ჰეგელი1 ახალი დროის - რაციონალიზმისა და სულიერი დეკადანს-ის ეპოქის იდეალისტური ფილოსოფიის უმსხვილესი წარმომადგე-ნელია. გერმანიაში ფილოსოფიური სისტემები მინეზინგერების სიმღ-ერებივით ერთმანეთის მიყოლებით იქმნებიან. გაღმერთებული გონე-ბა ისწრაფვის აზრთა ფეიერვერკით გაანათოს ყოფიერების ბნელი უფსკრულები. ფილოსოფია - ესაა მცდელობა ბაბილონის გოდოლის აშენებისა ზეცამდე, სადაც ფილოსოფიურად მოაზროვნენი აგურისა და კირის ნაცვლად ერთად მორეკილ სილოგიზმებს იყენებენ. ეს ტი-ტანური შრომა ყოველთვის დაუსრულებელი რჩება - გოდოლი საკუ-თარი სიმძიმით ინგრევა.
ჰეგელმა შექმნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ნაგებობა, რაღ-აც „ფილოსოფიის ქალღმერთის სასახლის" მსგავსი. უნდა აღინიშნოს, რომ იდეალისტური ფილოსოფია და რელიგია საფუძვლიანად განს-ხვავდება ერთმანეთისაგან. რელიგია - ეს შინაგანი კავშირია ადამია-ნის სულისა ღმრთაებასთან, პირადი ურთიერთობაა, რომელიც ლოც-ვითა და მცნებებით - ზნეობრივი კანონებით ცხოვრების მიხედვით ხორციელდება. რელიგია ყოფიერების ყველა მხარეს მოიცავს. ეს არის ჰარმონია ადამიანური ნებისა ღვთაებრივ ნებასთან. რელიგიის საწყი-სი კეთილკრძალულებაა, ბოლო - სიყვარული;
ფილოსოფოსებისთვის ღმრთაება და ტრანსცენდენტური (ზღვარს-მიღმიერი) სამყარო რაციონალური კვლევის ობიექტია. რელიგიას სუ-ლი ღმერთთან აღყავს; ფილოსოფიას ღმრთაება ჩამოჰყავს მიწაზე და მას ადამიანური ლოგიზირებული გონების კატეგორიაში ათავსებს. ჰეგელთან თვით ლოგიკა იქცა რელიგიად. მისი უკიდურესი რაციონა-ლიზმი აჟღერდა როგორც რელიგიური ექსტაზი და წინასწარმეტყვე-ლური დაჯერებულობა. ჰეგელისთვის ღმრთაება არა მხოლოდ შეიმე-ცნება ლოგიკის მეშვეობით, არამედ თვით ღმრთაება და მისი მოდა-ლურობა - კოსმოსი ექვემდებარებიან ლოგიკას (დიალექტურ, ანუ პა-რადოქსულ ლოგიკას, არსებითად კი ანტილოგიკას). ჰეგელისათვის ღმრთაება - ეს აბსოლუტია, რომელმაც დაკარგა თვითშეგნება და საკუთარ თავს თავისივე ქმნილებებში ეძებს. ჰეგელისათვის ისტორია - ეს ღმრთაების ჩამოყალიბება და თვითგამორკვევაა. უმაღლესი გონი მოცემულ ისტორიულ ეტაპზე იხსნება, როგორც თავად ჰეგელის გო-ნება და ერწყმის მას. უმაღლესი ფენომენოლოგიური გონი, როგორც ზოგადი ცნება, გერმანელი ხალხის სული ხდება. აბსტრაქტულ უნი-ვერსალიებსა და ზოგად ცნებებში არ არის ადგილი ადამიანის პი-როვნებისათვის.
ჰეგელისეულ აბსოლუტს აღკვეთილი აქვს ღმრთაების ისეთი თვისე-ბები, როგორებიცაა ცნობიერება და თვითშემეცნება. ამ მხრივ ის ჩა-მორჩება ადამიანს, თუმცა ბოლოს და ბოლოს თვით ადამიანი აღმო-ჩნდება ნიღაბი მსოფლიო ისტორიის სცენაზე. ღმრთაება ეძებს საშუ-ალებებსა და პირობებს, რათა თავი სასრულის მეშვეობით გაამჟღ-ავნოს, ანუ ის არასრულყოფილი და შეზღუდულია. რატომ და რა-ნაირად უნდა დაცემულიყო ღმრთაება? - ეს საიდუმლოდ რჩება პა-ნთეისტებისათვის, თუგინდ ის პლატონი, ჰეგელი, გოეთე ან შტაინ-ერი იყოს. „უმაღლესი ლოგოსი" თურმე ბრმაა, რომელიც თავის თავს ისტორიის გზებზე დაეძებს; ბრმამ - აბსოლუტმა ჰეგელს ხელი ჩა-ჰკიდა, რათა მისგან თავისი წარსული, მომავალი და თვითგახსნის გზა შეიტყოს. „ტევტონი ფილოსოფოსი" მედიდურად უხსნის აბსოლუტს, ვინ არის ის და „გონის ფენომენოლოგიაში" მის ბიოგრაფიას წერს. ჰეგელის ღმრთაება - ეს უსახელო, სასტიკი ძალაა, რომელიც თავს ავლენს არა როგორც თავისუფალი სული, არამედ როგორც ტუსაღი, რომელიც ლოგიკის ჯაჭვებითაა შებორკილი. თავად კოსმოსი და ღმრთაება ერთნი არიან, ამიტომ მათი კანონებიც ერთიანია. ჰეგელმა ლოგიკისადმი ღმრთაების დაქვემდებარებით თვით ლოგიკა გახადა ირაციონალური. მისთვის ფილოსოფიის ისტორია პანლოგიზმის2 ილუსტრაციაა. იმისათვის, რომ ღვთაების შესახებ თავის სულელურ სწავლებაში ჩიხებსა და წინააღმდეგობებს გაქცეოდა, თავისი დიალ-ექტიკის მეშვეობით თვით წინააღმდეგობრიობებს ლოგიკურობის ფორმა მისცა. ურთიერთდაპირისპირებულთა იგივეობისა და ბრძო-ლის შესახებ ეს სწავლება გახდა ფანტასტიკური ალოგიზმი, სადაც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ემთხვევა. ჰეგელისთვის დიალექ-ტიკის საწყისს ღმრთაებაში არსებული წინააღმდეგობრიობა წარმოა-დგენს. ღმრთაების წიაღში ტრაგედია მსოფლიო ისტორიად გადაიქ-ცევა. ამ „მეტაფიზიკური დიალექტიკით", უფრო სწორედ დემონური პროვოკაციით, ჰეგელი ყველაზე მეტად ბოემესგანაა3 დავალებული, თუმცა თავად ჰეგელი უფრო ხშირად ნეოპლატონიკოს პროკლე დი-ოდოქოსს ეყრდნობა, რომლის სახითაც აგონიაში მყოფი ანტიკური სამყარო ქრისტიანობასთან უკანასკნელი ბრძოლის გადახდას ცდი-ლობდა.
ჰეგელი თვლიდა, რომ რელიგია - ეს არასრულყოფილი ფილოსოფ-იაა, რომელიც მომავალში უნდა მოკვდეს და ადგილი სუფთა ლო-გიზმს დაუთმოს. მაშ ასე, ჰეგელისთვის რელიგიის საწყისს წარმოა-დგენს არასრულყოფილი აზროვნება: გრძნობათა და განცდათა გამა, სიყვარული, ტანჯვა და ა.შ. ჰეგელს სუფთა ლოგიზაციისაკენ - ადა-მიანური გონების ერთადერთი ღირსეული მოღვაწეობისაკენ დაბრკო-ლებად მიაჩნია.
ჰეგელი უარყოფდა ქრისტიანობის პირველ დოგმატს - წმიდა სამე-ბისადმი რწმენას. მისთვის ღმრთაების სამი იპოსტასი იყო მეტაფორა ან ლოგიკური სილოგიზმის ფორმა (თეზისი, ანტითეზისი, სინთეზი), ზოგჯერ კი დროის - წარსულის, აწმყოსი და მომავლის სამერთობას ნიშნავდა. ჰეგელის სისტემაში ქრისტიანობა დროებით, შეფარდებით, რელატივისტურ ცნებად წარმოჩნდებოდა. ნიშანდობლივია, რომ ბიბ-ლიის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსები, რომლებიც ისწრაფოდნენ წა-რმოედგინათ ის, როგორც ფანტასტიკური თქმულებებისა და მითების კრებული, მემარცხენე ჰეგელიანელები იყვნენ (ბაუერი, შტრაუსი და სხვ.). რაც შეეხება თეოლოგებს - მემარჯვენე ჰეგელიანელებს, რომლე-ბიც დიალექტიკის შეერთებას ცდილობდნენ ქრისტიანობასთან, მათ-თვის, როგორც წესი, სახარებისეული სწავლება იყო არა მარადიული ჭეშმარიტება, არამედ გარდამავალი პერიოდი სულიწმიდის ახალ გა-მოცხადებამდე.
ადამიანის დაცემის შესახებ ბიბლიურ თხრობას ჰეგელმა „მსოფლიო მითებს შორის უდიადესი" უწოდა. მისთვის ღვთის წინააღმდეგ ად-ამიანის ჯანყი და ღვთისაგან განგდება წარმოადგენს გადასვლის მო-მენტს უგონო პირუტყვული მდგომარეობიდან გონიერი მოღვაწეო-ბისაკენ, ხოლო მოწყვეტილი „აკრძალული ნაყოფი" ხელოვნების, მე-ცნიერებისა და შემოქმედებითი გარჯის დასაწყისს ნიშნავს. ამიტომ გველის სახემიღებული სატანა ჰეგელისათვის კაცობრიობის „კეთილი მეგობარი" გახდა მსგავსად პრომეთეოსისა, რომელმაც ოლიმპოდან დედამიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა; ან ღვთაება, ადამს ბრმა თვალი რომ აუხილა. ამგვარად ჰეგელმა თავისი დიალექტიკის დარტყმით ბიბ-ლიური ღმერთი დემონის ადგილზე დააყენა, როგორც ტირანი, დე-მონი კი, როგორც კაცობრიობის განმათავისუფლებელი, - ღმერთის ადგილზე. შესაძლოა სწორედ ასეთი პროვოკაციებისთვის გახდა სა-ჭირო წისქვილის ქვასავით მბრუნავი დიალექტიკა. ყოველივე ამის შემდეგ როგორ არ უყვარდეს შტაინერს ჰეგელი და მოცალეობისას როგორ არ დატკბეს „გერმანელ ფილოსოფოსთა მაესტროს" ამაყი შუ-ბლით? (ჰეგელის ბიუსტი შტაინერს მუდამ თან დაჰქონდა).
1ჰეგელი (1770-1831) გერმანელი ფილოსოფოსი, რომელმაც დიდი რო-ლი ითამაშა განვითარების დიალექტიკური თეორიის შემუშავებაში. ჰეგელის მიხედვით ბუნებას არ შეუძლია დროში განვითარება, ის მხოლოდ სივრცეში ვითარდება. თვითგანვითარების მესამე, უმაღლეს საფეხურს „აბსოლუტური გონი" წარმოადგენს. „აბსოლუტური იდეის" განვითარების ამ საფეხურს ჰეგელი ხსნის თავის თხზულებაში - „გო-ნის ფილოსოფია".
2პანლოგიზმი (ბერძ. Πάν - ყველაფერი, λόγοს - აზრი, სიტყვა, გონება) ფილოსოფიური პრინციპი, რომლის თანახმადაც სინამდვილე განიმ-არტება, როგორც იდეის ლოგიკური გამოხატვა, სპეკულატური ცნების თვითგახსნა, „თვითშემცნობი გონება".
3ბოემე (Böhme) იაკობ (1575-1624) გერმანელი ფილოსოფოსი პანთეის-ტი, პროფესიით მეწაღე. ბოემეს მისტიკა და ნატურფილოსოფია სტი-ქიურ - დიალექტიკური იდეებით არის განმსჭვალული. დიდი გა-ვლენა იქონია გერმანულ რომანტიზმზე.