საეკლესიო ანათემის შესახებ საკითხი გაუგებრობას და შეცბუნებას იწვევდა და ჩვენს დროშიც იწვევს. ლიბერალურად განწყობილი ინ-ტელიგენციის წრეებში კი პროტესტს და აღშფოთებას. ჰუმანისტები ანათემას ბნელი შუასაუკუნეების ბნელ გადმონაშთად, შეუზღუდავ სისასტიკედ მიიჩნევენ, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ხოლო თეოსოფები ანათემაში აუტოდაფეს კოცონს ხედავენ სხვაგვარად მოა-ზროვნეთათვის. უნდა გაირკვეს, თუ რას ნიშნავს თავისთავად ანა-თემა, რატომ ხდება, რომ ეკლესია ღვთაებრივი სიყვარულისა და მოწყალების ეს განსხეულება, განსაზღვრულ შემთხვევებში საჯაროდ და სახალხოდ განკვეთს იმათ, ვინც ფორმალურად ითვლებიან მარ-თლმადიდებელ ქრისტიანებად, მაგრამ მისი დოგმატური სწავლების წინააღმდეგ იბრძვიან. ყოველწლიურად, დიდმარხვის პირველ კვირ-იაკეს, ეკლესია გარდაცვლილ ერეტიკოსთა ანათემას დაამოწმებს. ჩვენ დოგმატებზე ვსაუბრობდით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმია და თუმცა დოგმატური სისუფთავე მართლმადიდებლობის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, ეკლესი-აში ყველაფერი: რწმენა, კანონიკა, საიდუმლოებები, ღვთისმსახურება, რიტუალთა სიმბოლური ენა, სადისციპლინო წესები და ა.შ. ერთმა-ნეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აქ მოქმედებს აქსიომატური კანონი: ცოცხალი ორგანიზმის გარეშე სიცოცხლე არ არის. ცხონების საფუძველს ადამიანის სულში ღვთაებრივი მადლის ძალით ღვთის, ქრისტე მაცხოვრის ხატების განახლება წარმოადგენს. ეკლესიის საი-დუმლოებებში, ღვთისმსახურებასა და ლოცვებში მოქმედი ეს ძალა ადამიანის პიროვნებას სახეს აცვლევინებს, ღვთისადმი მის მიმსგა-ვსებას განახორციელებს, აერთებს ღვთაებასთან, რომელშიც აბსოლუ-ტური და საუკუნო ცხოვრება მდგომარეობს. დოგმატები - ეს გონებით სახილველი ხატია ღვთისა, ეს ფორმულებია, რომლებიც განსჯისთვის მიუწვდომელ სულიერ სიდიდეებს შეიცავენ, ეს ღვაწლი და მორჩი-ლებაა რწმენისა, რომელიც მარადისობაში რეალიად და სიცხადედ იქცევა, ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც ისე წარმოდგება, ვითარცა ცხო-ვრება. დოგმატური ფორმულები სულიერ სამყაროში ყოფიერების ფო-რმულებს წარმოადგენენ.
ქრისტე ეკლესიაში უხილავად იმყოფება და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვით ადამიანის სულში ქრისტეს სახე აღმშენებლობს. ცრუ დოგ-მატი, ცრუ სწავლება - ეს შეცვლაა ქრისტესი სხვა სახით, ეს დამა-ხინჯებული წარმოდგენაა ადამიანისა ღმერთის შესახებ, ეს ცოცხალი და რეალური ქრისტეს შეუქცევადი კარგვაა მარადისობაში. ამიტომ წმინდა მამები განსაკუთრებულად ფხიზელნი იყვნენ სარწმუნოებ-რივი სწავლების დოგმატური სისუფთავის მიმართ და შეურიგებელნი ერესთან და მოდერნისტულ გაუკუღმართებასთან. ასეთი შეურიგე-ბლობა თანამედროვე ადამიანს შესაძლოა მკაცრ ინტელექტუალურ რიგორიზმად1 მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სიყვარული ქრისტესადმი, როგორც
სიცოცხლის ცენტრისადმი და სიყვარულისაგან წარმოშობილი კრძა-ლული შიში, შიში ქრისტეს დაკარგვისა და მისი შეცვლისა ცრუ სა-ხით, ანუ ბნელით და ილუზორულით.
ანათემა - ეს მხოლოდ დადასტურებაა იმ ფაქტისა, რომ ადამიანი, რომელმაც ეკლესიის სწავლებას თავისი ამაყი გონების ზმანებები დაუპირისპირა, უკვე განუდგა ეკლესიას.
აქ ეკლესია განკვეთის გზით ადამიანს თითქოსდა უკანასკნელად მი-მართავს, უკვე არა გაფრთხილებით, არამედ იმის დამტკიცებით, რომ იგი უცხოა ქრისტესთვის, როგორც საუკუნო ცხოვრებისთვის, რომ მან თავისი თავი ეკლესიის გარეთ დააყენა. ეკლესიიდან წასვლა კი ნი-შნავს ეკლესიის წინააღმდეგ წასვლას, მოწამლული ატმოსფეროთი სუნთქვას, ეკლესიისთვის უცხო, სხვა გარემოში ყოფნას, იქ, სადაც ვერ აღწევენ ღვთაებრივი სინათლის სხივები. სარწმუნოებრივი საკითხე-ბისადმი ინდიფერენტული ადამიანები არცთუ იშვიათად თვლიან: საკმარისია მოიხსნას ანათემა, რომ კონფესიათა გამყოფი კედელი დაინგრევა და ისინი ერთიან სულიერ ველში გაერთიანდებიან, უფრო ზუსტად, ერთ ეზოში. მაგრამ ადამიანის სვე-ბედს ანათემები არ წყვეტენ, ეს გაუგებრობაა, თუკი ექიმი ადამიანის სიკვდილის შესახებ აცხადებს, ნუთუ ეს ექიმის სისასტიკეა? მან ავადმყოფები უნდა ანუ-გეშოს ცრუ იმედით, რომ გარდაცვლილი ცოცხალია? ფიზიკური სი-კვდილი შეუქცევადია, ხოლო სულიერი სიკვდილი, როგორც ეკლესი-ისაგან მოწყვეტა, მხოლოდ იმქვეყნად ყოფნის მდგომარეობაშია საბო-ლოო. აქ, დედამიწაზე, ადამიანს შეუძლია კვლავ მიმართოს ეკლესიას და ეკლესიაც ნებისმიერი ცოდვილის და ერეტიკოსის სინანულს მიიღებს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი, და მიუტევებს მას. ამიტომ ანათემა არა სისასტიკე, არამედ მოწყალებაა ეკლესიისა ადამიანების მიმართ, როგორც მშობლების მოწყალება შვილების მი-მართ, მასწავლებლებისა მოსწავლეების მიმართ, როცა მათ აფრთ-ხილებენ, თუ სადაა ჩასაფრებული სასიკვდილო საფრთხე; როცა უფროსი ძმა ეუბნება ტყეში მიმავალ უმცროს ძმებს, რა ადგილას ბინადრობენ გველები, სად არის ჭაობიანი ადგილები ან ტოტებითა და ბალახით შენიღბული ორმოები. განა ეს სისასტიკეა? ერესი და ცრუ სწავლებანი, ეს იგივე დაფარული ორმოებია სულიერ გზაზე. ღირსმა იოანე დამასკელმა ერესს „მგლის ხაფანგები" უწოდა.
ადამიანს მიწიერი ცხოვრება საკუთარი პიროვნების თვითგამორკვე-ვისთვის, ზნეობრივი სრულყოფისთვის და სულიერი გზის არჩევი-სთვის მიეცა. იმქვეყნიური ცხოვრება, ეს გაცხადებაა იმისა, რაც ადა-მიანმა მიწიერ ცხოვრებაში მოიხვეჭა. ყველაზე მთავარი კი ესაა: მო-იხვეჭა თუ არა ქრისტეს ხატება თავის სულში; მოიხვეჭა თუ არა სულიწმიდის მადლი - ზეციდან დედამიწაზე გადმოდინებული მარა-დიული ნათელი. თუ არ მოიხვეჭა, მაშინ მის სულში სხვა, შავი სახე გაჩნდება, რადგან სულიერ სამყაროში ნეიტრალური არ არსებობს.
თავისთავად ანათემა არ არის წყევა წარწყმედის სურვებით. ის ეკლ-ესიისაგან განდგომილს იმის შესახებ აფრთხილებს, რომ იგი წყევისა და მარადიული უკუნის ქვეყანაში აღმოჩნდა. სიკვდილის შემდეგ და-ბრუნება და სინანული არ არის.
ავადმყოფის დიაგნოზი რომ დავხიოთ, ეს არ შეცვლის მის მდგომა-რეობას; საფლავის წარწერა რომ წავშალოთ, მკვდარი მაინც მიწაში დარჩება. ერესი - ეს საეკლესიო კანონით თვითგანკვეთაა ეკლესიიდან. მოუნანიებელ ცოდვილს თუგინდ მოეხსნას ანათემა, მას ეს მაინც არ მიაახლოებს ღმერთთან, მის იმქვეყნიურ ხვედრს ვერ შეცვლის. ნე-ტარი ავგუსტინე ამბობდა, რომ შესაძლოა გწამდეს წმიდა სამება ეკ-ლესიის გარეშე, გეჭიროს სახარება და იქადაგო, ქრისტეს სახელი-სთვის ევნო, მაგრამ ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ერთი რამ - ცხო-ნება. სწორედ ამას მოწმობს ეკლესია სიტყვით - „ანათემა", რომელიც მომაკვდავი შვილების შემხედვარე დედის გოდებასავით გაისმის.
1რიგორიზმი - ფრანგ. რიგორისმე პრინციპების, წესების წვრილმა-ნურად მკაცრი, განუხრელი დაცვა, უპირატესად ზნეობრივ საკით-ხებში.