კითხვა: საიდან ჩანს, რომ სასწაულები ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის ნიშანია?
პასუხი: ვინც ჭეშმარიტ სასწაულებს აღასრულებს, ის ღვთის ძალ-ით მოქმედებს, მაშასადამე, თავადაც სათნოა ღმერთისთვის და თანა-ზიარია სულიწმიდისა. ასეთი პირი კი მხოლოდ წმინდა ჭეშმარიტ-ებას ღაღადებს. ამიტომ, როდესაც ის ღმერთის სახელით საუბრობს, მაშინ მისი ბაგეებით უეჭველია, რომ ღვთის სიტყვა მეტყველებს.
ამიტომაც აღიარებს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე სასწაულ-ებს თავისი საღვთო წარმოგზავნილობის მნიშვნელოვან მოწმობად: „საქმენი რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე" (იოანე, 5, 36).
(გაგრძელება იქნება...)