იოანეს სახარებაში არის ქრისტეს სიტყვა იუდეველებისადმი, სადაც უფალი ევქარისტიის დიად საიდუმლოს - თავისი ხორცითა და სი-სხლით ზიარებას გააცხადებს. უფალი ამბობს: „მე ვარ პური ცხოვ-რებისაჲ;1 მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ; უკ-უეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცე ცხოვრებისათჳს სოფლისა".2 განცვიფრებულმა იუდევე-ლებმა ურთიერთშორის იწყეს კამათი: „ვითარმე ჴელეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად"?3 ამან პროფესორი ოსიპოვიც გააკვირვა და მოჰყვა კამათს და მტკიცებას, რომ ევქარისტიის საი-დუმლოში პური და ღვინო არ გარდაარსდება ქრისტეს ხორცად და სისხლად, არამედ მხოლოდ შედის მის იპოსტასში. ამასთან მოჰყავს ისეთი იშვიათი მაგალითი, ქრისტეს თანამედროვე იუდეველებსაც რომ არ მოსვლიათ აზრად, კერძოდ: ერის ზიარების შემდეგ თუკი ბარძიმში ბევრი ღვინო დარჩება, წმინდა ნაწილების მიმღებელი დია-კვანი შესაძლოა დათვრეს; მკითხველისაკენ თვალისყოფით და ჩაღ-იმებით განმარტავს: „... ამის შესახებ იციან ჩვენმა დიაკვნებმა". (იხ. ბ-ნ ოსიპოვის ლექცია „Евхаристия и священство").
ზიარების დროს ქრისტეს თავის ხორცსა და სისხლზე ქარაგმულად რომ ელაპარაკა, მაშინ იგი, რაღა თქმა უნდა, აუხსნიდა ამას იუდე-ველებს, რათა დაემშვიდებინა ისინი. მაგრამ ქრისტე კიდევ უფრო მე-ტი კატეგორიულობით განაგრძობდა: „ამინ, ამინ გეტყუით თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა; ხოლო რომელი სჭამ-დეს ჴორცსა ჩემსა და სუმდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრებაჲ საუკუნოჲ და მე აღვადგინო იგი უკუანაჱსკნელსა მას დღესა; რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სა-სუმელი არს".4 სიტყვები „ამინ, ამინ" (ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად), წარ-მოთქმული მაცხოვრის მიერ, ხორცითა და სისხლით ზიარების შესა-ხებ მისი სწავლების ქარაგმული და სიმბოლური გაგების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავენ.
იგი თავის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ამტკიცებს, როგორც აბსო-ლუტურ, უტყუარ ჭეშმარიტებას; და ისინი ღვთაებრივი, უცვლელი ჭეშმარიტების ურყევი რწმენით უნდა მივიღოთ, რწმენისა, რომელიც სიტყვიერ გაიძვერობასა და მზაკვრობას არ დაუშვებს. არა მხოლოდ იუდეველებს, ქრისტეს ზოგიერთ მოწაფესაც ეს სიტყვები რაღაცით დაუჯერებელი და სიმართლესთან შეუსაბამო მოეჩვენა. „მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე; ვის ჴელეწიფების სმენად მისა?; იცოდა იესო თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებს თქუენ?5
ქრისტემ ზიარების შესახებ თავისი სიტყვების პირდაპირ და აბსო-ლუტურ მნიშვნელობაში დაეჭვებას დაბრკოლება, ანუ რწმენისაგან განდგომა და ეშმაკის შთაგონება უწოდა. სამწუხაროდ ასეთ მოწაფე-ებთან ერთად დაბრკოლდა პროფესორი ოსიპოვი. შემდგომ უფალი ახსნის ამგვარი დაეჭვების მიზეზს: „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხოვრება".6
უბედურება იმაშია, რომ პროფესორმა ოსიპოვმა იგნორირება მოახ-დინა ევქარისტიის შესახებ წმიდა მამათა მადლით აღსავსე სწავლე-ბისა - წმ. მოწ. ეგნატე ღმერთშემოსილიდან წმ. მართალ იოანე კრონ-შტადტელამდე; ის წმ. მამათა თხზულებებში მყოფ ცხოველმყოფელ სულს ეკლესიისას არად დაგიდევს. მან ხორცს მიმართა, რომელიც „არად სარგებელ არიან", ანუ ხორციელ განსჯას.
პროტესტანტ თეოლოგებთან მსგავსი პასაჟების, ანუ ხორციელი განსჯის უხვად პოვნა შეიძლება. სახარებაში წერია, რომ ზიარების შესახებ მოწაფეებთან ქრისტეს საუბრის შემდეგ „მრავალნი მოწაფე-თა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა".7 არც ბ-მა ოსიპოვმა ირწმუნა, მაგრამ თუკი მოწაფეები პირდაპირ განუდგნენ ქრისტეს, ის სხვაგვარად მოიქცა: სასულიერო აკადემიაში მოვიდა და თავის სტუდენტებს - მომავალ მღვდლებს იმაში დაუწყო დარწმუ-ნება, რომ წმინდა შესაწირავი - არ არის ქრისტეს ხორცი და სისხლი პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ქრისტიანები არ ეზიარებიან „ქრის-ტეს არსებით ხორცსა და სისხლს", მისი აზრით, სხვაგვარად, თვით ზიარება გადაიქცეოდა ანთროპოფაგიად.
ბატონი ოსიპოვი ეკლესიას პირში მიახლის ბრალდებას: „თუკი თქვენ პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაქცევა გწამთ, კაციჭამიები ხართ". ეს ბრალდება ეხებათ წმ. მამებსაც, რომ-ლებსაც წმიდა შესაწირავის გარდაქცევა ერთსულოვნად და ერთხმად სწამთ. (ბ-ნ ოსიპოვსა და მის მოწაფეებს განსაკუთრებულად ვურჩ-ევთ წაიკითხონ წმ. იოანე კრონშტადტელის დღიურები).
ოდესღაც იაროსლავსკი8 (გუბელმანი) ისტერიულად გაჰყვიროდა: „საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესია - ეს სიფილისტური ეკ-ლესიაა", - ახლა კი ბ-ნი ოსიპოვი კეთილი ღიმილით მას „კაცი-ჭამიურს" უწოდებს იმათი სახით, ვისაც სწამს ზედმიწევნითი, სრუ-ლი, დაურღვეველი აღსრულება მაცხოვრის სიტყვისა, რომელიც სა-ხარებაში წერია და მღვდელი წარმოთქვამს ლიტურგიის დროს: „ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი..."
თავის ლექციებზე ბ-ნი ოსიპოვი არა მარტო უარყოფს წმ. ძღვენთა გარდაქცევას, ამის რწმენას „რაღაც სიბრიყვეს" (ეს მისი სიტყვებია) უწოდებს. გვინდა ვიმედოვნებდეთ, რომ ეს გაუგებრობაა, რომ ბ-ნ ოსიპოვის ლექცია ან სტატია „ევქარისტია და მღვდლობა" არა მისი, არამედ მისი მტრის - ფსევდო ოსიპოვის მიერაა დაწერილი, მაგრამ ამის იმედი, რაღა თქმა უნდა, ნაკლებად გვაქვს.
თავის ლექციებში, როცა ის ღვთისმსახურებაზე საუბრობს, უცნაურ ფრაზას იმეორებს: „ნუ ჩავარდებით მაგიზმში". აქ მართლმადიდე-ბლობის წინააღმდეგ პროტესტანტების საყვარელი ბრალდება ჟღერს. საიდუმლოებათა და წეს-ჩვეულებათა ობიექტური მოქმედების რწმე-ნა წარმოადგენს არა „მაგიზმს", არამედ მადლის მიღების აუცილე-ბელ პირობას; სიწმინდის მიმართ დაუდევრობა ან მოუმზადებლობა ასევე წარმოადგენს არა „მაგიზმს", როგორც უნდა რომ ჩაუნერგოს მსმენელს ბ-მა ოსიპოვმა, არამედ სულიერ ხეპრეობას - პიროვნულ ცოდვას ადამიანური ნებისა.
საერთოდ ბ-ნი ოსიპოვი, რომელიც მისტიკის ქრისტიანულ გაგებას-აც უსაფუძვლოდ უარყოფს, და მართლმადიდებლურ და ცრუ მის-ტიკას (მათ შორის პანთეისტურსაც) შორის განსხვავებასაც, სიტყვა „მაგიზმით" სპეკულიანტობს: საკურთხეველში მოსახსენებლის შეგზა-ვნა მისთვის მაგიზმია, უყურადღებო ლოცვა - ასევე მაგიზმია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლევ ტოლსტოი (წმ. იოანე კრონშტადტელის თქმით „ერეტიკოსთა შორის უბოროტესი") საეკლესიო წეს-ჩვეულებებს „ჯა-დოქრობას" ეძახდა.
ბ-ნ ოსიპოვს ჩემი წერილი შესაძლოა მწვავედ მოეჩვენოს, მაგრამ განა ის შეედრება ჩემს მიმართ აღმაშფოთებელ ბრალდებას კაციჭამიობაში, რომელიც მან პერსონალურად მე წამომიყენა, არსებითად კი ყველას, ვისაც წმინდა ძღვენის ჭეშმარიტი გარდაქცევა სწამს და ამ რწმენით ეზიარება. (გაგრძელება იქნება...)
1ინ. 6, 48.
2ინ. 6, 51.
3ინ. 6, 52.
4ინ. 6, 53-55.
5ინ. 6, 60-61.
6ინ. 6, 63.
7ინ. 6, 66.
8იაროსლავსკი ემელიანე მიხეილის ძე (ნამდ. გვარი და სახელი გუბელმანი მინეი იზრაელის ძე (1878-1943) კომპარტიის მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, სსრკ მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1939), კომპარტიის წევრი 1898 წლიდან. დაკრძალულია წითელ მოედანზე კრემლის კედელთან.
ნაწყვეტი ბროშურიდან „Еще раз о еретических заблуждениях ПРОФЕССОРА МДА А. И. Осипова".
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)