xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
11-05-2015, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

   ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან, და ამავე დროს ის ძალიან მაღ-ლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს" ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან  ურთიერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამი-ანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სი-მდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყო სიყვარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს" – გვეუბნება სა-ხარება.

  ადამიანს ღმერთმა გონება იმისთვის მისცა, რომ მან გაიზიაროს, რამდენად დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებ-ლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ სურს, რომელ-შიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი – მარადიული სატან-ჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარად ის საკუთარ თავს იმ მიწიერ სი-ხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცეს და სამოთხეში ღმერთთან ყოფნით უნდა გაგრძელდეს.

   ღვთისგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სა-ხარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რა თავსა თვისსა, თქუა: აღვდგე და წარვდგე მამისა ჩემისა" ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცო-დვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნ-ურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკ-ლებულია.

   – წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს: "თუკი ადამიანი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს". რა აქვს მას მხედველობაში?

   – სულიერი ცხოვრებისათვის მრავალი წელი საჭირო არ არის. თუ შეინანებს, ადამიანს ძალუძს, ერთ წამში ჯოჯოხეთის სატანჯველიდან სამოთხეში გადაინაცვლოს. ადამიანი ადვილად ცვალებადია, ის შეს-აძლოა, იქცეს ანგელოზად, ან იქცეს ეშმაკად. ჰოი, რაოდენ დიდ ძალას ფლობს სინანული! ის საღმრთო მადლით იკვებება. თუკი ადამიანი გონებაში თუნდაც ერთ თავმდაბლურ აზრს შეიწყნარებს, მაშინ ის ცხონდება. მაგრამ, თუ იგი ამპარტავნულ აზრს მიიღებს, არ შეინანებს და ამგვარ მდგომარეობაში წამოეწევა სიკვდილი, მაშინ დამთავრდა – ის დაღუპულია! რა თქმა უნდა თავმდაბლურ აზრს სულიერი სუ-ლთქმა, შინაგანი შემუსვრილება უნდა ახლდეს. რადგანაც აზრი არის აზრი, ხოლო ადამიანს გულიც აქვს. „ყოვლითა სულითა, ზრახვითა და გულითა" – ამბობს მგალობელი. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამბა ანტონი აქ რაღაც უფრო მტკიცე მდგომარეობას გულისხმობს. იმისათვის, რომ კეთილ მდგომარეობას მიაღწიოს ადამიანმა, გარკვეული დროა სა-ჭირო. მე ვწუხვარ, ვნანობ და მეყსეულად ვიღებ შენდობას. თუკი მოღვაწეობრივი სული მაქვს, მაშინ შემიძლია ნელნელა განვიმტკიცო ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდეს, აქეთ–იქით ხეთ-ქებას ვერ ავცდები.

  – წმიდაო მამაო, ხანში შესული ადამიანი შეძლებს, საკუთარ თავს სულიერად დაეხმაროს?

  – როდესაც ადამიანი ბერდება, მას სინანულის განსაკუთრებული საშუალება ეძლევა, რადგანაც მისი ილუზიები იფანტება. ვიდრე ად-ამიანი ახალგაზრდა იყო, ხორციელი ძალები ჰქონდა, სირთულეებს არ აწყდებოდა და საკუთარ სისუსტეს ვერ ხედავდა, ფიქრობდა, რომ კარგ მდგომარეობაში იყო. მაგრამ სიბერეში გზად დახვედრილი ტკი-ვილი, რომელიც გამუდმებით თან სდევს, მიხვდეს, რომ რაღაც წე-სრიგში ვერ აქვს, რომ სულიერად კოჭლობს; ხოლო, როდესაც ამას მიხვდება, შეინანებს. თუკი ასეთი ადამიანი სულიერ სარგებელს გა-მოწოვს იმ რამოდენიმე წლიდან, რომელიც მას დარჩენია და გამ-ოიყენებს მის მიერ განვლილი მრავალი წლის გამოცდილებას, ქრისტე არ მიატოვებს და შეიწყალებს ამ ადამიანს.

 

 

(გაგრძელება იქნება...) 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine