კითხვა: როდესაც ეკლესია სთავაზობს საღვთო გამოცხადებისა და წმინდა წერილის სწავლებას იმ ადამიანებს, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იციან, რა ნიშნებით არწმუნებს იგი მათ, რომ ეს ნამდვილად ღვთის სიტყვაა?
პასუხი: ეს ნიშნები შემდეგია:
1. სწავლების ამაღლებულება, რომელიც მოწმობს, რომ შეუძლებე-ლია იგი ადამიანურ გონებას შეეთხზა;
2. სწავლების სიწმინდე, რომელიც აჩვენებს, რომ ის შეეძლო ჩამო-ეყალიბებინა მხოლოდ ღვთის უწმინდეს გონებას;
3. წინასწარმეტყველება;
4. სასწაულები;
5. სწავლების უძლიერესი ზემოქმედება ადამიანის გულზე, რაც მხოლოდ ღვთის ძალას ახასიათებს.
(გაგრძელება იქნება...)