xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » მოდერნიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მოდერნიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
8-01-2021, 16:56  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

მოდერნიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

 

 

 
 
„თვით თქვენთაგანნი აღსდგენ კაცნი,
 რომელნი იტყოდენ  გულარძნილსა, რათა
განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.
ამისთვის იღვიძებდით!." (საქმე. მოც. 20.30)
 
 
   მოგეხსენებათ, ეკლესიას თავისი დაარსების დღიდან უამრავი ხილული და უხილავი მტერი ყავს. წმიდა მამები ეკლესიის დევნას რამდენიმე ეტაპად ჰყოფენ. თავდაპირველად დაიწყო ხილული დევნა - ქრისტიანებს ატყვევებდნენ, სასტიკად აწამებდნენ. შემდეგი პერიოდისთვის დამახასიათებელია ერესი, მწვალებლობა, ასეთი გზით დევნა ქრისტიანებისა. ამ დროს წმიდა მამები მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ადასტურებდნენ ჭეშმარიტ სწავლებას. შემდეგ დევნამ კიდევ უფრო მზაკვრული სახე მიიღო: ქრისტიანული რწმენა თავის ნებაზე იქნა მიშვებული, ხოლო ქრისტეს მცნებით ცხოვრება - უარყოფილი. შედეგად ეკლესიის წიაღში შეინიშნება „აზრთა მიმართულებები", რომლებიც ძირს უთხრიან მართლმადიდებლურ რწმენას, კეთილმსახურებით ცხოვრებას, სარწმუნოებრივ საკითხებს კი თვითნებურად განმარტავენ. ამ სულიერ სენს მოდერნიზმი ეწოდება.
   მოდერნიზმის შესანიშნავ განმარტებას არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) სტატიაში ვპოულობთ: „გაჩნდნენ უხილავი ძალები, რომლებმაც (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც) ეკლესიის სწავლების თანდათანობით და ჯიუტად დამახინჯება და დისკრედიტირება დაისახეს მიზნად. ისინი შეუმჩნევლად ცვლიან მართლმადიდებლურ მენტალიტეტს. მსგავსი დამანგრეველი ძალები მთელ მსოფლიოში მოქმედებენ. ისინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ დოგმატებსა და კანონებს, მაგრამ სურთ თავიანთი ინტერპრეტაცია, განსხვავებული აზრი მოახვიონ საზოგადოებას. მიზანი ცხადია: შექმნან ადოგმატური რელიგია - ქრისტიანობა ქრისტეს, ეკლესიის კანონების გარეშე და თანდათანობით მიიყვანონ ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, სახარებისეული სწავლების გვიანდელი დანართია მხოლოდ, ძირითადი და უმთავრესი კი სიკეთე და მოწყალებაა, ხოლო დანარჩენს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა. ჩნდება იმის რეალური საშიშროება, რომ მთელ მსოფლიოში აპირებენ შექმნან ახალი ლიბერალური ქრისტიანობა. მასში თავად ქრისტე წარმოდგენილი იქნება არა როგორც მხსნელი სოფლისა, არამედ როგორც ზნეობის მსწავლებელი, ვინც გოლგოთის მსხვერპლით კი არ გამოისყიდა ადამიანის ცოდვები, არამედ მხოლოდ თავდადების მაგალითი გვიჩვენა. ამგვარად სურთ მოაცალონ ქრისტიანობას თავისი ისტორიული ფესვები, გაანადგურონ მისი მისტიკური სიღრმე; მეტიც: მთავარი მიზნის - ღმერთთან ერთობის ნაცვლად დასახონ სხვა - ადამიანებისადმი მსახურების, სინამდვილეში - ადამიანის ვნებების მსახურების მიზანი".1
   ამრიგად, მოდერნისტების აზრით, ეკლესიის სწავლებისა და წმ. გადმოცემის სახეცვლილება შეიძლება; ე.ი. შეიძლება ქრისტიანული სწავლება ადამიანურ ვნებებს მოარგო, ბოროტებაში მყოფ სამყაროს შეუთავსო. როგორ არ მოგაგონდება წმ. თეოფანე დაყუდებულის შესანიშნავი სიტყვები: „იმის ნაცვლად, რომ ქრისტიანული სწავლებისაებრ თავიანთი თავი განაახლონ, თავად ქრისტიანობის განახლებას ლამობენ საკუთარი ნებისამებრ; იმას კი არ ცდილობენ, ქრისტიანობას დაემორჩილონ, არამედ თვით ქრისტიანობა დაუმორჩილონ, მოარგონ საკუთარ შეხედულებებს".2
   როგორც შენიშნეთ, მოდერნიზმსა და აქამდე განხილული რელიგიური მიმდინარეობების მიზანი ერთია: - ქრისტიანობა ქრისტეს, ღმერთკაცის გარეშე.
   სახეზეა კიდევ ერთი, მეტად მზაკვრული, დახვეწილი ფორმის დევნა - ომი ღვთის წინააღმდეგ.


1დ. ჯინჭარაძე „მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი". 2006 წ. გვ. 53.
2იქვე გვ. 27.
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine