„შენ ჯოჯოხეთსა და სამუდამო სატანჯველის არსებობა გეეჭვება? დღევანდელ მოდურ გამოთქმას რომ იმეორებ: „ეს არ შეესაბამება ისეთ გულმოწყალე არსებას, როგორიც ღმერთია".
ეჰ, ჩემო მეგობარო! შეუძლია კი ისეთ სუსტსა და შეზღუდულ არ-სებას, როგორიც ადამიანია, თავისით განსაჯოს განუსაზღვრელი ღმერთი, ყოველგვარ წვდომასა და განსჯას აღმატებული, და საკუ-თარი თავიდან გამომდინარე მასზე დადებითი დასკვნები გამოიტა-ნოს? დაუტევე შენი აზრები და მთელი გულით იწამე ყოველივე, რასაც სახარება გვასწავლის. თავად მაცხოვარმა ბრძანა: „და წა-რვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა" (მათე 25, 46), და სხვა ადგილას გვეუბნება: „და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თვალნი თვი-სნი" (ლუკა 16, 23). მაცხოვარმა ბრძანა, რომ არსებობს ჯოჯოხეთი, არსებობს სამუდამო სატანჯველი - რატომღა ეწინააღმდეგები! თუ-კი შენში ეს წინააღმდეგობა არსებობს, ეს ნიშნავს, რომ მაცხოვრის სიტყვების ჭეშმარიტებაში შეგაქვს ეჭვი და უგულებელჰყოფ მათ. ვინც ქრისტეს მოძღვრებაში ერთ დოგმატს მაინც უარყოფს ის თავად ქრისტეს უარყოფს. კარგად დაფიქრდი: - შენი ეჭვი არც ისე მსუ-ბუქი ცოდვაა. თუკი მას გაითავისებ და სიტყვით განახორციელებ, - სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდები. ერთმა სიტყვამ რწმენისამ შეიძ-ლება გვაცხოვნოს და ერთმა სიტყვამ ურწმუნოებისამან წარგვიწყმი-დოს სული. ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა სიკვდილის ჟამს აღიარა ქრისტე, - და თავისთვის სამოთხის ბჭენი განიხვნა. ფარისევლებმა ჭეშმარიტების უარყოფით დაგმეს სულიწმიდა, - და წარწყმდნენ. „რამეთუ სიტყვათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". (მათე 12, 37) - გვაუწყა მაცხოვარმა".