული მნიშვნელობა. ამავდროულად, ის პირველი ლიტერატურული ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine