xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » უახლესი ისტორიიდან » სერბეთის შესახებ (ნაწილი II)
სერბეთის შესახებ (ნაწილი II)
24-06-2015, 00:09  / ამოსაბეჭდი ვერსია

სერბეთის შესახებ (ნაწილი II)

 

 

  გერმანელებისა და მისი მოკავშირეების დამარცხების წყალობით 1918 წელს შესაძლებელი გახდა სერბი ხალხის გაერთიანება: სერბეთს შეუერთდა სერბებით დასახლებული ავსტრია-უნგრეთის, თურქეთი-სა და ჩერნოგორიის მიწები, აგრეთვე ავსტრია-უნგრეთის სლავური მიწები, კათოლიკე ხორვატებითა და ბოსნიელი მუსლიმანებით დასა-ხლებული. ხორვატები და ბოსნიელები, რომლებიც რწმენითა და სი-მართლით ემსახურებოდნენ ავსტრიის კაიზერს, დამარცხებულთა რანგიდან ავტომატურად გადავიდნენ გამარჯვებულთა რანგში და თავისუფლდებოდნენ მძიმე კონტრიბუციებისა და რეპარაციებისაგან, რომლებსაც დამარცხებული ხალხები იხდიდნენ. წარმოიქმნა სერბებ-ის, ხორვატებისა და სლოვენცების სახელმწიფო, შემდგომში იუგოს-ლავიად წოდებული. ამ სახელმწიფოში ყველა თანაბარუფლებიანი იყო. ფინანსდებოდა არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია, არ-ამედ კათოლიკური და მუსლიმანური კონფესიები, მაგრამ ამ ახალი სახელმწიფოს წესრიგით ყველა როდი იყო კმაყოფილი. წარმოიშვა ხორვატთა „უსტაშების” პარტია, რომელმაც იტალიელ ფაშისტებთან მჭიდრო კავშირში მყოფმა ტერორისტული მეთოდებით დაიწყო და-მოუკიდებელი ხორვატული სახელმწიფოს შექმნა. 1934 წელს უსტაშ-ებმა მოკლეს იუგოსლავიელი მეფე ალექსანდრე პირველი, პირველი მსოფლიო ომის გმირი. რუსების ერთგული მეგობარი, რომელმაც მრა-ვალი ათასი ლტოლვილი შეიფარა, რის გამოც იუგოსლავია რუსთა განსახლების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა.

   1941 წლის აპრილში გერმანიის იუგოსლავიაზე თავდასხმამ ბოლო მოუღო ომებს შორის მშვიდობიან ათწლეულებს.  ქვეყანა მცირე  უთ-ანასწორო ბრძოლის  შემდეგ გერმანიისა და მისი მოკავშირეების - იტ-ალიის, უნგრეთის, ბულგარეთისა და ალბანეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ მართლმადიდებელი სერბების წინააღმდეგ ყველა-ზე საშინელ დანაშაულებებს ჩადიოდა მეყვსეულად წარმოქმნილი უსტაშური დამოუკიდებელი ხორვატული სახელმწიფო, რომელშიც ბოსნიისა და ჰერცოგოვინის მიწებიც შევიდა. მოხდა ეთნო-კონფესი-ური გენოციდი. უსტაშებმა მხეცურად მოკლეს არანაკლებ 800 000 მართლმადიდებელი სერბი. უსტაშთა ბელადები სრულიად გარკვე-ულ ამოცანას ისახავდნენ: სერბების მესამედი გაწყდეს, მეორე მესა-მედი გაკათოლიკდეს, მესამე - განიდევნოს, თუმცა პრაქტიკულად ისინი ყოველთვის ასე აშკარად ვერ მოქმედებდნენ. ხანდახან ხორვატი ქსენძების მიერ ავტომატების ქვეშ ძალით გადანათლული სერბული სოფლების მაცხოვრებლები მაინც იმავე ავტომატებიდან იხვრიტებო-დნენ. ამგვარ ბოროტმოქმედებებში მონაწილეობდა კათოლიკე სამღ-ვდელოების არცთუ მცირე რაოდენობა. კათოლიკურ ეკლესიას თავისი სამღვდელოების ეს ქმედებები არ განუსჯია. უფრო მეტიც, 1998 წლის შემოდგომაზე, როდესაც ამერიკა და მისი ევროპელი სატელიტები უკვე მზად იყვნენ სერბული მიწების დასაბომბად თვითმფრინავების გასაგზავნად, რომის პაპი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩავიდა ხორვატი ალიოზსტეპინაცის ბეატიფიკაციისათვის, რომელიც ომის პერიოდში კათოლიკეებს მეთაურობდა და უსტაშური რეჟიმის დანა-შაულობებში მორალურად ჩარეული იყო. პაპმა ამით განაცხადა, რომ ამართლებს მართლმადიდებელთა წინააღმდეგ კათოლიკეთა დანაშა-ულს და აკურთხებს დასავლეთის ახალ აქციას იმათ წინააღმდეგ, ვინც დიქტატის წინაშე ქედს არ იხრის. მართალია, ხორვატები ებრაელებსა და ბოლშევიკებსაც ხოცავდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავის არაფერი განუცხადებია, რადგან საჭირო იყო ხორვატები წარმოეჩინათ როგორც "დასავლური ცივილიზაციის” რაინდები, რომლებიც აღმოსავლური ბარბაროსობის წინააღმდეგ იბრძვიან. მეორე მსოფლიო ომის წლებში ხორვატების ბოროტმოქმედებები იმდენად შემზარავი იყო, რომ ჰი-ტლერელებიც კი შეძრწუნებულები იყვნენ და მათ შეკავებას ცდილ-ობდნენ. იუგოსლავიის ოკუპაციამ ფართო სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია. წარმოიქმნა ორი დიდი პარტიზანული მოძრაობა: "ჩეტ-ნიკები”, მართლმადიდებელი სერბი მონარქისტები და კომუნისტები, ხორვატი იოსებ ბროზტიტოს მეთაურობით. ამ პარტიზანულმა მო-ძრაობებმა შეკრეს ძალიან მნიშვნელოვანი გერმანული ძალები - სწორედ ის დივიზიები, რომლებიც გერმანელებს სტალინგრადთან დააკლდათ. მაგრამ კომუნისტები ორ ფრონტზე იბრძოდნენ - გე-რმანელებისა და ჩეტნიკების წინააღმდეგ, ხოლო რამდენადაც ინ-გლისი და ამერიკა მხოლოდ ტიტოს ეხმარებოდნენ, ომის შემდეგ იუგოსლავიის დიქტატორი სწორედ იგი გახდა. სტალინთან უთან-ხმოების მიუხედავად, ტიტომ ბევრი რამ მაინც საბჭოეთის მაგა-ლითზე მოაწყო. ლენინურ-ნაციონალური პოლიტიკა ზეიმობდა. თუ-კი ომამდე იუგოსლავია უნიტარული სახელმწიფო იყო, სადაც შიდა საზღვრები წმიდა ადმინისტრაციული იყო, ტიტოს იუგოსლავია ნა-ციონალური რესპუბლიკების ფედერაცია გახდა. ამასთანავე, ისევე როგორც სსრკ-ში, მათ შორის საზღვრები ისე გაივლო, რომ რაც შე-იძლება დასუსტებულიყვნენ სერბები, ხალხი, რომელმაც ეს სახელ-მწიფო შექმნა. ის რომ, ამგვარად მოწყობილი კავშირი - შეგნებული მოქმედების ნაღმია, გამჟღავნდა 1991 წელს, როდესაც იუგოსლავია დაიშალა (თითქმის სსრკ-ის თანადროულად). წარმოიშვა ომების სერ-ია - ხორვატიაში, ბოსნიაში, კოსოვოში. დასავლეთი ყველგან სერბთა მტრებს უჭერდა მხარს და ამის შედეგად ხორვატიიდან დევნილები უმეტესწილად სერბები აღმოჩნდნენ. ბოსნია დაიშალა სერბულ რეს-პუბლიკად და მუსლიმანურ-ხორვატულ ბოსნიად, სადაც კათოლი-კეთა და მუსლიმანთა შორის უკიდურესად დაძაბული ვითარება იყო. კოსოვო "მსოფლიო გაერთიანებამ” წასალეკად და გასაძარცვად ალ-ბანელებს გადასცა, რომლებმაც იქ უკვე მრავალი ათეული სიწმინდე გაანადგურეს. ათ წელზე მეტხანს დასავლური ცრუ პროპაგანდა ირწ-მუნებოდა, რომ მთავარი, ანუ ერთადერთი დამნაშავე უბედურებისა, რომელიც თავს დაატყდა იუგოსლავიას - სერბეთია და ეს მაშინ, რო-დესაც დამცირებული (დღეს სერბიითა და ჩერნოგორიით წარმოდ-გენილი) იუგოსლავიის ნეოკომუნისტური ხელისუფლება კაპიტულა-ციისათვის იყო განწყობილი: არ დაუწყია ხორვატიაში სერბების და-ცვა, ბოსნიელ სერბებს თავად მიანდო გადარჩენისათვის ებრძოლათ და მხოლოდ რამბუიში ულტიმატუმის მიღების წინ შეჩერდა.

   ამჟამად სერბები არჩევანის წინაშე დადგნენ: ან დასავლეთის წინაშე სულიერი კაპიტულაცია უნდა მოახდინონ, რაც საბოლოოდ განამტ-კიცებს დექრისტიანიზაციის შედეგებს, რომლებიც წარმატებით ხო-რციელდებოდა კომუნისტური მმართველობის წლებში, ანდა დაუ-ბრუნდნენ წინაპართა სარწმუნოებას, რომელსაც დღემდე აღიარებს ერის კეთილშობილი და მოშურნე უმცირესობა.

   დაე, ყველა დროის - ბატონობის დროინდელი, ორი მსოფლიო ომის საშინელი წლების, კომუნისტური ათწლეულებისა და პოსტკომუნის-ტური სისხლიანი ათწლეულის - ურიცხვი სერბი მოწამის ლოცვა შეეწიოს მრავალტანჯულ სერბ ხალხს ქრისტეს სარწმუნოებისა და ქრისტეში ცხოვრების მოპოვებაში.

 

 

 

 

 

დეკანოზი ვალენტინ ასმუსი 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine