ძველი მქადაგებლები მოწმობდნენ იმას, რაც თვითონ გამოსცა-დეს. აიღეთ იოანე ოქროპირის ან ღირსი იოანე კიბისაღმწერლის თხზულებანი, წაიკითხეთ და იგრძნობთ, რომ ეს ხმები სულიერი სამყაროს თვითმხილველთა ხმებია. შემდეგ წმიდა წერილის თანა-მედროვე ტექსტი წაიკითხეთ და დაინახავთ, თუ რაოდენ სუსტი, უსახურია ის წმიდა მამათა თხზულებებთან შედარებით. ეს გან-საკუთრებულად იგრძნობა ბიბლიის თანამედროვე ტექსტებში, რომლებიც საჟურნალო მიმოხილვის და მშრალი ისტორიული ოქმების ენითაა დაწერილი. საეჭვოა, რომ მათ ადამიანებს დაანა-ხონ ქრისტიანული სარწმუნოების ძალა და სილამაზე. ხშირად გვსაყვედურობენ: „ცოტას ქადაგებთ, ცოტას საუბრობთ ადამიანებ-თან". მაგრამ თითქმის არავინ ამბობს მთავარს: „თქვენ არ ათავი-სუფლებთ თქვენს გულს ვნებებისაგან, თქვენ დაივიწყეთ უწყვეტი ლოცვა, თქვენ არ ებრძვით ამპარტავნებასა და ვნებებს, ამიტომ თქვენს სიტყვებში არ არის მადლის ძალა, არ არის ნათელი ქრი-სტესი, სიტყვა სარწმუნოების შესახებ ამის გარეშე - პირიდან ამო-ფრქვეული მტვერია".
მქადაგებელი, ისევე როგორც მოწამე, ქრისტეს მოწმეა. რის შესა-ხებ შეგვიძლია დავამოწმოთ? რა არის ჩვენთვის უმაღლესი რეალ-ია: სულიერი სამყარო, რომელთან შეხებაც მხოლოდ ჩაღრმავებ-ული ლოცვით მიწიერ ამაოებას მოწყვეტილი გულითაა შესაძლე-ბელი, თუ ეს მთავარი რეალია - საგაზეთო სიახლენი და ტელე-გადაცემებია? სულიწმიდის მადლის ძალის გარეშე ჩვენ არ შეგვი-ძლია ღმერთზე ლაპარაკი ისევე, როგორც მაიმუნს არ შეუძლია მანჭვით თქვას, თუ რა აღესრულება ტაძარში.
ქრისტიანობა აქამდე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სახარება ჭეშმარიტების შინაგან ძალას ფლობს; ტაძრებში მადლი საიდუმ-ლოებებში და ღვთისმსახურებაშია; წმიდანები ჩვენთვის ლოცუ-ლობენ; და არა იმის გამო, რომ ბევრს ან ცოტას ვლაპარაკობთ.
ტელევიზორის ეკრანებზე გვინახავს მქადაგებლები, უღიმღამო, მინისებური, გულგრილი, თითქოსდა სახეზე შეყინული მზერით, მომღერლის ყალბი ნოტის მსგავსი დეკლამაციით, გასაღებით მოს-ამართი თოჯინის ჟესტებით.
რას ჰგავს ასეთი ქადაგება? - აი, რას: მთელი ზაფხული წვიმა არ ყოფილა, მიწა დასკდა, მცენარეები ყვითლდება და ხმება, ადამია-ნებს შიმშილი ემუქრებათ, მაგრამ უეცრად ცას წვიმის მაუწყებელი ღრუბელი გადაეკრა, დაიქუხა. ადამიანები სიხარულითა და იმ-ედით მოელიან, რომ მინდვრებს ცხოველმყოფელად დააწვიმს და დარწყულდება გამომშრალი პირი მიწისა, მაგრამ ღრუბელი ისე გაიფანტა, რომ მინდვრები მოურწყავი დარჩა, როგორც მშიერი ბავშვი რძის გარეშე; ადამიანები კვლავ მზისაგან გადახრუკულ, ქვასავით გამაგრებულ მიწას ხედავენ და ამბობენ: „რა კარგად ქუხდა", ან კიდევ: „თუკი არ იწვიმებდა, უკეთესი იქნებოდა არც დაექუხა".
მართლმადიდებლებს ეუბნებიან: „იქადაგეთ, იღვთისმეტყველ-ეთ, ხალხში გადით". მაგრამ იშვიათად თუ ესმის ვინმეს, რომ ამ-ისათვის უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თავად გავხდეთ ზიარნი სულიწმიდისა, სხვაგვარად, როგორც ცარიელი ხელით მათხოვარ-თან, ადამიანებთან ცარიელი სულით მივალთ.
ღირსი იოსების ცხოვრებაში ნათქვამია, რომ მან მონასტრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ მისი საძირკვლის ჩაყრა არა თავადებისაგან გა-მოთხოვილი სამეფო ოქროთი და ძღვენით, არამედ განუწყვეტელი ლოცვით სურდა. მან კლდეში გამოქვაბული გამოთხარა და დაყუ-დებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. წლები გადიოდა. მას არც ადამ-იანების ლაპარაკი ესმოდა და არც მათ სახეებს ხედავდა. დიადი იყო მისი ღვაწლი. ამისი მოწმეა ყველაზე მაღალი ტაძარი საქართ-ველოში - ალავერდი, რომელმაც თავის სივრცეში ღირსი იოსების აკლდამა და მისი დაყუდების ადგილი მოიქცია. იოსებ განმანათ-ლებლის აკლდამა - ეს სულიერი სვეტია, რომელსაც ტაძრის თაღი უჭირავს.
რით საზრდოობდა დაყუდებული ღირსი იოსები? გადმოცემის თანახმად, მასთან ძახილზე მთის ფურირმები მოდიოდნენ და თა-ვიანთი რძით კვებავდნენ. ერთხელ, იმ მხრის თავადმა, რომელიც მთებში ნადირობდა, შენიშნა სოროს მსგავსი საცხოვრებელი, რომე-ლშიც განდეგილი ბინადრობდა. იგი გაოცდა უდაბნოში ღვთივშ-ვენიერი ბერის ხილვით. თავადს მოეჩვენა, რომ ის ღვთის ანგელ-ოზია და ლოცვისა და კურთხევისათვის მის ფერხთით დაემხო. ღირს იოსებთან საუბარმა გული ისე შეუძრა, რომ ევედრებოდა განდეგილს, ემართა მისი მამული, როგორც ისურვებდა, ხოლო ღი-რსი მამა დუმდა და ფიქრობდა. თავადი ისე ევედრებოდა, ძღვენი მიეღო წმიდა იოსებს მისგან, თითქოს თვითონ იყო მისგან წყა-ლობის მისაღებად მისული... წმიდა იოსებმა, როცა თავადის თავმ-დაბლობა და გულმოდგინება დაინახა, აკურთხა, რომ მას დაყუ-დების ადგილზე წირვის ჩასატარებლად ხის პატარა ეკლესია აე-შენებინა. თავადი დაუყოვნებლივ შინ დაბრუნდა. მას ამჯერად ნა-დირის ტყავი და ირმის რქები არ მიუტანია ნადირობიდან, მაგრამ ხარობდა, რომ სულიერი სიმდიდრე ჰპოვა, როგორც ერთ დროს ფარნავაზ მეფემ, რომელმაც მცხეთის შორიახლოს ნადირობისას განძი იპოვა მღვიმეში. ამ დღეს ის თავად იყო მონადირეცა და მონადირებული ფურირემიც.
როცა დაყუდების ადგილი შემოგარენში მცხოვრებთათვის ცნო-ბილი გახდა, ღირს იოსებთან მონაზვნურ ცხოვრებას მოწყურებ-ულმა ხალხმა დაიწყო მისვლა. სთხოვდნენ იოსებს, რომ იგი მათი სულიერი ხელმძღვანელი გამხდარიყო. ღირსი იოსები ყველას სი-ხარულით ღებულობდა და მალე მონასტერი გაჩნდა. წმიდა იოსები ჰგავდა არწივს, მწვერვალების თავზე მოლივლივეს. ახლა კი ეს არწივი ბუდეში მართვეებს ფრთებით ათბობდა და მტაცებელი ფრინველებისაგან - ბოროტი სულებისაგან იფარავდა.
მონაზვნური ცხოვრება - ეს ხელოვნებათა ხელოვნებაა. ეს მეც-ნიერებაა ხორციელი ადამიანებისათვის უცნობი სულიერი სამყა-როს შესახებ. წმიდანი, როგორც გამოცდილი მეომარი, ბერებს მო-უთხრობდა დემონთა ხრიკებზე და საცდურებზე, ბნელ ძალებთან ბრძოლაზე, რომელიც სიკვდილამდე გრძელდება. ცოდვაში დაცე-მულებს სჯიდა როგორც მამა და ამავდროულად დედასავით ან-უგეშებდა. ღირსი აგათონ ეგვიპტელი ამბობდა: „კეთროვნისაგან სხეულის გამორთმევას და მისთვის ჩემი სხეულის მიცემას ვის-ურვებდი". ერთხელ, როცა ანტონ დიდი ბერებთან საუბრობდა, ერთი ჭაბუკი ბერი მდუმარედ იჯდა და მხოლოდ უცქერდა. ან-ტონმა ჰკითხა: „რატომ არაფერს მკითხავ?" ბერმა მიუგო: „- შენი ხილვაც საკმარისია ჩემთვის".
აბბას ერთი ხილვაც კი მოწაფეთა გულებს მშვიდობითა და სიწყ-ნარით ავსებს, თითქოსდა სულმა პასუხი ყველაფერზე მიიღო. მა-შინაც კი, როცა ისინი მისი სენაკის კარს უახლოვდებიან, სიხარ-ულს განიცდიან, სიყვარული მისგან უხილავ ნაკადად იღვრება ქვეყნიერებაზე. აბბა ქრისტეს სახეა, მოწაფე კი - აბბას მსგავსია, როგორც სხივი აირეკლება სარკეში, ხოლო სარკე - სხვა სარკეებში. ამაშია სამონაზვნო გადმოცემის საფუძველი, რომელიც საუკუნეებს გასდევს. როცა წყდება სულიერი მემკვიდრეობა, ეს საიდუმლო ქიროტონია, მაშინ მონაზვნობის ძალა კნინდება და მისი სინათლე ქრება.
წმიდა იოსებმა ცხოვრების დასასრული იგრძნო, მონასტრის ხელ-მძღვანელობა მონაზონთა შორის უფროსს დააკისრა და თვითონ კვლავ დაეყუდა მსგავსად იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც თავისი სამარე გაათხრევინა, მოწაფეებს დაემშვიდობა და თქვა: „ამაქვეყნის ცქერა აღარ მსურს შვილნო, მომაყარეთ მიწა".
დაყუდება - ეს ჩრდილია უფლის საფლავისა, საიდანაც აღდგა ქრისტე. დაყუდებისას, ჯერ კიდევ სიკვდილამდე აღდგება სული. მოხალისე ტუსაღს ლოცვის დროს ანგელოზთა გალობა ესმის, მა-გრამ არ იცის საიდანაა ის: ზეციდან თუ მისივე გულიდან; წყვდი-ადი სამყაროს მანათობელ უხილავ სინათლედ იქცევა მისთვის.
წმიდა იოსების ღვაწლის ადგილას აღმართულა ალავერდის ტაძ-არი. ალავერდი ნიშნავს - „ისმენს ღმერთი". ამ ორ სიტყვაში საქარ-თველოს ისტორიაა დატეული, მასში აღთქმა ჟღერს, იმედი ღვივის და მომავალი წარსულს ხვდება. ღრუბლებამდე აღმართული ტაძა-რი ღირსი იოსების ლოცვას ჰგავს. ეს ლოცვა ზეცას სწვდება ცეცხ-ლოვანი სვეტივით.
კავკასიონის ქედზე ორთავა ყაზბეგი წამომართულა. ალავერდი თითქოსდა მესამე თავია მისი, რომელიც ანგელოზმა დაადგა ღირ-სი იოსების საფლავს, როგორც ლოდი შეუმუსრავი. ალავერდობას აქ ხალხი კავკასიის ყოველი მხრიდან ჩამოდის - ქრისტიანებიც და მუსლიმანებიც. ალავერდის ტაძარი - ხსოვნაა იმისა, რომ ქრისტია-ნული იყო კავკასია ოდესღაც, ერთი რწმენისანი იყვნენ თარგამოს-ის შთამომავალნი.
ალავერდის ტაძარი - ეს მთიანი კავკასიის გულია, კავკასიონის მთები კი - ქვის მკერდია ალავერდისა.