ღმერთის შესახებ საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ იგი თავისი არსით მიუწვდომელია, სამყაროსაგან დამოუკიდებელი, ერთიანი სულიერი არსებაა. ჩვენი მიზანი არ გახლავთ ღვთის არსების ირგვლივ სრული დოგმატური სწავლების გადმოცემა.
თანამედროვე ადამიანს ე.წ. დევკაცები ზღაპრებსა და თქმულებებში თუ სმენია. შესაბამისად ნაკლები სერიოზულობით ეკიდება იგი ამ საკითხს. კაცობრიობის განვლილ გზას თუ გადავხედავთ და წმიდა წერილსაც თუ მოვიშველიებთ, შევნიშნავთ დევკაცების არსებობას უძველეს დროში.