xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » შტაინერი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
შტაინერი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
26-07-2015, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

შტაინერი - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

 

   გერმანელი ოკულტისტის, რუდოლფ შტაინერის სწავლებამ - ანთ-როპოსოფიამ ჩვენი ინტელიგენციის იმ ნაწილში ჰპოვა გავრცელება, რომლებსაც არ მიუღიათ რელიგიური განათლება, ეკლესიისაგან შორს არიან, და ამავე დროს ზერელე, მატერიალისტური კონცეფციებით დაუკმაყოფილებელნი რჩებიან.

   ანთროპოსოფია გნოსტიკურ სწავლებას წარმოადგენს და პრინციპში, ოკულტური მისტიკისა და თეოსოფიის კალაპოტიდან არ გამოდის. მაგრამ შტაინერი ცდილობს საკუთარი სპეკულატური ნაგებობა და საეჭვო ვიზიონერობა თავის თანამედროვე მეცნიერულ თეორიებთან შეაერთოს და სულიერების სახემიცემული ზმანებები ისე წარმოად-გინოს, როგორც ახალი პერსპექტივები მეცნიერებისათვის. ეს არის ორი პლანის მაგიისა და გამოყენებით მეცნიერებებში პროფესიული ცოდნის ურთიერთაღრევა, რაც ადამიანთა განსაზღვრულ წრეს იმპო-ნირებს. აქ სულიერება ცრუ ინტელექტუალიზმით არის ჩანაცვლე-ბული, ხოლო რელიგია, როგორც ღმრთაებასთან ურთიერთობა და ცხოვრებისეული ღვაწლი, აბსტრაქციებით, მაგიური ფორმულების თეორიული შესწავლით, ოკულტური სიმბოლიკით და აპრიორული კონცეფციებით იცვლება.

   ნიშანდობლივია, რომ ანთროპოსოფია გაჩნდა გერმანიაში და თავისი ცენტრი შექმნა - შვეიცარიაში, ქვეყნებში, სადაც რეფორმატორობამ გაანადგურა ქრისტიანული ტრადიციის ნაშთები, მოახდინა ქრისტია-ნობის ადოგმატიზება და არსებითად ის სუბიექტურ ფსიქიკურ გა-ნცდებამდე და სეკულარიზებულ მორალამდე დაიყვანა.

  ანთროპოსოფია - ეს უწინარეს ყოვლისა მსოფლმხედველური სის-ტემაა, თუმცა ეს მთავარი მეტაფიზიკური მხარე ყველაზე ნაკლებადაა ცნობილი ჩვენი ანთროპოსოფებისთვის და როგორღაც უცნაურად იფ-არება მათი ყურადღებისაგან. მრავალი მათგანი თავს მართლმა-დიდებელ ქრისტიანად თვლის, ანთროპოსოფიას კი მეცნიერებად, რომელიც დაეხმარებათ გაცილებით ღრმად „შეაღწიონ" ქრისტია-ნობის საიდუმლო სიღრმეებში.

   აქ ჩვენ რაღაც ფსიქოლოგიური გამოცანის წინ ვდგავართ: ადამია-ნებს, სერიოზულებს და პატიოსნებს, რომლებსაც შტაინერიზმი და ქრისტიანობა თითქოსდა კეთილსინდისიერად და გულდასმით უნ-და შეედარებინათ ერთმანეთთან, ვითომდა არ ესმით, რომ საქმე ეხება ყველაზე მთავარს - არჩევანს მონოთეიზმსა და წარმართობას შორის: სახარებისეულ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს, სამყაროს მბრძა-ნებელსა და შტაინერის ქრისტეს, ექვსი ელოიმის განსხეულებას, სო-ლარულ ღვთაებას შორის. აქ კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ასპექტია - პრეტენზია ელიტარულობაზე: ანთროპოსოფს საკუთარი თავი „გან-დობილად", საიდუმლოთა მფლობელად წარმოუდგენია, რომელიც „პროფანების" ბრბოზე მაღლა დგას, ეს მაშინ, როცა ქრისტიანობის ძალა სწორედ იმაშია, რომ ის უნივერსალურია - თანაბრად მისაწვ-დომია ფილოსოფოსისთვის და უბრალო მიწათმოქმედისთვის, მოხ-უცებისთვის და ბავშვებისთვის. მისი სიდიადე მის უბრალოებაშია, რომლის მიღმაც სულის უძირო სიღრმე იფარება. აქ ღმერთთან ურ-თიერთობის და ზნეობრივი სრულყოფის უნარის განსაზღვრა ხდება არა ინტელექტუალური დახვეწილობით და ოკულტურ „საიდუმლო-თა" შესწავლით, არამედ გულის სისუფთავით, რწმენის სიღრმით და ნებაყოფლობითი ცხოვრებისეული ღვაწლით. ჩვენი ნაშრომის მიზან-ია ვაჩვენოთ ქრისტიანობისა და ანთროპოსოფიის შეუთავსებლობა ყველაზე მთავარ ონტოლოგიურ საკითხებში: თეოლოგიასა და ანთ-როპოლოგიაში.



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine