კითხვა: როგორ ხდება წინასწარმეტყველება ღვთის ჭეშმარიტი გამოცხადების ნიშანი?
პასუხი: ამის ახსნა მაგალითით შეიძლება. როდესაც წინასწარმე-ტყველმა ესაიამ ქრისტე-მაცხოვრის ქალწულისგან შობა იწინასწარ-მეტყველა, რასაც ადამიანის ბუნებრივი გონება აზრადაც ვერ გაი-ვლებდა, და როდესაც ამ წინასწარმეტყველებიდან რამდენიმე ასწ-ლეულის შემდეგ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალ-წულისგან, მარიამისგან იშვა, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია არ დაინახო, რომ წინასწარმეტყველება იყო ყოვლისმცოდნე ღმერთის სიტყვა და რომ ნაწინასწარმეტყველების აღსრულება არის ყოვ-ლადძლიერი ღმერთის ქმედება. ამიტომ, წმინდა მათე მახარებელს, როდესაც ქრისტეს შობას მოგვითხრობს, მოჰყავს ესაია წინასწარ-მეტყველის ნაწინასწარმეტყველები „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თა-რგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი" (მათე, 1, 22, 23).
(გაგრძელება იქნება...)