ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო! შენ, ვისი სიყვარულიც ქრისტი-ანების მიმართ აღემატება ყველანაირი მიწიერი დედის, ყველანაირი ცოლის სიყვარულს, შენ შეისმინე ჩვენი ლოცვა, გვაცხოვნენ ჩვენ! დაე, არ მოგვკლებოდეს მარადიული ხსომება შენი! დაე, მუდმივად შეგ-ვეძლოს ლოცვა გულმოდგინედ! დაე, ეჭვისა და მცონარების გარეშე ვესწრაფვოთ მუდმივად შენი საფარველის ქვეშ ყოფნას!
● ● ●
ჩვენ ღვთის ყოვლადკეთილის, ყოვლადუბიწო დედის წინაშე ვლო-ცულობთ და იგიც ლოცულობს ჩვენთვის. ვადიდებთ მას, ყველანაირ დიდებაზე აღმატებულს და იგი მარადიულ დიდებას გვიმზადებს. ხშირად ვეუბნებით დედა ღვთისას: - „გიხაროდენ" - და იგი თავის ძესა და ღმერთს ევედრება: ძეო ჩემო საყვარელო, ამ სიხარულიანი სალმისთვის. ეს ადამიანები რომ მხვდებიან, დაუმკვიდრე მათ სიხა-რული მარადიული.
(გაგრძელება იქნება...)