ნებისმიერი საქმიანობისას, შინ იქნება ეს თუ გარეთ, სამსახურში, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ძალაც, ნათელიცა და წარმატებაც ქრისტეა და მისი ჯვარი. ნუ დააყოვნებთ, ყველანაირი საქმის დაწყების წინ, ღმერთს მიმართეთ: იესო, შემეწიე მე! იესო, განმანათლე მე! ასე და ამნაირად მტკიცდება, თბება თქვენს გულში ცოცხალი რწმენა, სასოება ქრისტესი, რამეთუ მისია დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
***
ჩემი გულის სიმშვიდე ზეციურსა და სულიერშია და არა მიწიერსა და ნივთიერში და მომმადლე მე უფალო, განუწყვეტელი ზრუნვა მა-რადიულზე და სრულიად მომაცილე ზრახვას ამსოფლიურს. იმედი მაქვს ღვთის მოწყალებისა „აღვიხილნენ თუალნი ჩემნი მთათა, ვინაჲ მოვიდეს შეწევნაჲ ჩემი?" (ფს. 102,1).
(გაგრძელება იქნება...)