კაცის სვინდისი სხვა არაფერია, თუ არა ყოველი ქმნილი მასში ერ-თშია და ღმერთმა, როგორც თავისი თავისა, იცის თითოეულის აზ-რისა, სურვილისა, განზრახვისა, სიტყვისა, ნამოქმედარისა, აწმყოში, წარსულსა და მომავალში; როგორადაც არ უნდა ვცდილობდე ფიქ-რისას მოვლენების წინ გადარბენას, უფალი ყოველთვის ჩემზე წინაა, მე ყოველთვის მასში ვარ, მასში ვსრბოლავ, ღმერთია მუდმივი მოწმე თითოეული ჩემი დღისა, რადგანაც თუალნი მისი: - „განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა" (იერემია 32, 19) და „ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი?" (ფს. 138, 7.).
***
ქარი ერთია სად გინდა, არ ვრცელდებოდეს მისი ძალები: ასევეა სული ღვთისა: ერთია, მაგრამ უხილავი ანგელოსების კრებებს ანიჭებს თავის სიმტკიცესა და ძალას, იგია სიმტკიცე ყოველი წმინდანისა. „სულსა ვიდრეცა უნებნ ქრინ და ხმაჲ მისი გესმის" (იოან. 3, 8).
(გაგრძელება იქნება...)