ცხოვრებასა თუ ლიტერატურაში ამ სიყვარულის იმდენად უცოდველად და "წმინდად" მიჩნევაც კია მიღებული, რომ განვლილი ცხოვრების ამ პერიოდს მოწიწებით იხსენებენ და როგორც "საიდუმლოს", ისე ეპყრობიან. ამბობენ, აქ ქალი არაფერ შუაშია. შესაბამისად, ვნებაც არ არსებობს. მე მრავალ, მეტად მოკრძალებულ ჭაბუკსა თუ ქალიშვილს ვიცნობდი, რომლებიც გულწრფელად დარდობდნენ და წუხდნენ იმის გამო, რომ "უბედურნი არიან სიყვარულში." ქალიშვილები მთელი ძალებით ცდილობენ იპოვონ "იდეალი" და "გმირი", რომელსაც "ნათელი სულის" გამო შეიყვარებენ და "წმინდა მეგობრობას" გაუწევენ, ჭაბუკები "უმწიკლო ქალწულს" დაეძებენ, რომელსაც სიცოცხლეს შესწირავდნენ და სანაცვლოდ "არაფერს" მოითხოვენ, მაგრამ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ პოულობენ სასურველს. ერთი სიტყვით, პირველი სიყვარული მხოლოდ კეთილშობილი საქმეა და გრძნო-ბისმიერი და სამარცხვინო მასში არაფერია. პირველი ალმურიც შეყვარებულთა ლოყებზე, უფროსების მხრიდანაც უფრო გაქი-ლიკების სურვილს აღძრავს, ვიდრე შიშსა და წუხილს აქამდე შეურყვნელი სულების შებღალვისა და დაბინდვის გამო.
მაგრამ ადამიანები, ცხადია საკითხს თავისებურად, უხეშად აღიქ-ვამენ და ივიწყებენ მაცხოვრის სიტყვას, გაატარა რომ "ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში" (მათ. 5.28) (გასაგებია, რომ იგივე ქალებსაც ეხება).
რაც შეეხება თვითონ გულისთქმას, ის რომ მას უკიდურესი მიზანი, ხორციელი ერთობა არ ახლავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით თავის "ვნებიან" ბუნებას კარგავს. არა მხოლოდ კოცნა, არამედ უბრალო ოცნება საყვარელ სახეზე, ყოველგვარი ფიზიკური აღგზ-ნების გარეშე, უკვე ვნებაა.
არსებითად, სულიერი თუ ხორციელი გრძნობების ბუნებრივი გა-ნვითარებისა და ცხოვრებისეული პრაქტიკის, ამასთან უხილავი მტრების ცდუნებათა წყალობით მოვლენების ცნობილ თანამიმ-დევრობასა და ნაკლის განვითარებას უნდა ველოდოთ. ცხადია, სიძვის დემონი კაცს ერთბაშად საროსკიპოში არ გაგზავნის, არამედ გარკვეულ თავშეკავებასა და თანმიმდევრულობას იცავს. ჩვენც თვალყური მივადევნოთ. თვითონ გამოთქმა "პირველი" (სიყვარული), გვიჩვენებს, რომ მას თადარიგში კიდევ ბევრი აქვს.
შუბს ხალათაში ვერ დამალავ - ამბობს ანდაზა. როგორც არ უნდა შე-ნიღბო და აქო ეს საქმე, თავს თვითონ იჩენს.
თუ იმ მწერლებსა და სწავლულებს მივმართავთ, რომლებიც სა-ზოგადოებას პირველი სიყვარულის სიწმინდესა და უცოდველობას ჩააგონებენ, საშიში არაფერია, რადგან აქ ქალი არაფერ შუაშია. და ამ გრძნობას უფრო "მეგობრობა" უნდა ეწოდოს, ვიდრე სიყვარული (აქედან იღებს სათავეს ე.წ. "პლატონური" სიყვარული) და ბოლოს ამბობენ, რომ აქ სქესობრივი გრძნობა პირდაპირი მნიშვნელობით არ არსებობს, მაგრამ მათსავე ნაშრომში ჩახედვისას აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა, შეყვარებულთა ყოველი ქმედება, სიტყვა თუ აზრი აშკარა გრძნობის ელფერს ატარებს. ვაი ჩვენდა, თუკი ქრისტიანები მწერალთა წიგნებით იცხოვრებენ და იხელმძღვანე-ლებენ, რამეთუ მაშინაც კი, როცა ისინი გამეტებით ცდილობენ სათნოების უმშვენიერესად გამოხატვას, იგივე სიძვა გამოდის, რომელიც "შეთეთრებული სამარხის მსგავსად სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით" (მათ. 23.27).
გასაგებია ე. ფუკსის გაცხარება ქალისა და მამაკაცის მეგობრობის, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჭაბუკებსა და ქალიშვილებს შორის "უმწიკვლო" ურთიერთობებზე გაუთავებელი საუბრების გამო, რომელიც ამბობს: "მჭიდრო მეგობრობა სქესობრივად მომწიფებულ ადამიანებს შორის, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ მათ შორის ვნება არაა, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში მონაჩმახი და ილუზიაა, რომელიც ნაწილობრივ სიმხდალის გამო, ნაწილობრივ განზრახ იქმნება. მეტნაკლებად უცოდველ შემთხვევაში კი - თავის მოტყუებაა."
ამ ავადმყოფობას - ვგულისხმობ "პირველ სიყვარულს", - მის მიმ-დინარეობას, დასასრულსა და მკურნალობასაც, კარგად აღწერს წმ. ეპისკოპოსი თეოფანე (დაყუდებული) თავის "ასკეტიკაში" და ასკვნის: "ეს სნეულებაა, რომელიც იმითაა საშიში, რომ ავადმყოფს სურს უგუნურებამდე დასნეულდეს".
ფსიქოლოგიურად ეს გზა ასეა გამოხატული, მას სამი მოსახვევი აქვს:
1. თავიდან ჭაბუკს წუხილის გრძნობა უჩნდება, თითქოს იგი მარ-ტოა. ეს მარტოობის გრძნობაა, რომლისგანაც, მაშინვე იშვება სხვა - გარკვეული შეცოდება, სინაზე და ყურადღება საკუთარი თავის მიმართ. აქამდე იგი თითქოს ვერ ამჩნევდა საკუთარ თავს, მაგრამ ახლა იწყებს საკუთარი სილამაზის, ფორმების შეგრძნებას, ანუ მოსწონს საკუთარი თავი, ამ დღიდან ჭაბუკი ურთიერთობას იწყებს გარესამყაროსთან.
2. გარესამყაროში შეჭრას აგულიანებს თავდაჯერებულობა იმაში, რომ იგი უნდა მოსწონდეთ და ისიც თამამად, თითქოს გამარჯვების იმედით გამოდის მოქმედების სარბიელზე და შესაძლოა პირველად, თავს უკანონებს იყოს სალუქი, სუფთა, კეკლუცობამდე მორთული, იწყებს ხეტიალს და ნაცნობების ძებნას, თითქოს გაურკვეველი მიზნისათვის. რაღაც საიდუმლოს მძებნელი, გულის კარნახს აყო-ლილი, ცდილობს ჭკუითაც ბრწყინავდეს, ურთიერთობაში სასია-მოვნო იყოს, გამოირჩეოდეს უაღრესი თავაზიანობით, ყურადღებით, და საერთოდ, ყველაფრით, რითაც შეიძლება თავი მოაწონოს. ამასთან, მთელ ნებას სულთა ურთიერთობაში უპირატეს ორგანოს, თვალს ანიჭებს.
3. ამ განწყობით, იგი დენთს ჰგავს, რომელიც ნაპერწკალს მიუდგეს და ჩანს, სენი მალე შეეყრება.
მზერითა თუ განსაკუთრებულად სასიამოვნო ხმით, როგორც ისრით დაჭრილი, იგი ჯერ რამდენადმე დაჩლუნგებული, შემდეგ გონს მოსული, აღმოაჩენს, რომ მისი ყურადღება და გული ერთი საგ-ნისკენაა მიპყრობილი, რომელიც გაურკვეველი ძალით იზიდავს. ამ დღიდან მის გულს სევდა ღრღნის, დაღვრემილია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ეძებს, თითქოს რაღაც დაკარგა და რასაც აკეთებს თითქოს ერთი პირისათვის, მისი თანდასწრებით აკეთებს. დაბნეულია, ძილი და ჭამა აღარ ახსოვს... იგი ავადაა უწყალო სნეულებით, რომელიც გულს უკუმშავს, სუნთქვას უკრავს, სიცოცხლის წყაროს უშრობს.
თავისთავად გასაგებია, რასაც უნდა მოერიდოს ჭაბუკი. რათა ამ უბედურებაში არ ჩავარდეს, თუ წახვალ ამ გზით, განდევნე მისი მაუწყებელი - გაურკვეველი სევდა და მარტოობის გრძნობა. ყოველთვის საწინააღმდეგო აკეთე: დანაღვლიანდი - ნუ ოცნებობ, არამედ ყურადღებით მოეკიდე რომელიმე სერიოზულ საქმეს და გაგივლის, სიბრალული გაგიჩნდა ან საკუთარი მომხიბლაობის შეგრძნება - იჩქარე თავი გამოიფხიზლო და განდევნე ეს ახირება რომელიმე სისასტიკით საკუთარი თავის მიმართ. დამცირება, ამ შემთხვევაში, ისე იმოქმედებს, როგორც წყალი ცეცხლზე... ამ გრძნონითა ჩახშობა და გაძევება, განსაკუთრებით საჭიროა, რადგან აქ მოქმედების დასაწყისია. თუ აქ შეჩერდები - გზას აღარ გააგრძელებ: აღარც მოწონების სურვილი გაგიჩნდება, აღარც კოხტაობის, თუ ესენიც შემოგეჭრებიან - მათთანაც იბრძოლე. რომელია ყველაზე საიმედო გალავანი - მკაცრი დისციპლინა ყველაფერში, ფიზიკური შრომა და კიდევ მეტად - გონებრივი! მეცადინეობა გააძლიერე, შინ იჯექი, ნუ გაერთობი, აუცილებელია გახვიდე - გრძნობებს გაუფ-რთხილდი, სხვა სქესს მოერიდე და რაც მთავარია - ილოცე!
ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომლებსაც ჯერ ცოდვა არ შეუცვნიათ, ეშმაკი ხორციელი ტკბობის სურვილის ნაცვლად "იდეალზე" ბუნდოვან ოცნებას სთავაზობს, ჩააგონებს თავიანთ გრძნობებზე მხოლოდ "მინიშნება" იკმარონ და არ გამოწდონ ისინი "აღიარებით" თვითონ "აღიარება" ერთსა და იმავე დროს სასურველადაც ეჩვენებათ და შეუძლებლადაც, რადგან, როცა ეს წამი ახლოვდება, შეყვა-რებულები გაურბიან მას. საქმე "ახსნამდე" არ მიდის, მაგრამ, ისინი ყოველგვარი, გარეგნულად სრულიად უცოდველი საშუალებებით ცდილობენ გამოხატონ, რომ ეს ადამიანი ესიმპათიურებათ ამაში განსაკუთრებულ ხიბლს პოულობენ. დემონებს უამრავი სხვა გამოგონება აქვთ, რომლითაც ცდილობენ, ვიმეორებ, ყურადღება ვნებიან სურვილებზე არ გაამახვილონ, მაგრამ ამავე დროს ისინი თანდათან, ფრთხილად "შეათბონ" და მსუბუქად ააღელვონ.
ერთი სიტყვით, შეყვარებულთა მდგომარეობა სიძვაა, ნამდვილი, მაგრამ დახვეწილი, გონებასა და გულში ესესაა აღსრულებული და არა უხეში ფორმით განხორციელებული. მთელი ცდუნება განსა-კუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილეებმა არც იციან, თუ ცოდვას სჩადიან და ფიქრობენ, რომ პირიქით, უფრთხიან და გაურბიან მას.
ეპ. ბარნაბა (ბელიაევი)
Xareba.net - ის რედაქცია