წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატ-ილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს.
წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სას-წაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდ-გომოდა ქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი გა-ნაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკი-დეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადა-რჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთ-ვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას ლოცვად დამდგარ მოწამეს თვით უფალი გამოეცხადა და განამტკიცა. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
„წმიდანთა ცხოვრება"