საკითხს რელიგიის ეზოთერიზმის შესახებ ჩვენი თანამედროვეები-სათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნის ბაზარს ოკულტური ლიტერატურა მოაწყდა, რომელიც ეზოთერიზმზე - ძველ სიბრძნედ წოდებულ რაღაც საიდუმლო ცო-დნაზე პრეტენზიას აცხადებს, უფრო იმიტომ, რომ ამ პრობლემის სწორად გადაწყვეტა საშუალებას გვაძლევს მართლმადიდებელი ეკლ-ესიის სწავლება უკეთ გავიგოთ, გავიაზროთ და შევაფასოთ. ყველა ეზოთერული სწავლება რჩეულობას და ელიტარულობას იჩემებს. ის სულის არისტოკრატებს - ეზოთერიკოსებს პროფანების ბრბოსთან - ეგზოთერიკოსებთან აპირისპირებს, რომლებიც საზოგადოების გარეგ-ან შრეს, ერთგვარ ქერქს წარმოადგენენ. წარმართული რელიგიებისა-თვის ნიშანდობლივი ეს კონცეფცია მკაფიოდ გამოიხატა გნოსტიკურ სწავლებებში, სადაც ადამიანები ერთმანეთისაგან იზოლირებულ სამ ხარისხად დაიყვნენ: უმაღლესი ხარისხი - პნევმატიკის, ანუ სასული-ერონი, რომლებიც ბრბოსთვის მიუწვდომელ საიდუმლო ცოდნას ფლობენ; საშუალო ხარისხი - ფსიქიკის, ანუ მშვინვიერი; უმდაბლესი - სომატიკის - ხორციელი. უმაღლესი ხარისხი ეზოთერიზმს შეესა-ბამებოდა, დანარჩენი ორი - ეგზოთერიზმს. მორალის საზოგადოდ მიღებულ ნორმებს გნოსტიკოსები ეგზოთერიკოსებისათვის სასარგებ-ლოდ და აუცილებლადაც კი თვლიდნენ, ხოლო ეზოთერიკოსი პნე-ვმატიკოსი თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყველა კანონისაგან, მათ შორის სახარების მცნებებისაგანაც. ის (ეზოთერიკოსი) სიკეთესა და ბოროტებაზე თავს იმაღლებს. აქ ჩანს, თუ როგორ მიემართება ორი ცოდნის (რჩეულთათვის და ბრბოსათვის) შესახებ სწავლება მორალის გაორებისა და რელატივიზმისაკენ. „პროფანი" კანონს ემორჩილება, „პნევმატიკოსი" არაფრითაა შეზღუდული. ზნეობრივი თვალსაზრის-ით საიდუმლო ცოდნა მისთვის ყველაფრის ნებას იძლევა.
გნოსტიკოსების1 სწავლებასთან გადახლართულია ბუდას იგავი სამ ლოტოსზე: მათგან ერთი წყალქვეშაა დაფარული, მეორე ოდნავ ეხება ტბის ზედაპირს, მესამეს ყვავილები ზედაპირზე აქვს გადაშლილი. ბუდა ამბობდა, რომ წყალქვეშა ლოტოსი ის ხალხია, რომლებსაც ცო-დნა არ მიუღიათ; ყვავილი, რომელიც წყლის ზედაპირს ეხება, ისინი არიან, ვინც სწავლება მიიღეს, მაგრამ არ ესმით ის; წყლის ზედაპირზე გაშლილი ყვავილები კი ბუდას ჭეშმარიტი მოწაფეები არიან.
ბრაჰმანიზმიც2 ასევე მიეკუთვნება ელიტარულ რელიგიას. ხალხის-გან დაფარულ სიბრძნეს ბრამინები ფლობენ. ისინი დაბადებით ეზ-ოთერიკოსები არიან. დანარჩენი კასტები კი იმისათვის არსებობენ, რომ ბრამინებს ემსახურონ. მათთვის მხოლოდ რელიგიის გარეგნული ფორმებია გამოსადეგი. ასევე ელიტარული იყო ბერძნულ-რომაული წარმართობა, ინტელექტუალი ელიტარები ფილოსოფოსთა ფენას წა-რმოადგენდა. გარდა ამისა, ადამიანს ოკულტური ცოდნის მიღება მი-სტერიებში შეეძლო. აქ საიდუმლო გნოსისის (ცოდნის) ორი სახეობაა: აპოლონური ეზოთერიზმი და დიონისური ეზოთერიზმი.
მასონობაში ელიტარიზმისა და ეზოთერიზმის პრინციპი გარკვეულ სისტემაშია აყვანილი. ჩვეულებრივ მასონური ლოჟა 33 საფეხურად იყოფა. უმდაბლეს საფეხურზე მყოფებმა არ იციან უმაღლეს საფეხუ-რებზე რა ხდება, როგორი ახალი სწავლებანი იხსნება იქ. ერთი სა-ფეხურიდან მეორეზე გადასვლა ინიციაციას და ახალი ოკულტური საიდუმლოს განდობას გულისხმობს. აქ ელიტარულობისა და ეზოთე-რიზმის პრინციპი ორგანიზებულ კონსპირაციად არის გადაქცეული. თეოსოფების სწავლებაც ასევე ეზოთერიზმისა და ეგზოთერიზმის ურთიერთდაპირისპირებაზეა დაფუძნებული. თეოსოფები ყველა რე-ლიგიის კვინტესენციის პოვნას ცდილობენ, შემდეგ კი მათ შეცვლას ნეობუდისტური დოქტრინით. თეოსოფების სწავლება, ისევე, როგორც ბუდისტებისა, სიკეთისა და მოწყალებისაკენ მოწოდებით იწყება და მთავრდება შემდეგი სწავლებით: სიყვარული, ისევე როგორც სიძულ-ვილი, ადამიანს ემოციურ სფეროში ძირავს, რითაც მიწიერ ყოფასთან აჯაჭვებს. ამიტომ ისინი უნდა განადგურდეს და უგრძნობელობით და გულგრილობით, სიკეთისა და ბოროტების მიღმა ყოფნით შეიცვა-ლოს. ზოგ შემთხვევაში თეოსოფიას დუალიზმთან - მარადისობის, სიკეთისა და ბოროტების გათანაბრებასთან, მათ იგივეობასთან მივყა-ვართ: ღმერთი და სატანა ერთმანეთს „ავსებენ", ელენე ბლავატსკაიას მიხედვით კი ზოგჯერ „ადგილებით ენაცვლებიან". ბლავატსკაიას არაერთხელ უთქვამს, რომ ფილოსოფიის აზრი - ეს ლუციფერის რე-აბილიტაციაა. ადვაიტა-იოგა განსაკუთრებულ ეზოთერულ სწავლება-თა რიცხვს განეკუთვნება. მედიტაციურ თვითჰიპნოზს იმაზე, რომ „მე" - ეს აბსოლუტია, ხოლო „ყოფიერება" „უმყოფობას" უდრის, ად-ამიანი დემონური ტრანსის მდგომარეობაში შეჰყავს, ხოლო სამყაროს ობიექტური ყოფიერების უარყოფა მას ეთიკისაგან, როგორც სამყარო-სადმი დამოკიდებულებისაგან ათავისუფლებს.
როგორც ვხედავთ, ეზოთერიზმში ხდება ზნეობრივი, სულიერი სრულყოფილების გზის უკანა პლანზე გადაწევა ან მისი სავსებით იგ-ნორირება. მას საიდუმლო ცოდნა, ინტელექტუალური თილისმების (სახელები, რიცხვები, მანტრები, შელოცვები, ან მორალის ნიჰილისტ-ური უარყოფა) ფლობა ცვლის.
ქრისტიანობაში არაფერია დამალული, მასში არ არის საიდუმლო-ებანი საიდუმლოებათა შესახებ, აქ სულიერი შემეცნება ადამიანის ზნეობასთან დამოკიდებულებაში განიხილება და არა მის მიერ ფო-რმულების, რიცხვების და საიდუმლო ნიშნების ცოდნასთან კავშირში. ადამიანისათვის სულიერი სამყაროს წვდომის შესაძლებლობა მისი ცხოვრებისდა მიხედვით იზრდება. სახარება იმათთვის ცხადდება, ვინც მას ასრულებს. ქრისტემ ელიტარულობა და ეზოთერიზმი გა-ნიკითხა სიტყვებით: „აღგიარებ შენ, მამაო, ... რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა".3 ქრისტი-ანული გნოსისი ადამიანის სულის მდგომარეობაზეა დამოკიდებუ-ლი: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილ-ონ".4 (მთ. 5,8).
იუდაიზმი ასევე წარმოადგენს ელიტარულ რელიგიას. მისი ეზოთ-ერული წიგნია - კაბალა, საიდანაც ოკულტისტთა მომდევნო თაობები თეოსოფების, ანთროპოსოფების და მასონების ჩათვლით თავიანთ შთაგონებას ასაზრდოებენ.
ეზოთერულ სწავლებას ასევე წარმოადგენს - ნაციზმი. აქ რასა კაც-ობრიობის ელიტად და არიული სამყაროს ძველ საიდუმლოთა მცვე-ლად გვევლინება. „CC"-ის ჯალათები ტიბეტური ოკულტურ-დემო-ნური სექტის „აჰარტის" დახმარებით განსაკუთრებულ ინიციაციას ღე-ბულობდნენ. ნიშანდობლივია ის, რომ მათთან პრაქტიკაში გამოი-ყენებოდა ინიციაციის ერთ-ერთი სახეობა - ტკივილის დაძლევა: გა-შიშვლებული ჯალათი ერთი წუთი ფეხმოუცვლელად უნდა მდგარი-ყო და გაავებული ნაგაზების თავდასხმა აეტანა. მსგავსი რამ ძველ რომშიც ხდებოდა - ქურუმად განდობის დროს. პომპეუსის ერთ-ერთ გადარჩენილ ფრესკაზე შემონახულია მისტერიული სურათი: „ქურუ-მი ქალის - დიონისიას განდობა", სადაც ქალწულს ტანჯვას აყენებენ, რაც ინიციაციის რიტუალში შედის. ოკულტური ეზოთერიზმის ფაქტს ბიბლიის პირველსავე ფურცლებზე ვაწყდებით. რელიგიას, როგორც ღვთისადმი მორჩილებას, სატანა გარეგანს, ანუ ნაყოფის ფლობას უპი-რისპირებს, ნაყოფისა, რომლის მიზეზითაც ადამიანმა ღმერთად, თა-ვისი ყოფის თავისუფალ განმგებლად გახდომა მოისურვა. აკრძალუ-ლი ნაყოფი ადამს თილისმად ეჩვენება, რომელიც იდუმალ და გან-უსაზღვრელ ძალას მისცემს.
ეზოთერიზმში არ არის სინანული; იქ ცოდვა უმეცრებად მიიჩნევა; სინანულის ადგილს სწავლება იკავებს: ცოდვა - არა ღვთის დაკარგვაა სულისთვის, არამედ სიკეთის სიმწირე და დაშრეტაა, ისაა, რისი შე-ვსებაც ძნელი არ არის. ამიტომ ეზოთერიკოსი ცოდვას ადვილად ურ-იგდება.
ელიტარიზმმა კათოლიკურ ეკლესიაშიც შეაღწია და მისი სტრუქ-ტურის დეფორმირება მოახდინა. ეს - კლერიკალიზმია, მოწყვეტაა კლიროსისა ხალხისაგან, ეპისკოპოსებისა - სამღვდელოებისაგან; იე-რარქიის ცნება სულიერ ერთობას, ერთი კიბის საფეხურებს, ერთიან სხეულს, ეკლესიის ერთიან ცხოვრებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიის გაყოფა გარდაუვალია. კათოლიციზმში ორი ეკლესიაა: ერთი, რომელიც ასწავლის (კლიროსი), მეორე - რომელიც სწავლობს (ერი). რომის პაპის უცდომელობა, - ეს ეზოთერიზმისა და ელიტარიზმის ერთგვარი მწვერვალია. აქ ადამიანს რწმენაში შეუმ-ცდარს თანამდებობა და ადგილი, ანუ გარეგანი ფაქტორები ხდიან, ეს მაგიზმს ემსგავსება.
წინასწარმეტყველნი და მოციქულნი მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა სულიწმიდა მოქმედებდა. აქ კი, როცა პაპი ლაპარაკობს, სულიწმიდის იძულება უნდათ, რომ იმოქმედოს. არა პაპია დამოკიდებული სული-წმიდაზე, არამედ სულიწმიდა - მასზე. კათოლიციზმი ადამიანის ღვთაებრივი პრეროგატივების შესახებ სწავლების შერბილებას ცდილ-ობს. იქ დაშვებულია მონასტრებისა და სკოლების ფართო ავტონომია სხვადასხვა წესდებებით, ოპოზიციური ჟურნალებით, კრიტიკული გა-მოსვლებით, რაც თავისუფლებად გამოიყურება, მაგრამ კრებითობის დაკარგული პრინციპის შენაცვლება მას არ შეუძლია.
ეზოთერიზმი პროტესტანტობაშიც შეიჭრა. აქ ელიტა - მეცნიერები, ბიბლიის მკვლევარები, ინტელექტუალები არიან. მისტიკურ სექტებში კი მას პიეტისტები, კვაკერები, ირვინგიანელები, სვედენბორგის მიმდ-ევრები და სხვანი წარმოადგენენ. ელიტას ასევე ეკუთვნიან ვიზიონე-რები, ადამიანები, რომლებიც ტრანსში და ეგზალტაციაში ადვილად ვარდებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია დაცულია ელიტარიზმისა და ეზოთე-რიზმისაგან იმდენად, რამდენადაც იერარქია და ერი ერთიან ცოცხალ სხეულს წარმოადგენენ. მართლმადიდებლობის, დოგმატებისა და წეს-ჩვეულებათა სიწმინდეზე თითოეულია პასუხისმგებელი (აღმოსავლე-თის პატრიარქთა ეპისტოლე - 1848 წ.). მართლმადიდებელ ეკლესიაში ცხონება ოკულტურ საიდუმლოთა შეცნობა არ არის, არამედ მოხვეჭაა სული წმიდისა, რომელშიც ყოველნივე ერთნი არიან: ფილოსოფოსი და ყრმა, კაცი და ქალი, იერარქი და ერისკაცი; სადაც არ არის ბატო-ნობა, არამედ სიყვარულში ურთიერთმსახურებაა. თუ მართლმადი-დებელ ეკლესიაში პროტესტანტიზმის მისტიკა ან პაპიზმის ამპარტავ-ნება შეიჭრა, მაშინ ეს არა მისი სწავლება, არამედ მისგან განდგომა იქნება.
1გნოსტიკოსები - ქრისტიანობის პირველი საუკუნეების რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის წარმომადგენლები, რომლებიც ქრის-ტიანულ თეოლოგიას ნეოპლატონიზმთან და პითაგორიზმთან აერთ-ებდნენ.
2ბრაჰმანიზმი - ძველი ინდური რელიგია, რომელიც ძვ. წ. აღ. X-IX ს. შეიქმნა. საფუძვლად დაედო ინდუიზმს.
3მთ. 11, 25.
4მთ. 5, 8.