xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » მაღალფარდოვანი სიტყვა „კულტურა“ - წმ. იუსტინე პოპოვიჩი
მაღალფარდოვანი სიტყვა „კულტურა“ - წმ. იუსტინე პოპოვიჩი
9-06-2015, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

მაღალფარდოვანი სიტყვა „კულტურა“ - წმ. იუსტინე პოპოვიჩი

 

 

 

   ჩვენმა ნათელღებულმა ძმებმა, რომლებიც შეცდნენ და კათოლიკურ და ლუთერანულ მწვალებლობებს გაჰყვნენ, საკუთარი სიბრძნით ვერ შეიცნეს და დაკარგეს ქრისტე, უგულებელყვეს მართლმადიდებელი ქრისტიანენი, როგორც უმეცარნი და უკულტურონი. მაგრამ სწორედ მათზე ახდა პავლე მოციქულის სიტყვები: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძნად და განცოფნეს" (რომ. 1, 22), რამეთუ უარყვეს სულიერი, ქრის-ტესმიერი სიბრძნე, რომელიც მშვიდობასა და სიყვარულშია დამარხუ-ლი, და წარმართ ფილოსოფოსთა მსგავსად შეიმოსეს ამსოფლიური, ხორციელი სიბრძნე, რომელიც მთლიანად სიამაყისა და უკეთურების ნაყოფია „და ცვალეს დიდება იგი უხრწნელისა ღმრთისა მსგავსებად ხატის მის განხრწნადისა კაცისა... და პატივსცემდეს და ჰმსახურე-ბდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (რომ. 23-25), ანუ მო-სტაცეს დიდება ქრისტეს და შემოსეს ამ დიდებით მოკვდავნი კაცნი, რომლებიც ახალ მესიებად აცხადებენ თავს. ასე გაიგეს ევროპელებმა, წარმართ და უღმრთო ფილოსოფოსთა მიერ განსწავლულება, სახელი და დიდება. კულტურის ცნება კი მათთან იმას ნიშნავს, რომ ღმრთის დაბადებულს, ანუ ხილულ სამყაროს უფრო მეტს პატივს სცემენ, ვიდრე თვით ღმერთს, ყოველივე ამის შემოქმედს. მოკვდავი ღმერ-თები და გაღმერთებული ბუნება ჯერჯერობით ბოლო ეტაპია და-ცემის გზისა, რომლითაც დასავლეთის ქვეყნები საუკუნეთა მანძილზე მიექანებიან ქრისტესმიერი სწავლების სიმაღლიდან სატანური ჯურღ-მულისაკენ. ესაა დასავლეთის მკვიდრთა სრული მიმსგავსება ძველ რომაულ და თანამედროვე აზიურ წარმართობასთან. ისინი ყოველ-წლიურად ათასობით წიგნს ბეჭდავენ დიდი ადამიანების სახოტ-ბოდ და თავიანთი კულტურის სადიდებლად, ყოველდღიურად ათასობით გაზეთი ემსახურება ცრუ დიდებასა და კაცთა ქმნილი საქმეების ქებას, და ყოველივე ამას სახელად ჰქვია მაღალფარდო-ვანი სიტყვა „კულტურა". ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა „ვნებასა მას გონებისასა" (შდრ. რომ. 1, 26-28), და ისინი კმაყოფილდებიან არა ზეციურით, არამედ მიწიერით, რაც ეშმაკის სიცილსა და ქრისტეს ანგელოსთა ტირილს იწვევს. ხორციელზე ზრუნვა, ტაცება, მცირეთა და უძლურთა ძარცვა, ამქვეყნიურ სიკეთეთა გამრავლება, საკუთარი ძალაუფლებისა და ბატონობის გაფართოება, სხვისი სამშობლოს მო-ღალატური დაპყრობა, მხიარულება და ცეკვები, ყოველგვარი სარწმუ-ნოების, როგორც ცრურწმენის უგულებელყოფა, ღმერთის უარყოფა, მხოლოდ ბიოლოგიური, პირუტყვთა მსგავსი ყოფის გაფეშიტება, მაი-მუნის საკუთარ წინაპრად დასახვა, ანთროპოლოგიის ზოოლოგიაში გათქვიფა - აი რითაა შეპყრობილი მათი გული და გონება.

   როცა ადამიანისთვის არ არსებობს არც საუკუნო ღმერთი და არც უკვდავი სული, მაშინ მისთვის არც რაიმე აბსოლუტური არსებობს, ყოვლად ღირებული, და ამიტომ მისთვის ყველაფერი შეფარდები-თია, მოკვდავია, წარმავალია და განხრწნადია და მართლაც ევრო-პულ კულტურაში უარყოფილია, უკუგდებულია აბსოლუტური ფასეულობანი და გაბატონებულია შეფარდებითი ფასეულობა-ნი. უეჭველია, რომ ეს შეფარდებითობა არის კიდეც ჰუმანიზმის ლო-გიკა, ბუნება და სული. აინშტაინის ფარდობითობის თეორია წარმო-ადგენს საბოლოო შედეგს ჰუმანიზმისა და მისი ყველანაირი განშ-ტოებისა - ფილოსოფიურისა, მეცნიერულისა, ტექნიკურისა თუ პო-ლიტიკურისა, და არა მხოლოდ ამით, არამედ თავისი სულ უკანას-კნელი კონკრეტული გამოხატულებითაც ჰუმანიზმი, არსებითად სხვა არაფერია თუ არა ეს ნიჰილიზმი, - უარმყოფელი ყოველივე ღვთაებრივისა და მარადიულისა. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine