xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ხიბლი და შეშლილობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
ხიბლი და შეშლილობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
29-05-2015, 06:54  / ამოსაბეჭდი ვერსია

ხიბლი და შეშლილობა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

   – წმიდაო მამაო, ხიბლში მყოფი ადამიანი რომელიმე სულიერი სნე-ულებითაა დაავადებული?

   – ყოველთვის არა. ხიბლი ერთია, სულიერი სნეულება კი მეორე. ზო-გიერთი ადამიანი უბრალოდ ხიბლში ვარდება და სულიერად სნეუ-ლდება. ათონის წმიდა მთაზე ერთი ბერს ვიცნობდი, რომელიც არავის უგდებდა ყურს, ის მონასტრიდან წავიდა და ათონზე დაეხეტებოდა. ოთხჯერ თუ ხუთჯერ მოვიდა ჩემთან ვითომდა კურთხევის ასაღე-ბად, რომ ასკეტური ცხოვრება დაეწყო და ყოველ ჯერზე ვურჩევდი იმავე მონასტერში დაბრუნებას, სადაც აღიკვეცა. ბოლოს და ბოლოს მან სენაკი იყიდა და იქ ცხოვრობდა. ამგვარი მეუდაბნოე ცხოვრების მეშვიდე თვეს ის ჩემთან სენაკში მოვიდა. „დაბრუნდი შენს მონას-ტერში". კვლავ ვურჩიე. „ახლა მე უკვე ავიღე მონასტრიდან წამოსვლის ცნობა და უკან აღარ მიმიღებენ". მომიგო მან. „ფრთხილად იყავი, ძალინ დიდი ყურადღება გჭირდება, ბოლოს და ბოლოს რომელიმე ბერს მაინც მიეკედლე, რომ მორჩილებაში იცხოვრო და შენს ნებაზე არ იყო". ვარიგებდი მე. „მე ღვთის ნების მორჩილებაში ვიქნები". მომიგო ამაზე. „მიდი, მიდი, რომელიმე მონასტერს თხოვე, რომ მიგიღონ".

  ვარწმუნებდი კვლავ. „მე მეუდაბნოე გავხდი და ახლა უკან დავბ-რუნდე?! წადი და შენ თხოვე". გამომიცხადა ბოლოს. „მარტო როგორ იქნები, თუ გინდა მივალ და შენს მაგიერ მე ვითხოვ, რომ მიგიღონ". შევთავაზე, რადგან მისი დახმარება მსურდა. „აი რა, – მითხრა მან, ყურადღებით მომისმინე, თუ დაყუდებული ცხოვრება აღარ გსურს და მონასტერში გინდა დაბრუნება, წადი და შენ თვითონ დაბრუნდი". როდესაც ვნახე, რომ ასე ურცხვად იქცეოდა, თავი დავანებე. მცირე-ოდენი დრო გავიდა და შევიტყვე, რომ ამ ბერს უწმიდური სული დაეუფლა და გარდა ამისა, ჭკუიდან შეცდა. მას ეშმაკი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახით გამოეცხადა და უთხრა: "შვილო, თუ შემომი-ვრდები და თაყვანს მცემ, სულიწმიდის შვიდ ნიჭს გიბოძებ". საბრა-ლომ იფიქრა: "ახლა მე სულიწმიდის შვიდ ნიჭს მივიღებ და ყველას თავს გადავამეტებ". მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა ეშმაკს. როგორც კი მიწას დაემხო, უწმიდური სული დაეუფლა მას. მაგრამ ამ ეშმაკეული ზემოქმედების შედეგად მისი სულიერი მდგომარეობაც ძლიერ შეი-რყა. მან მოინდომა პროეპისტატი გამხდარიყო, მივიდა წმიდა კინო-ტში, შენობაში მყოფი ბერები გასაღებით ჩაკეტა, პროეპისტატის კვე-რთხი აიღო და თავმოწონებით დაეშვა კიბეზე. კარიესელი ბერები გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ წმიდა კინოტის კიბეზე ახალი „პროეპისტატი" ჩამოდიოდა. რამდენიმე ბერი კარიესის მახლობლად შეუმჩნევლად მიუახლოვდა ავადმყოფს ჯიპით, ბერებმა ის ავტომან-ქანაში ჩასვეს და სულით ავადმყოფთა საავადმყოფოში წაიყვანეს. მისი ეშმაკეული მდგომარეობა დღეისათვის მცირედ გაუმჯობესდა, მაგრამ სულიერი ავადმყოფობა ძველებურად დარჩა.

  – წმიდაო მამაო, განა ყველა ხიბლში მყოფი ადამიანი გარკვეულ-წილად ეშმაკეული არ არის?    

   – აბა რა არის?! ის მარტო ეშმაკეული კი არ არის. ხიბლში მყოფს შე-საძლოა, იმაზე მეტი ეშმაკი ჰყავდეს დაპატრონებული, ვიდრე – შე-პყრობილს. თუმცა საერთოდ, ხიბლი ერთი რამ არის, ეშმაკეულობა კი – მეორე.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine