XX-ს. პირველი ნახევრიდან მსოფლიოში იწყება ნამდვილი სექსუ-ალური რევოლუცია. მრავალ ცივილიზებულ, ევროპისა თუ აზიის განვითარებულ ქვეყანაში დაიწყო სექსის ფართო პროპაგანდა ტელევიზიის, პრესისა და რადიოს საშუალებით. სკოლებში ასწავლიან სექსოლოგიას, ქადაგებენ მრუშობასა და ძალადობას.
კაცობრიობის მთელი ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ღმერთი სჯიდა ადამიანებს გარყვნილი ცხოვრებისათვის. "რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაი ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუვით აქუნდა" (რომ. 1.18).
აი, ზოგიერთი მაგალითი ღვთის რისხვისა კაცობრიობაზე: ნოეს პე-რიოდში ადამიანები ჩაფლული იყვნენ გარყვნილების უმძიმეს ცოდვაში. სიძვა იყო მათი ცხოვრების უმთავრესი არსი. ამის შედეგად ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა რვაასი-ცხრაასი წლიდან შემცირდა ას-ორას წლამდე. ეს იყო კაცობრიობისადმი მიმართული სასჯელი ღვთისაგან უკიდურესი გარყვნილებისათვის. მიუხედავად ამისა, ადამიანები ოდნავადაც არ დააფიქრა ამ ვითარებამ, პირიქით, ისინი კიდევ უფრო განუდგნენ ღმერთს, კიდევ უფრო ჩაეფლნენ უსჯულოებაში.
რჩებოდა მხოლოდ ერთი გამოსავალი კაცობრიობის უმძიმესი სენისა და ურწმუნოების გამოსასწორებლად - არსებული კაცობრიობის სრული განადგურება, რათა ისინი მომავალი თაობებისთვის არ ყოფილიყვნენ უკეთურების მასწავლებელნი.
წმ. წერილიდან ღვთის რისხვის შემდეგი მაგალითია სოდომისა და გომორის ხვედრი. ამ ქალაქთა მოსახლეობა გამოირჩეოდა შემაძ-რწუნებელი და გამხრწნელი ზნეობით, ამაზრზენი და არაბუნებრივი ცოდვით. "რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაი. განხურდეს გული თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმნოდეს და კუალადსაგებელი იგი, რომელი ჯერარნ საცდურისა მათისაი, ურთიერთარს მიიღიან". (რომ. 1. 26-28). ადამიანი განეშორა ღმერთს, იგი საბოლოოდ განიხრწნა და ვერ ასრულებდა იმ ამოცანას, რისთვისაც იყო შექმნილი, მან ვერ შეძლო თავის გამოჩენა სიკეთესა, სიყვარულსა და ჭეშმარიტებაში. არ იღწვოდა სულიერი აღმავლობისა და ღმერთთან მიახლოებისაკენ. მისი შემდგომი არსებობა უაზრო გახდა. ბოროტებამ მიაღწია იმ ზღვარს, საიდანაც გამოსწორება წარმოუდგენელი იყო, სასჯელის გადადება კი - სახიფათო. დღეს ამ ქალაქების ადგილზე მკვდარი ზღვა მდებარეობს. მასში არ ბინადრობს თითქმის არცერთი ცოცხალი არსება. მკვდარი ზღვა ადამიანთა უკანონობის ნაყოფია. ღმერთმა ცოდვილ, უნაყოფო ადამიანთა ნასახლარზე ბუნებაც უნაყოფო შექმნა, რათა მომავალ თაობებს ხსომებოდათ ღვთის რისხვა კაცობრიობის უკანონობის გამო. რადგან, აქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა გამოიღეს მხოლოდ უკანონობის ნაყოფი, ღმერთმა თვით ბუნება შექმნა უნაყოფო ადამიანებისათვის, რათა მომდევნო თაობებს ხსომებოდათ ღვთის რისხვა უკანონობის გამო" (წმ. იოანე ოქროპირი).
გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის დასაწყისი. ბოლშევიკებთა ერთ-ერთი ლიდერი ტროცკი-ბრონშტეინი პირდებოდა მოსახლეობას დაკარგული სამოთხის დაბრუნებას, ხოლო მოგვიტანა ძმათაშორის სისხლის ღვრა, ომი და შიმშილი, გარდა ამისა, ტროცკისტებმა ფართოდ განავრცეს რუსი ხალხის მორალური გახრწნის პროგრამა. ამ პერიოდში საფუძვლიანად მოიშალა მეუღლეობრივი ინსტიტუტი. ბოლშევიკები ფართოდ აფიშირებდნენ ახალ ლოზუნგებს: "თავისუ-ფალი სიყვარული", "რევოლუციურმა კლასმა უნდა დაიკმაყოფილოს სქესობრივი მოთხონილებანი". მრავალ რევოლუციონერს ჰყავდა ოთხი-ხუთი საყვარელი, ხოლო გაუპატიურება და დაცინვა მათ დაწესებულებებში გახდათ ჩვეულებრივი მოვლენა. მოგიყვანთ ერთ ტიპიურ მაგალითს:
ბევრმა არ იცის, რომ ეკატერინოდარში, უშუალოდ ტროცკის ბრძა-ნებით წითელგვარდიელთა ჯგუფი შეიჭრა ქალთა გიმნაზიაში და გააუპატიურა 60 ახალგაზრდა გოგონა. სხვა ჯგუფმა გიმნაზიის ეზოში გააუპატიურა ოთხი 14-დან 18 წლამდე გოგონა. ოცდაათამდე გოგონა წაიყვანეს ვრისკოვის სასახლეში, სადაც ბინადრობდა თვით ტროცკი. შემდგომ ამისა, მრავალი მათგანი ჩაახრჩვეს მდინარე კუბანში. მათი ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე, რომელსაც 12 დღის განმავლობაში შეურაცხყოფდნენ წითელარ-მიელები, რის შემდეგ მიაბეს ხეზე და დახვრიტეს.
გარდა ამისა, ტროცკის უშუალო აქტიურობით დაკანონებული იქნა აბორტი. არ იზღუდებოდა სოდომური ცოდვები. იგი მიზნად ისახავდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა 90% ლიკვიდაციას. ანუ ქრისტიანული სწავლების სრულ განადგურებას.
თავიანთი მიზნის მისაღწევად ტროცკისტები ყველა საშუალებას მიმართავდნენ, ისინი ავრცელებდნენ ევოლუციისა და ჰუმანიზმის იდეებს. მათ მიერ ხდებოდა ახალგაზრდობის წახალისება ნარ-კოტიკების, სატანიზმისა და აბორტებისადმი. ბოლო ასი წლის განმავლობაში გინეკოლოგიურ კაბინეტებში განადგურდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ომსა თუ გადატრიალებაში.
აბორტი და კონტრაცეფცია ერთ-ერთი შედეგია იმ ჰუმანიტარული იდეოლოგიისა, რასაც "დაგეგმარება" ეწოდება. ამ სწავლების მიხედვით საკუთარი კომფორტისა და სიამოვნების მისაღწევად საჭიროა დაგეგმო ადამიანის ცხოვრების ყველა მხარე, მაგალითად ბავშვთა კვლით შეიძლება დაგეგმო ოჯახი. ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესიის "დაგეგმარება" მილიონობით მორწმუნის განადგურებით. მათ მაგალითს მიჰყვა ფაშისტი მარგარეტ ზანგერი, რომელმაც მოუწოდა ნაცისტებს მთელი ერების "დაგეგმარებისაკენ".
დღეს ეს იდეოლოგია კიდევ უფრო განვითარდა: თურმე, ევტანი-ზიის საშუალებით, რაც ნიშნავს იურიდიულად ნებადართულ მკვლელობას "ჰუმანური" მიზნისთვის, შესაძლო ყოფილა, არა მარტო ბავშვების, არამედ ავადმყოფი მოხუცების "დაგეგმარებაც".
ჰოლანდია გახლავთ პირველი ქვეყანა, სადაც დაკანონდა ევტანიზია. იქ ბავშვის მოკლაც შეიძლება, თუ ექიმი "საპატიო" მიზეზს მიიჩნევს. ამავე დროს, რაც ძალიან საინტერესოა, ჰოლანდიის კანონები მკაცრად სჯიან ცხოველებისადმი ცუდად მომპყრობელ ადამიანებს.
ერთი სიტყვით, ქრისტიანული სიყვარულის ეთიკა ყოველდღი-ურად შევიწროებას განიცდის, სანაცვლოდ კი ქადაგებენ სექსის თავისუფლებას.
ჰიპერსექსუალობა თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი განუ-ყოფელი ნაწილი გახდა, მას ემსახურება ტელევიზია მრავალნაირი გადაცემებით, ფილმებით, რეკლამებით. იგივე მიზანს ემსახურება ხელოვნება, მოდა, პარფიუმერია.
პორნო-სექსის ბიზნესი დასავლეთის ეკონომიკის ერთერთ წამყვან დარგად გადაიქცა. სექს-შოპები, პორნო მაღაზიები, სექს-კინოთე-ატრები და სექს-ვიდეო სალონები. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, სადაც "მთავარი პერსონაჟები" ბავშვები არიან.
სქესობრივი ურთიერთობა დასავლეთში 10-12 წლის ასაკში იწყება. გაუპატიურების ფაქტებმა ახალგაზრდებში მიიღო მასობრივი ხასი-ათი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სექსუალურ რევოლუციის დაწყების შემდეგ მისი პროცენტი 7-ჯერ გაიზარდა.
ახალგაზრობის უმრავლესობისთვის "სქესობრივი აღზრდა" პორნო-ფილმის ყურების შემდეგ იწყება. ზოგიერთი ეკრანზე ნანახს ცხოვრებაში ახორციელებს. 15-16 წლის გოგონები და ბიჭები უკვე იმდენად "განსწავლულნი" არიან, რომ ტრადიციული (როგორც ამბობენ "მამა-პაპური") ფორმები მათ არ აკმაყოფილებთ და ისინი მიილტვიან სხვადასხვაგვარ გარყვნილებისაკენ - ჯგუფური ფორ-მებისაკენ", სოდომური ფორმებისაკენ... 20 წლის ასაკში მრავალი ახალგაზრდა იცვლის სექსუალურ ორიენტირებას. ისინი ჰომოსექ-სუალისტები (მაგ: აშშ 20-25% ყველა მამაკაცის), ან ბისექსუალები, (რომელთაც ურთიერთობა აქვს ორივე სქესთან) ხდებიან. ზოგნიც ქირურგიული ოპერაციის ჩართვის შედეგად იცვლიან სქესს. 25-30 წლის ასაკში მამაკაცთა თითქმის ნახევარი ხდება იმპონენტი. ქალაქთა დიდი ნაწილი მოთხოვნილებებს სექს-შოპებით და ნაყიდი ნივთებით იკმაყოფილებს.
აქ ყურადსაღებია მრუშული ვნების განხორციელების კიდევ ერთი თანამედროვე საშუალება - ჰიპერსექსი კომპიუტერული ტექნოლო-გიების გამოყენებით, ვირტუალური რეალობისა და სპეციალური კოსტუმების საშუალებით იქმნება ვირტუალური "პარტნიორის" სახე. შეგრძნებები იმდენად ძლიერია, რომ მრავალი ადამიანი კვდება ამ პროცედურის დროს.
სექსუალური რევოლულიის ერთ-ერთი საშინელი შედეგი სოდო-მიზმის გავრცელებაა. იგი გახდა მრავალი ამერიკელის ცხოვრების წესი და მოიცავს მოსახლეობის 25-30 %-ს. თუ დავამატებთ იმ პიროვნებებსაც, რომელთაც მხოლოდ ერთხელ ჩაუდენია ეს ცოდვა, რიცხვი 40 %-ს აჭარბებს.
აშშ, ინგლისსა, გერმანიასა და მრავალ სხვა ქვეყანაში სოდომისტობა არა მარტო ლეგალიზებულია, არამედ დიდი წახალისებითაც სარგ-ებლობს. თითქმის ყველა ქვეყანაში სოდომელები ხელისუფლების წევრებია. ისინი ქმნიან გაზეთებს, ჟურნალებს, აქვთ კლუბები და სასტუმროები. ერთი სიტყვით, დაკანონებულია უკანონობა.
უნდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკი არ კმაყოფილდება მხოლოდ ერთი ად-ამიანის წარწყმედით, არამედ იყენებს მათ სხვებზე ზემოქმე-დებისათვის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ ერთი სცოდავს, ეს მხოლოდ მისი საქმეა. როგორც ერთი ადამიანის ცხონებას დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენებისათვის, ასევე ერთი ადამიანის ცხონებას დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენისათვის, ასევე ერთი ადამიანის წარწყმედა ვნებს სხვას. სერაფიმე საროველი ამბობდა: "ცხონდი შენ და შენს ირგვლივ ათასი ცხონდება". ზოგჯერ ადამიანები ვერ აანალიზებენ, რატომ ხდება მათ ოჯახებსა, კოლექტივებსა, ქალაქებსა და ქვეყნებში უბედურება და მოუწყობლობა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აქ ვიღაცა სცოდავს - ადგილი აქვს მოუნანიებელ ცოდვას. წმ. წერილში წერია: "ღმერთი მოშურნე, მამათა ცოდვის გამო, სჯის შვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე" (ის. 20,5). (შეამოწმეთ ბიბლიაში). აი, როგორ შორს დგას ფესვს მოუნანიებელი ცოდვა.
უცნაურია, მაგრამ არავითარი ისტორიული თუ ადამიანური ტრა-დიციები არ გვაფხიზლებს კაცობრიობას. მიუხედავად იმისა, რომ დედა ეკლესია საუკუნეების მანძილზე მოგვიწოდებს თავშეკავების, კეთილსინდისიერების და ერთგულებისაკენ, ცოდვა უფრო მატ-ულობს. ისმის კითხვა: სოდომური ცოდვა ბობოქრობს, ხოლო სოდომური სასჯელი, არ ჩანს? ეს იმიტომ, რომ მათ ელოდებათ სხვა ცეცხლი, უფრო საშინელი და აუსრულებელი. ღვთის სასჯელი იქნება იმდენად ძლიერი, რომ სოდომ-გომორში მომხდარი, თამაშობად მოეჩვენებათ.
დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა თავდაუზოგავი, დაუძინებელი ბრძოლა ჩვენი შვილების გადარჩენისათვის. ისინი არ ითმენენ მათდამი გულგრილ და ცრუ დამოკიდებულებას, ჯოჯოხეთის ყველა ძალაა ჩართული, რათა წარწყმიდოს მომავალი თაობა.
და თუ ჩვენი საკუთარი გული ძლივსღა ფუსფუსებს? როგორღა აღ-ანთებს ირგვლივ მყოფთ?
პროტოპრესვიტერი: ევგენი ბობილევი
Xareba.net - ის რედაქცია