სიამოვნებით გიპასუხებ, ანუ უფრო უკეთ, შევეცდები შენთან ერთ-ად განვსაჯო ყოველივე, რაზედაც შენს ერთობ მნიშვნელოვან წერი-ლში მწერ. უწინაც მსმენია ზოგი რამ იმ ამბავზე, შენ რომ მატყობინებ, მაგრამ ვფიქრობდი, ისეთი არაფერია, ყურადღება რომ მიაქციოს კაც-მა-მეთქი, ახლა კი ვხედავ, თქვენთან რაღაც ეკლესიის ხანძრის მსგა-ვსი დაწყებულა - ამიტომაც ვჩქარობ მოგწერო, რასაც ღმერთი მომ-მადლებს.
მწერ: „ჩვენთან ერთი მქადაგებელი გამოჩნდა. თავადაზნაურთა წრეს უნდა ეკუთვნოდეს და ვგონებ, საკმაოდ მაღალი მოხელეც არის. ეს კაცი დადის სასახლეში - მხოლოდ მდიდრულ სასახლეებში კი არა, ღარიბულ ქოხებშიც; კითხულობს და განმარტავს სახარებას, ქადაგებს ქრისტეს რწმენასა და სინანულს. ჩემს ახლოს ღარიბი მკინძავი ცხო-ვრობს, რომელთანაც ეს მქადაგებელი ხშირად დადის. იქ ბევრი ხალხი იყრის ხოლმე თავს, მეც ვიყავი რამდენჯერმე. ამბობენ, სხვაგანაც იმ-ართება ამგვარი თავშეყრები და დიდძალი ხალხი იკრიბებაო".
ამ სიტყვებზე შევჩერდეთ. გმაოჩნდა სარწმუნოების მქადაგებელი, რომელიც ქადაგებს არა ეკლესიის სახელით - ეს აშკარაა. უკვე ამის გამო უნდა გაგჩენოდათ ეჭვი - როგორ მოძღვრავს ხახლხს ის, ვინც მოძღვრად არავის დაუდგენია? ეს ჩვენში უჩვეულო სიახლეა. ამ ეჭ-ვიდან მაშინვე უნდა გადასულიყავით ასეთ მსჯელობაზე: „უცნაურია - ეს კაცი ღმრთის ტაძრიდან კი არ მოდის ჩვენთან, არამედ გარედან, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ". თქვენ კი როგორ მოიქეცით? აზ-რადაც არავის მოგსვლიათ გაფრთხილებულიყავით, უსმენდით და კვლავაც უსმენთ, ისე რომ თავს არ იტკივებთ იმაზე ფიქრით, სი-მართლეა თუ არა ის, რასაც ისმენთ, და სწორად მოიქცევით კი, მას დაუჯერებთ? აი, თქვენი მთავარი შეცდომა!
ამბობთ, ქრისტეს სარწმუნოებას გვიქადაგებს და ყველაფერს სახარე-ბიდან იღებსო, მაგრამ სწორედ ამას უნდა დაეეჭვებინეთ. თქვენ ვიღა ხართ თათრები თუ უსჯულოები? ხომ გწამთ უფალი იესო ქრისტე, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ცდილობთ ცხონების მოპოვე-ბას და ამ საქმეს წარმართავთ ჩვენი წმიდა მამების მიბაძვით, რომ-ლებიც თვით ღმერთმა განადიდა! ამიტომ თავიდანვე უნდა მიხვედ-რილიყავით, რომ რაკი მან რაღაც სარწმუნოების განმარტება დაიწყო, და თანაც ამას გვიხსნიდა ჩვენ, მორწმუნეებს, მაშასადამე, ეს მისი სარწმუნოება ჩვენგან განსხვავებულია. როდესაც გითხრათ, იწამეთ ქრისტეო, თქვენ უნდა გეკითხათ: „რატომ გვეუბნები ამას, განა ჩვენ ვიღაც მოუნათლავები ვართ?" თქვენ კი, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოგსვლიათ ამის კითხვა. იწამეთ იესო ქირსტეო, რომ გეუბნებოდათ, ამით მან ურწმუნოებაში გამხილათ, თქვენ კიდე ისე უსმენდით, თი-თქოს მართლაც ურწმუნოები ყოფილიყავით. ხოლო თუ ის სხვა სა-რწმუნოებას ქადაგებს, თქვენ კი მორჩილად უსმენთ, მაშინ თქვენც მასთან ერთად გმობთ ძველ სარწუმუნოებას, გმობთ წმიდა ეკლესიას და ყველას, ვინც ოდესმე ცხონდა ჩვენს ეკლესიაში ან ახლა ცდილობს სულის ცხონებას. ესაა თქვენი მეორე, პირველზე უფრო დიდი და-ნაშაული!
რა მიზეზია, რომ თქვენში ამგვარი რამ ხდება? განა ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ჭეშმარიტად სწამს ქრისტე და ზეგარდამო მითითებული გზით მიდის? ეკლესიის შვილები მშვიდად და წყნარად მისდევენ სულის ცხონების საქმეს. ამ დროს მოდის ვიღაც კაცი, აქამდე მათთვის უცონი, და იწყებს ქადაგებას: „იცით რა უნდა გითხრათ? ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, გწამდეთ, შეინანეთ და ცხონდ-ებით"! და ეს ადამიანები, თითქმოს რაღაც უჩვეულო გაიგონესო, ამ კაცის მიმდევრები ხდებიან, მზად არიან მიატოვონ თავისი ეკლესიაც, სულიერი მოძღვრებიცა და ყველაფერი, რაც აქამდე ძვირფასად მია-ჩნდათ, რითაც მათი სული საზრდოობდა და განწმენდას ღებულო-ბდა! მართლაც საოცარია! განა აქამდე უფლის მიერ არ მისდევდით სულის ცხონების საქმეს? განა მისი სახელით არ ნათელ - იღეთ? განა მისი ძალით არ გეძლეოდათ ცოდვათა მიტევება სინანულის საიდუ-მლოს მეშვეობით? განა თვით უფალს არ იღებდით საკუთარ სულში, როდესაც მის წმიდათაწმიდა ხორცს ეზიარებოდით? განა მას არ მი-მართავდით თქვენს ლოცვებში, განა მხოლოდ მასზე არ ამყარებდით ცოხნების იმედს? მაშ, რაღაა ახალი და განსაკუთრებული იმაში, რასაც ეს უცხო კაცი გეუბნებოდათ?
იგი გეუბნებოდათ: „ქრისტე მოკდა თქვენთვის, გწამდეთ ეს და ცხო-ნდებით"! მაგრამ განა ამას არ აღიარებთ ყოვედღიურად, როდესაც „მრწამსს" კითხულობთ: „მრწამს უფალი... იესო ქრისტე... რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზე-ცად, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა მარიამისაგან ქალწუ-ლისა და განკაცნა, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის..." და სხვა. განა ამასვე არ აღიარებთ, როდესაც ეკლესიაში გალობთ: „მხოლოდშობილო ძეო... რომელი ჯვარს ეცვი... გვაცხოვნენ ჩვენ..." ანდა: „ნათელი მხიარული წმიდისა დიდებულისა უკვდავისა მარიამისა ზეცათასა, ძეო ღმრთი-საო, ცხოვრების მომცემელო..." ანდა: „აწ განუტევე, მეუფეო... რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი". ხოლო ლიტურგია სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი მაცხოვნებელი სისხლიანი მსხვერპლის მისტ-იური გამეორება უსისხლო მსხვერპლის სახით. მაშ, რა მოისმინეთ ამ უცხო კაცისაგან ისეთი, რომ მზად ხართ მიატოვოთ ყოველივე ძველი და მას შეუდგეთ, თანაც ისე, რომ დანამდვილებით არც კი იცით, საით მიყავხართ, სამაგიეროდ, კარგად მოგეხსენებათ, რომ გზა რომლითაც აქამდე ვიდოდით, ჭეშმარიტია? მართლაც რომ გაუგებარია.
იცით, ვის მაგონებთ? ვთქვათ, გუნდი გალობს - და თქვეც მათ შო-რის. გალობა აწყობილი გაქვთ და ყველა ხმა ერთად ისმის. ამ დროს მოდის ვიღაც უცხო, შუაში ჩაგიდგებათ და თავის ხმით ყველასგან გამოირჩევა. თქვენ კიდევ გუნდსაც თავს ანებებთ, გალობასაც წყვეტთ და მთელი გულისყურით ამ უცნაური თხემისკენ გაგირბით, თან გიკვირთ, როგორ გამოსცემს ასეთ მშვენიერ ბგერებსო. იმის გან-სჯა აზრადაც არ მოგდით, კარგად იქცევით თუ არა ან ის, ან თქვენ - მხოლოდ იმიტომ უსმენთ, რომ ის ახალია, რაღაცით გამორჩეული, უწინდელ გალობას კი მიეჩვიეთ მოგბეზრდათ კიდეც. ხოლო გალ-ობის ხელოვნების კარგი მცოდნენი სულ სხვა რამეს ამბობენ: რო-დესაც გუნდში ერთი ხმა გამოირჩევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს არაფერი გაეგება გალობის, ასეთი მგალობლით მოხიბლულნი კი თა-ვიანთ უგემოვნებას ამტკიცებენო. აი, ვის გავხართ თქვენ! მშვიდად და წყნარად მოდიოდით ცხონების გზაზე სხვა დებისა და ძმების გუნდთან ერთად, მაგრამ გამოჩნდა ვიღაც მჩხავანა და დაიწყო ერთი ფრაზის გამეორება, რომელიც მაცხოვნებელ ჭეშმარიტებათა ერთობ-ლიობიდან ამოგლიჯა. და თქვენც უმალვე მას მიაშურეთ, სხვა ყო-ველივე მიატოვეთ და მზად ხართ ყველას გამოეყოთ. იმაზე კი არ დაფიქრებულხართ, სწორად იქცევით თუ არა ან ის, თავის ფრაზით რომ გამოიყოფა, ან თქვენ, მის მხარეს რომ დგებით. ცხონების საქ-მეში ღრმად ჩახედულნი სამართლიანად გისაყვედურებენ უგემოვნე-ბას და, მით უმეტეს, იმ მჩხავანასაც. ამგვარად, ეგ კაცი პირველი სი-ტყვებიდან უნდა მოგეშორებინათ, თქვენ კიდევ, დაუახლოვდით და სულ უფრო უახლოვდებით. (გაგრძელება იქნება...)
წიგნიდან „ცრუმოძღვართა წინააღმდეგ"