xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მხილებითი ღვთისმეტყველება » ევქარისტიის შესახებ (ნაწილი I) - მამა რაფაელი (კარელინი)
ევქარისტიის შესახებ (ნაწილი I) - მამა რაფაელი (კარელინი)
27-05-2015, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ევქარისტიის შესახებ მართლმადიდებლურ სწავლებას განსაკუთრე-ბული ადგილი უჭირავს სოტერიოლოგიაში, დოგმატურ ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში და ასევე ეკლესიოლოგიასა და ასკეტიკაში. ევ-ქარისტია - ეს უზენაესია საიდუმლოთა შორის, ეს მთავარი პირობა და ქმედითი ძალაა დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის განღმრთობი-სათვის. სხვა საიდუმლოებებთან შედარებით ევქარისტიას უწოდებენ მზეს ვარსკვლავთა შორის. ზიარება ქრისტიანის სულიერი ცხოვრების ცენტრად გვევლინება. ევქარისტიის საიდუმლოს გარეშე ცხონება შე-უძლებელია.

  ევქარისტიის აუცილებლობას მაცხოვრის სიტყვებიც დაამოწმებს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა1. მაგრამ იმაზე უარესს, ვიდრე ზიარებისაგან შეგნებული გადახვევაა, ამ საიდუმლოებაში რწმენის გარეშე მონაწილეობა წარმოადგენს. მოციქული პავლე ამ-ტკიცებს, რომ ასეთი ადამიანები ისჯებიან არა მხოლოდ მარადიულ, არამედ მიწიერ ცხოვრებაშიც: აქ - ავადმყოფობებით და ნაადრევი სიკვდილით, მარადისობაში - ქრისტესაგან განტევებით. ეს ისინი არიან, ვინც ზიარებას, როგორც უბრალო პურს, ისე ღებულობენ და ის ქრისტეს ხორცად არ მიაჩნიათ.

   ჩვენდა გასაკვირად, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც არ სწამთ, რომ ევქარისტიის კანონის დროს პურისა და ღვინის გადაქცევა ქრისტეს ხორცად და სისხლად ხდება, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პრო-ფესორი, ძირითადი ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, ბ-ნი ოსი-პოვი აღმოჩნდა. ის თვლის, რომ ლიტურგიკული მღვდელმსახურების შემდეგ პური და ღვინო პურად და ღვინოდვე რჩება, მაგრამ მათ ქრისტე თავის ღვთაებრივ იპოსტასში ღებულობს და ამით განწმედს. ეს საღვთისმეტყველო „აღმოჩენა" ბ-ნ ოსიპოვს სურს წარმოადგინოს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება და არანაირად - ავანგარდისტული ექსპერიმენტი.

  ბატონ ოსიპოვს მოჰყავს ზოგიერთი კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველის აზრი, შემდეგ კი თავისი საკუთარი კონცეფცია, რო-მელიც ჩვენი აზრით დამღუპველ შეცდომას წარმოადგენს, არ ეთა-ნხმება მართლმადიდებლობას და შინაგან წინააღმდეგობრიობათა მთელ კვანძს შეიცავს. კათოლიციზმში ბ-ნი ოსიპოვი ევქარისტიის აღსრულებასთან ფიზიკურ მიდგომას ხედავს, სადაც საიდუმლოებანი ქიმიური რეაქციის ანალოგი ხდება ან კიდევ, ერთი ელემენტის მეორედ გადაქცევის ალქიმიური პროცესი. ბ-ნი ოსიპოვი, რაღა თქმა უნდა, უარყოფს ასეთ პიტალო ბიოლოგიზმს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ხშირად მიმართავს შემდეგ ილეთს: რაც მართლმადიდებლობაში არ მოსწონს, კათოლიციზმად გამოაწყობს და კათოლიციზმთან ბრძო-ლის ნიღბით მისთვის არასასურველი შეხედულებების დისკრედი-ტირებას ცდილობს.

   შემდეგ ბ-ნი ოსიპოვი ინტერპრეტაციას უკეთებს კათოლიკე სქოლას-ტების ფილოსოფიურ შეხედულებებს, მაგრამ ამასთან უტლანქეს ტე-რმინოლოგიურ შეცდომას უშვებს. მაგ. ტერმინს - „აქციდენცია"-ს ის განმარტავს, როგორც საგნის ხილულ თვისებას, რომელიც მისაწვ-დომია ჩვენი გრძნობებისათვის მაშინ, როცა XIII საუკუნის კათოლიკე სქოლასტები და კიდევ უფრო ადრე, წმ. იოანე დამასკელი სარგებ-ლობდნენ არისტოტელეს ლოგიკით, სადაც აქციდენცია სრულიად სხვას აღნიშნავს, სახელდობრ: საგნის უმნიშვნელო, შემთხვევით, არა-მყარ, დროებით თვისებებს, რომელთა გარეშეც განსასაზღვრი საგნის ბუნება არ იცვლება. გვიანი შუა საუკუნეების ეპოქის და რენესანსის კათოლიკე თეოლოგები ზედმიწევნით შეისწავლიდნენ არისტოტელეს შრომებს. მათ შორის ხმებიც კი გაისმოდა, რომ კათოლიკურ ეკლესიას არისტოტელე ნეტარად გამოეცხადებინა, ასე რომ, არისტოტელეს ავ-ტორიტეტი ურყევი იყო.

   სხვა ადგილზე ბ-ნმა ოსიპოვმა ასევე არასწორად ახსნა სუბსტანცია, როგორც არსი, ჩვენს გრძნობებში დაფარული, მსგავსი კანტისეული „საგნისა თავის თავში". ეს მაშინ, როცა სუბსტანცია აღნიშნავს ბუნებას მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით და თვისობრიობით. ბ-ნ ოსიპოვს ვურჩევთ ტერმინების - „სუბსტანცია" და „აქციდენცია" - თაობაზე ღირსი იოანე დამასკელის „ფილოსოფიურ თავებს" დაეკი-თხოს. (გაგრძელება იქნება...)

 

 

 

 


 1ინ. 6, 53.

 

 

ნაწყვეტი ბროშურიდან „Еще раз о еретических заблуждениях ПРОФЕССОРА МДА А. И. Осипова".

 

 არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine