– წმიდაო მამაო, რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ეშმაკე-ულში?
– „ეშმაკნი მრავალნი" – წერია სახარებაში. რადგანაც შეპყრობილის პირით უწმიდურმა სულმა თავად თქვა, რომ მისი სახელი „ლეგიონ-ია". და ნახეთ! როგორც უწმიდური სულით შეპყრობილ ადამიანში შესაძლოა მოთავსდეს მრავალი ეშმაკი, ასევე – მორწმუნის გულში შეიძლება ყველა წმიდანი შეიკრიბოს. ადამიანის გულში ხომ თავად ქრისტე თავსდება! წმიდანებზე რაღა ითქმის?! ეს უდიდესი საიდუმ-ლოა! ერთხელ, როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ჩემთან სტუმარი მოვიდა და რკინის უროთი სენაკის გვერდით და-აკაკუნა. როდესაც ფანჯრიდან გავიხედე, თვალთა წინაშე საშინელი სანახაობა წარმომიდგა! დავინახე ადამიანი, რომელსაც უკან ეშმაკების მთელი ჯარი მოჰყვებოდა! მას შავი ეშმაკების მთელი ხროვა ერტყა გარს. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ამდენი უწმიდურის ზე-მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს საცოდავი ექსტრასენსი იყო. საეკ-ლესიო ლოცვების სიტყვებს შორის ის ეშმაკის მოსახმობ სიტყვებს ურთავდა, ქრისტიანულ წიგნებს ოკულტურ ლიტერატურასთან აზა-ვებდა და ყოველივე ამის შედეგად ეშმაკებმა მასზე უდიდესი ძალა მოიპოვეს. საშინელი საქმეა! ამის დანახვამ საშინლად აღმაშფოთა.
არიან ფსიქიატრები, რომლებიც ეშმაკისაგან შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიურ ავადმყოფებად თვლიან. არიან თავის მხრივ სასულიერო პირები, რომლებიც ფსიქიურ ავადმყოფებს ეშმაკეულებად მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც შეპყრობილებმა და ფსიქიურად დაავადებულმა ად-ამიანებმა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვანაირად უნდა იმკუ-რნალონ. როგორ დაეხმარება ფსიქიატრი შეპყრობილს.
– წმიდაო მამაო, ეშმაკეულს შეუძლია იმის მიხვედრა, რა დააშავა და რატომ დაეუფლა მას უწმიდური სული?
– დიახ, ამის მიხვედრა მას შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, რო-დესაც მისი გონება უკვე დაზიანებულია. უკანასკნელ შემთხვევაში ეშმაკეულის დახმარება ადვილი არ არის. მაგრამ თუ ის მხოლოდ ეშმაკეულია, ანუ – თუ მისი გონება დაზიანებული არ არის, მასთან ურთიერთგაგება და მისი გადარჩენა შესაძლებელია. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ადამიანი საბერძნეთის ჩრდილოეთიდან, იქ ის ვიღაც ინდუსებთან იყო დაკავშირებული და შედეგად უწმინდური სული დაეუფლა. საშინელ, ბინძურ სალანძღავ სიტყვებს ამბობდა და პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. თვალები გაველურებოდა ამ უბედურს და ბუდეებიდან უცვიოდა. „ნუ ამბობ ამ საგმობ სიტყვებს, იმიტომ, რომ ამით ეშმაკს მოუხმობ". – ვარიგებდი მე, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. თუმცა ამავე დროს დახმარებას მთხოვდა: „მომისმინე, – ვპასუხობდი მე, – აბა როგორ დაგეხმარო, შენ გინდა, რომ შენთვის ვილოცო, რომ ქრისტემ შეგიწყალოს და უწმიდური სულისგან გიხსნას და ამავე დროს მოუხმობ ამ უწმიდურ სულებს. წადი, აღსარება თქვი, კვეთ-ებულის ლოცვა წაგიკითხონ, მერე დაბრუნდი ჩემთან და ვილაპა-რაკოთ". „არ წავალ"! მპასუხობდა ის. „ეჰ რას ვიზამ, მაშინ ეკლესიაში წავიდეთ და იქ კანდელიდან ზეთს გცხებ". „არ მინდა. მე ის მინდა, რომ დამეხმარო" თავისაზე იდგა ის. მერე მომშორდა და ეზოში სხვა სტუმრებთან დაიწყო საუბარი. ამ დროს მე მომლოცველთა ჯგუფს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ღმერთი ადამიანზე განსაცდელს მისივე ცხონებისათვის უშვებს. ეს რომ მოისმინა, ეშმაკეულმა შორიდანვე დაგვიძახა: „ნეტა საიდან მოიტანე, რომ ღმერთი ადამიანების ცხონე-ბაზე ზრუნავს? ჩვენ ერთი მამა გვყავს ზეცაში და ერთი მამა მიწაზე, ხოლო ყველაზე აღმატებული გვყავს ერთი მთავარი". „შეწყვიტე ეგ საეშმაკო ლაპარაკი"! ვუყვირე მე და იესოს ლოცვას შევუდექი. ის კი ამბობს : „ჰოი, აი ეხლა კი ამირიე"! „აბა გასწი აქედან"! ვუბრძანე მე და ის შორს გადაფრინდა. მერე კი გამოკითხვა დამიწყო: "შენ ვისთან ხარ"? „ქრისტესთან"– მივუგე მე. „ტყუი, ქრისტესთან არ ხარ, იმიტომ, რომ ქრისტე ეს მე ვარ. შენ კი მე მცემ". ეშმაკი მას ყველაფერს წაღმა–უკუღმა აჩვენებდა.
– წმიდაო მამაო, ამ ყველაფერს თვითონ ეშმაკი ამბობდა?
– დიახ, ეშმაკი. მაგრამ, აბა შევხედოთ: ღმერთმა ხომ მისცა იმ ადამი-ანს ძალა წმიდა მთაზე ჩამოსულიყო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის ათონზე ჩამოსვლა საბერძნეთის საპირისპირო მხრი-დან ხუმრობა როდია! მაგრამ რას გააწყობ?! ის არ გისმენს და უარესად ხდება. უფრო მორჩილი რომ ყოფილიყო შემწეობას აუცილებლად მიიღებდა.
(გაგრძელება იქნება...)