xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » საშინელი საცდურები და ხიბლები მოღვაწეობა და ხიბლი - წმიდა პაისი მთაწმინდელი
საშინელი საცდურები და ხიბლები მოღვაწეობა და ხიბლი - წმიდა პაისი მთაწმინდელი
22-06-2015, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

საშინელი საცდურები და ხიბლები მოღვაწეობა და ხიბლი - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

 

   – წმიდაო მამაო, ხიბლი მაშინებს.

  – სწორედაც იქცევი. ვისაც ხიბლისა და საცდურისა ეშინია, ხიბლში აღარ ვარდება, იმიტომ, რომ ის ყურადღებითაა და მოძღვარს თავის ზრახვებს ამცნობს. ის არაფერს მალავს და ამგვარად შეწევნას იღებს.

   – წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ხიბლისკენ მიდრეკილება?

   – ხიბლისკენ მიდრეკილება იმას ნიშნავს, რომ შენში ცოცხლობს იდ-ეა, თითქოსდა რაღაცას წარმოადგენდე და სხვებს აჩვენებ, რომ ღვაწლს აღასრულებ. ხიბლისკენ მიდრეკილება ნიშნავს, თვლიდე, რომ გარკევეულ სულიერ დონეს მიაღწიე, რამდენადაც რაღაც ღვაწლს აღასრულებ. სხვებზე კი ფიქრობდე, რომ მათ სულიერი ცხოვრების არსი ჯერაც ვერ შეუცვნიათ და ამპარტავნულად ეპყრობოდე. თუ ადამიანი ეგოისტურად აიძულებს საკუთარ თავს, რომ იღვაწოს და სურს, რომელიმე წმიდანს გაუტოლდეს, რათა ამით სხვათა აღტაცება დაიმსახუროს, – ეს უკვე ხიბლის დასაწყისია. ერთი საქმეა, აიძულო საკუთარი თავი იღვაწოს, ხოლო მეორე – დააძალო მას. ერთხელ ერთ ადამიანს ვუთხარი: "ყურადღებით იყავი, რომ სულიერ ცხოვრებასთან არასწორმა დამოკიდებულებამ ხიბლში არ ჩაგაგდოს. შენ სულიერი საფრთხის წინაშე დგახარ". „მე და – ხიბლი"? – გაიკვირვა მან, მე ხომ ხორცსაც კი არ ვჭამ". ამასთან ეს ადამიანი აღსარებასაც კი არ ამბობდა. თავის ცოდვებს ის ხატს „ეუბნებოდა". „მართლმადიდებელი ხარ თუ პროტესტანტი? – ვუთხარი მე, რომელ წიგნში წაიკითხე, რომ აღსარება ასე უნდა თქვა"? „რა, განა ქრისტეს ჩემი არ ესმის"? მომიგო მან. გესმით რა ხდება? – წმიდაო მამაო, ხორციელი მოღვაწეობა ვნებების წინააღ-მდეგ ბრძოლაში ეხმარება?

   – თუ ხორციელი მოღვაწეობა ვნებების დასათრგუნად აღესრულება, მაშინ ეხმარება. ხორცი ითრგუნება და სხეული სულს ემორჩილება. მაგრამ თუკი ვინმე მშრალი მოღვაწეობითაა დაკავებული, შედეგად მას ილუზიები ექმნება. ასეთი სახის მოღვაწეობა ხომ სულიერ ვნებებს აყალიბებს, ამპარტავნებას ავითარებს, თვითდაჯერებულებას აძლიე-რებს და ხიბლისკენ მიუძღვება. მაშინ, როდესაც საკუთარ მშრალ მოღვაწეობას უცქერს, ადამიანი ასკვნის, რომ სულიერად წარმატე-ბულია, ის ამპარტავნდება: "მე ასეთი და ასეთი სულიერი ღვაწლი მაქვს ნატვირთი, ის ძმა კი ამაში მოიკოჭლებს. მე უკვე მივაღწიე ამა და ამ წმიდანის დონეს, იმ წმიდანს კი გადავამეტე". – და ის კიდევ უფრო მეტს მარხულობს და მეტ მღვიძარებაშია. მაგრამ მისი ყოვე-ლგვარი შრომა ამაოდ იხარჯება, იმიტომ, რომ ყოველივე ამას ის ვნებების მოსაკვეთად კი არ აღასრულებს, არამედ, იმისათვის, რომ ეგოისტური კმაყოფილება განიცადოს. ერთ ბერს ვიცნობდი, რომელიც ხორციელ ღვაწლს ამპარტავნებით აღასრულებდა. საკუთარ თავს ეუ-ბნებოდა, რომ უდიდესი ასკეტი იყო. უკვე იქამდე მივიდა, რომ აღარ ჭამდა, ტანსაცმელს აღარ ირეცხავდა და საშინელ სიმყრალესა და სიბინძურეში იწვა. მისი სამოსი სიბინძურისაგან ერთიანად დალპა. ერთხელ ტანსაცმელი ავიღე, რომ გამერეცხა, მაგრამ გასარეცხიც აღ-არაფერი იყო. ერთხელაც მან მითხრა: "ღირსი იოანე გლახაკი უკვე უკან ჩამოვიტოვე". „რას როშავ, შენ გგონია, რომ იოანე გლახაკმა სი-წმიდეს სიბინძურით მიაღწია"? მივუგე მე. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა ჩემთან და გამომიცხადა: "ღირსი მაქსიმე კავსოკალივე-ლიც უკან მოვიტოვე". „მაინც – როგორ მოიტოვე უკან"? ვეკითხები. „როგორ და უბრალოდ – მთელ ათონის მთას ბზრიალასავით გარს ვუვლი"! „შენცა ხარ რაღა! წმიდა მაქსიმემ უსხეულოთა მდგომარეობას მიაღწია და ბზრიალასავით კი არ ტრიალებდა შენსავით, არამედ დაფრინავდა". ვუპასუხე მე. მერე იმ ადამიანმა სიკვდილის ხსოვნის „გამომუშავება" დაიწყო და გონებაში ჩაინერგა: "ახლა მე ჯოჯოხეთში ვიმყოფები". კიდევ მცირე ხანი გავიდა და მან ვითომდა სიმდაბლის მოსაპოვებლად დაიწყო ლაპარაკი: "ახლა მე ეშმაკი გავხდი, სატანად ვიქეცი, წავალ და ჩემს მიმდევრებს შევკრებ". სწორედ ასე ჩავარდა ეს ადამიანი ხიბლში.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine