1. რიცხვ 666-ის შესახებ
საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, არ არის მკაფიოდ განსაზღვრული წარმოდგენა რიცხვ 666-ზე და მის მნიშვნელობაზე. როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ ამ ციფრთან და ანტიქრისტეს ბეჭედთან ქრისტიანები? მიზეზი საზოგადოების გაუთვალისწინებლობისა და უყურადღებობისა ამ საკითხის მიმართ, გახლავთ სრული რელიგიური გაუნათლებლობა. მრავალ ქრისტიანს საერთოდ არ წაუკუთხავს ამ თემაზე შესაბამისი განმარტებითი ლიტერატურა, რომელთა შეძენა დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არსებობს რეალური დეფიციტი მრევლის ორგანიზებული და მიზანდასახული განათლებისა. მე ვერ ვიტყვი, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ სისტემატიურობა ამ საკითხში ნამდვილად გვაკლია. ამიტომაც ხშირად შევხვდებით ისეთ ქრისტიანებს, რომლებმაც საერთოდ არ იციან, როგორ იმოქმედონ ამ პრობლემის დასაძლევად. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ იმდენად ძლეულნი ვართ ამა სოფლის სულისკვეთებით, რომ გარემოებას, ვითარებას და იდეებს ვაფასებთ არა სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე, არამედ პირიქით, სახარებას განვმარტავთ ამა სოფლის იდეებისა და გარემოებების თვალთახედვით.
2. ჩვენ არ გამოვიმუშავეთ მართლმადიდებლური და ეკლესიური აზროვნება და შეგნება.
ქრისტიანები დღეს ნაკლებად ვკითხულობთ წმიდა წერილს და მამათა ნაშრომებს. მე არ ვამბობ, რომ კითხვით დავკავდეთ ღვთისმეტყველურ დონეზე, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული, წმ. წერილზე დაფუძნებული აზროვნება აუცილებლად უნდა გამოვიმუშაოთ. რასაც შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ სახარების სისტემატური კითხვით. ჩვენ კი უმეტესად საერთოდ არ ვკითხულობთ სახარებას. თუმცა საზოგადოებრივი პრესისათვის: პოლიტიკური, კულტურული, გასართობი და სპორტული ჟურნალ-გაზეთებისათვის მკაცრად გვაქვს გამოყოფილი დრო. ასეთი მიმართულების გამო ჩვენი სულიერი ძალები ინერტული ან საერთოდ უსუსური ხდება. ასეთ უძლურებაში მყოფი სული ვერ შეეწინააღმდეგება ამასოფლის ცთუნებას, რომელიც დღითიდღე მატულობს. დამძიმებულ გონებას კი არ შესწევს ძალა განასხვავოს, რა მიიღოს და რა უკუაგდოს, განსაკუთრებით კი კრიტიკულ მომენტში, როდესაც საჭიროა ელვისებური რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რიცხვი 666.
3. მოშვება, უზრუნველობა, უდარდელობა
ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ჩვენ გვავიწყდება, რომ ამ ქვეყნად ჩვენი უმთავრესი საქმე არის სულის ცხონება. სხვა ყველაფერი _ მეორე ხარისხოვანია. სწორედ სულის ცხონება უნდა განსაზღვრავდეს ჩვენი ცხოვრების წესს. ჩვენ კი, როგორც წესი, შებოჭილნი ვართ დამღუპველი სულიერი ინერტულობით და მიძინებით. მოძღვრები გვიქადაგებენ, სულიერად გვაფხიზლებენ, ჩვენ კი ძილი გვერევა. მაგრამ, როგორც კი გვესაუბრებიან ამქვეყნიურზე, რაღაც "პიკანტურზე", იქვე განქარდება დაღლილობა, ძილის სურვილი. ჩვენ მთელი ძალისხმევით ვეცდებით დავიკმაყოფილოთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა. მიწიერი საქმეებისათვის მზად ვართ დავიტანჯოთ, არ დავიძინოთ. ხოლო როგორც კი საკითხი სულიერ თემას შეეხება, მაშინვე გვერევა დაღლილობა და ძილი, როგორღა შევეწინააღმდეგოთ, როცა გვაქვს ასეთი ფსიქოლოგია და სულიერი განწყობა? განა ზარმაც და უდარდელ ადამიანს ძალუძს დაამარცხოს მტერი? პირიქით მტერი ყოველთვის სძლევს დაძინებულ მეტოქეს.
4. ცრუ სიმშვიდე
ჩვენ თანახმა ვართ ყველაფერი დარჩეს უცოდველი, მოვლენები განვითარდეს თავისთავად, მივყვეთ დინებას. საკვირველი კი ის არის, რომ გვჯერა და გვწამს, ყველაფერი კარგად იქნება. გვავიწყდება, რომ ჩვენი ტანაქმედება, ნების გამოვლენა, აუცილებელი პირობაა ღვთის წყალობის ჩვენზე გარდამოსვლისა.
5. ორგულობა, ორაზროვნება.
მრავალ ქრისტიანს აბრკოლებს პირველ რიგში საკუთარი ორგულობა და ორაზროვნება და ამასთანავე, ორაზროვნება და ორგულობს ზოგიერთი სასულიერო პირისა. იმ პირების, რომლის სიტყვა უნდა იყოს მხოლოდ პირდაპირი, ერთგული და სავსებით გასაგები.
ზოგიერთი ქრისტიანი ამბობს: "მე არ უარვყოფ ქრისტეს, არავითარ შემთხვევაში! თუ ვითარება ძალიან გართულდა, მე გარეგნულად თითქოს უარვყოფ მას, შინაგანად კი რწმენას შევინარჩუნებ; ძველებურად ვლოცულობ, ვმარხულობ, მოვინანიებ ცოდვებს. ერთი სიტყვით ვიყავი, ვარ და ვიქნები ქრისტიანი სამყარო რომც განადგურდეს".
დრეს მრავალ ადამიანს შევხვდებით ასეთი აზროვნებით და რადგანაც მრვალი ფიქრობს ამგვარად, მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი.
გავიხსენოთ ქრისტეს სარწმუნოებისთვის დევნილი მოწამენი. მათი ხვედრი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. შენდობა გამორიცხული იყო. სარწმუნოებისათვის მტკიცე დგომა ნიშნავდა გარდუვალ და მოწამეობრივ სიკვდილს. ურწმუნო ან სახელად ქრისტიანი ნათესავები და მეგობრები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ტყვედ მყოფი მოწამეები, რომ სიტყვით თაყვანი ეცათ კერპებისათვის გულით და ქრისტიანებად დარჩენილიყვნენ. ზოგი ურჩევდა დაეწვათ წარმართული წიგნები ნაცვლად ქრისტიანულისა და ამ გზით აეცდილებინათ ტყვეობა და წამება ერტი სიტყვით ყველა სთავაზობდა ტავისას. იდეა კი ყოველთვის რჩებოდა უცვლელი: შენ მხოლოდ გარეგნულად გაითამაშე, თითქოს უარყავი ქრისტე, შინაგანად კი მას არ უარყოფ.
როგორ იქცეოდნენ მოწამენი? ღებულობდნენ ამგვარ ლოგიკას? არავითარ შემთხვევაში. ისინი არავითარ გარეგნულ თაყვანისცემას არ გამოხატავდნენ კერპების მიმართ. არამც თუ გარეგნულ თაყვანისცემას, მათ საერთოდ არ იცოდნენ რა არის ორგულობა, ანუ ერთი იწამო, მეორე კი აღიარო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს მოწამეს ღრმად არ სწამს ქრისტესი და სიკვდილის შიში ძლევს ღვთისადმი სიყვარულს. წმიდა მოწამენი ამგვარად რომ მოქცეულიყვნენ საკითხავია, შევინარჩუნებდით კი ქრისტიანობის კვალსაც კი დღემდე?!
წმიდა მოწამენი ფლობდნენ ერთ ენას _ ჭეშმარიტების ენას და მას იყენებდნენ ყოველთვის. მათთვის "ჰო" ნიშნავდა "ჰო"-ს, ხოლო "არა" _ "არა"-ს, მათ არ იცოდნენ "ჰო", რომელიც ნიშნავდა "არა"-ს და "არა", რომელიც ნიშვანდა "ჰო"-ს. ორგულობა ეს ისეთი მცენარეა, რომელიც არ უხდება ქრისტიანულ ნიადაგს. ან გწამს ქრისტესი და მამაცად აღიარებ მას, მიუხედავად შემდგომი მოვლენებისა, ან უარყოფ მას. "ვითარმედ აღთუიარო პირითა შენითა უფალო იესო, და გრწმენენ გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმა ან აღადგინა იგი მკვდრეთით, სცხონდე. რამეთუ გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხოვნებელად" (რომ 10. 9-19). მივაქციოთ ყურადღება, მოციქული პავლე თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც გარეგნულ აღიარებას, ასევე შინაგან რწმენას. აქვე მოვიყვანთ მაცხოვრის სიტყვებს: "ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცატაისა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათ. 10, 32-33). ასე, რომ მაცხოვრის სიტყვები ნათელია და არ ტოვებს ადგილს ეჭვისათვის. რწმენაში ორგულობა და მერყეობა არ არის დამახასიატებელი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის.
ასე რომ, თუკი რიცხვი 666 არის უბრალოდ ნომერი, მაშინ იბადება ასეთი კითხვა.რა არის ურო და ნამგალი? სოფლისმეურნეობისათვის საჭირო ინსტრუმენტები. მაგრამ თუკი მხოლოდ სამეურნეო ინსტრუმენტებზეა საუბარი, მაშინ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მრავალი ერი ზიზღით, მრისხანებით და გაღიზიანებით უკუაგდებენ ამ ინსტრუმენტთა შეჯვარებას? რათქმა უნდა მათ უკუაგდებენ არა როგორც სამეურნეო ინსტრუმენტებს, არამედ, როგორც სიმბოლოს ერთ-ერთი საშინელი პოლიტიკური რეჟიმის კაცობრიობის ისტორიაში.
იგივე შეიძლება ითქვას რიცხვ 666-ზე. ვინც ღებულობს ამ ციფრს უარყოფს ქრისტეს, ანუ გარბის ქრისტეს მხედრობიდან და შეეკვრება ეშმაკს. მას ვისაც სამგზის უარვყოფთ ნათლობის დროს, მასვე ვუბრუნდებით. ამას ვამბობთ არა როგორც ფანატები, არამედ წმიდა წერილზე დაყრდნობით. თუკი ზოგიერთი წმიდა წერილში ფანატიზმს ხედავს, ჩვენ მათ არ მივენდობით. ჩვენი ცხონებისათვის ქრისტემ თავი დადო. და ყველაზე წინ ჩვენ მას ვაყენებთ და არავის სხვას. ჩვენთვის ყველაფერი, რაც წმიდა წერილში წერია, სრული ჭეშმარიტებაა. განა შეიძლება ადამიანებს მივენდოთ უფრო მეტად ვიდრე ღმერთს, მიუხედავად მათი მაღალი წოდებისა თუ გავლენისა. წმ. წერილი, გამოცხადებაში ამბიბს: "და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაი თვისი ქვეყანასა ზედა, და იქმნა მაღალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მხეცისაი მათ ზედა თაყვანის-სცემდეს ხატსა მისსა" (გამოცხ. 16.2). ანუ ვინც მიიღებს ბეწედს იგი უარყოფს ღმერტს, და ხდება სატანის ტყვე. წმ. წერილში აგრეთვე ხაზგასმულია, იმ პიროვნებათა ხვედრი, რომლებიც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, მიიღებენ ბეწედს, ისინი იქნებიან დასჯილნი, არა მარტო იმქვეყნად, არამედ ამ დედამიწაზეც, მიუხედავად იმისა სჯერათ ამისი თუ არა.
არქიმანდრიტი ევსები ვიტისი