ბიბლიის პირველი თავის პირველ მუხლებში, ერთგვარი კოდირებ-ული ფორმით მოცემულია კაცობრივი აზრის მომავალი ისტორია მის მთავარ და ფუძემდებელ მიმართულებებში.
პირველი - ადამიანის ღვთის ხატად შექმნა - ეს მონოთეიზმია. ხატს არ შეუძლია პირველსახესთან ერთარსი იყოს. ის თითქოსდა ანარ-ეკლს, ერთგვარ პოტენციას, დასახულ მიზანს წარმოადგენს, რომელიც უნდა განხორციელდეს. აქ ღვთაებასა და ადამიანს შორის ჰარმონია და სხვაობაა. ღმერთი პირველ მამებს ეცხადება და მათთან საუბრობს. საუბარი, ანუ დიალოგი მხოლოდ პიროვნებას შეუძლია პიროვნება-სთან. აქ ღვთის პიროვნული ყოფიერება იხსნება, როგორც ყოფიერება უმაღლესი, სრული და აბსოლუტური. ამავდროულად ადამიანის პიროვნება მის მაღალ ღირსებასა და იმ დანარჩენ ქმნილებათაგან განსხვავებას დაამოწმებს, რომლებისთვისაც წარმომავლობითი, სახე-ობრივი და ინდივიდუალური სახესხვაობანია ნიშანდობლივი. მაგრამ პიროვნების კატეგორია მათთვის არ არის.
პიროვნება თავისუფალ ნებასა და ზნეობრივ შინაარსს გულისხმობს, ამიტომ ადამიანში ღვთის ხატი, როგორც მოცემულობა, მისი პირო-ვნული საფუძველი და საწყისია, ხოლო მსგავსება ღვთისა - ღვთი-სადმი დამოკიდებულების განსაზღვრისა და დასახული ამოცანის განხორციელების საშუალება. ეს ამოცანაა - ღმერთთან ურთიერთობა, როგორც ხატის მიახლოება თავის პირველ ხატთან. ღმერთი ადამიანს მცნებას აძლევს. მცნება - ეს გამოცხადებაა იმპერატივის ფორმით. ღმერთი ადამიანს თავის ნებას უცხადებს, მან კი ის, როგორც მადლი, რწმენით უნდა მიიღოს. მცნება ადამიანს გარეგნულად ზღუდავს, მაგრამ შინაგანად მის ყოფიერებას აღრმავებს, მისი ზნეობრივი სრუ-ლყოფის ახალ შესაძლებლობებს - ღვთისადმი მორჩილებას, მორჩი-ლების მეშვეობით კი ღვთაებასთან ჰარმონიას მიელტვის. ამის შე-მდეგ, ადამიანის ცდუნების შესახებ თხრობაში, გონების გახლეჩას და დეგრადაციას ვხედავთ. დემონი ევას არწმუნებს, რომ ღვთის მცნება მოცემულია, რათა ადამიანებს ყოფიერებაზე მბრძანებლობა აღუკვე-თოს და ღვთაების პრეროგატივები მიიღოს. აქ გამოცხადებას რაციო-ნალიზმის სახით სკეპსისი, ანუ სკეპსისის სახით რაციონალიზმი უპირისპირდება. პირველ ადამიანთა მჭვრეტელობა ანალიტიკური რაციონალიზმით იცვლება. აქ თვით ადამიანის სულის გახლეჩა ხდება: გონება არსის ხედვას წყვეტს, ფენომენებსა და ხარისხს კი აფიქსირებს. ევა ეპასუხება დემონს, მაგრამ თვით შეპასუხება რაციო-ნალისტურ ხასიათს ატარებს, ის ცოდვის შედეგზე მეტყველებს და არა მის არსზე. ამ დროს რაციონალიზმი პრაგმატიზმის ფორმას ღებულ-ობს. დემონი პირველ მამებს აღუთქვამს, რომ ისინი „იქმნებიან ვით-არცა ღმერთნი". ამ ცდუნებას - ღმერთთან გატოლებას - სხვადასხვა ფორმებში და ვარიანტებში ყველა პანთეისტური სისტემა იმეორებს. სიცრუე ადამიანის ღმერთთან თანაბრობის შესახებ იმ ფილოსოფიურ და რელიგიურ სისტემებში გაისმის, სადაც ადამიანს ღვთაებასთან ერთარსობა, ერთბუნებოვნობა მიეწერება, ან თვით ადამიანი განიხ-ილება, როგორც ღმერთის მოდალურობა. სატანის მოწოდებამ პასუხი და გამოხმაურება არა მხოლოდ ევას გულში, არამედ ცრუ მისტიკაში, წარმართულ თეურგიებში, ამაყ ფილოსოფიურ მოთხოვნებში ჰპოვა. ამ გაგებით, ევას სატანისაგან ჩასახულ შვილთაშვილს, ფილოსოფიური აზრის ხელისუფალი - ჰეგელი წარმოადგენს.
სატანა ეუბნება ევას: „იქმნებით ვითარცა ღმერთნი". აქ პირველი მი-ნიშნებაა პოლითეიზმზე - რაღაც უხილავი ღმერთების არსებობაზე. ცრუ ღმერთები - ეს დემონებია, ამიტომ ღვთისადმი ურჩობისა და ცოდვის მეშვეობით „ღმერთებივით" გახდომა დემონთა მსგავსებასა და მისი ზნის შეთვისებას ნიშნავს. თვით ღვთისმბრძოლობიდან გაჩენილი წარმართობა დემონოლოგიის გენოზისს წარმოადგენს. ევამ დაინახა, რომ ხე საკვებად გამოსადეგია. რას ნიშნავს - „დაინახა?" - სხვა თვალით შეხედა, თავისი სულის შინაგანი თვალი ღმერთისაგან მოაბრუნა და სამყარო მის გარეშე, ანუ ქმნილება შემოქმედის გარეშე იხილა. თუკი უწინ ადამიანისთვის ცხოვრების კრიტერიუმი ღვთის მცნება იყო, რომელიც მის შინაგან და გარეგან ცხოვრებას განსა-ზღვრავდა, ახლა ის მსოფლიო მოვლენებს თავად აფასებს და მისდამი დამოკიდებულებას თავადვე განსაზღვრავს. ხე საკვებადაა გამოსა-დეგი, ის აღარ არის მორჩილების სიმბოლო, ის თავის მეტაფიზიკურ მნიშვნელობას კარგავს და უბრალო საგნად იქცევა. აქ ჩვენ ცხოვ-რებისადმი იმ ახლებურ დამოკიდებულებას ვაწყდებით, რასაც პო-ზიტივიზმი1 ეწოდება. ევა ხედავს, რომ ხე საამოა თვალისათვის. ღვთისაგან მიბრუნებული და ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტის უნარდაკარგული სული სილამაზეს ამქვეყნიურ საგნებში დაეძებს. აქ სამყაროსადმი ახალი მიდგომის, მასზე ახლებური შეხედულების დასაწყისია, რასაც ესთეტიზმი ანუ კოსმოფილია ეწოდება.
ღმერთი ეშმაკს წყევლის და ეუბნება, რომ ის მიწის მტვერში მუც-ლით იხოხებს. დემონის ამ წყევლაში იხსნება მსოფლმხედველობებს შორის ყველაზე უგვანი - მატერიალიზმი. მატერიალისტი მხოლოდ მატერიალურობას ხედავს - ეს კოსმოსური მიწა და მტვერია, რო-მლებშიც მისი გონება ტრიალებს. ის „მუცლით ხოხავს", ანუ ზეცას ვერ ხედავს - მისთვის დახშულია სულიერი ტრანსცენდეტალური სამყა-რო.
მატერიალისტისთვის ფიზიკამ მეტაფიზიკა მთლიანად შთანთქა. ის მუცლით ხოხავს, ანუ ყველაფერში მატერიალურ საყრდენს ეძებს. მისთვის სული მხოლოდ სხეულის ფუნქციაა, ევოლუციის შედეგად გაჩენილი ზედნაშენია მუცლისა. ამიტომ მატერიალისტები, ეპიკუ-რედან მარქსამდე, წყევის ქვეშ არიან - მუცლით იხოხონ და ვერ იხილონ ზეცა.
მაშ ასე, პირველმამათა ცდუნების შესახებ ბიბლიის ამ თხრობაში, როგორც გენეტიკურ კოდში ჩადებულს, მთავარ მსოფლმხედველურ სისტემათა ისტორიას ვხვდებით, რომლებითაც ადამიანი ცდილობდა და ცდილობს თავის სულში ღვთის დანაკარგი შეივსოს. ესენია: რა-ციონალიზმი2, სკეპტიციზმი3, პანთეიზმი, პოზიტივიზმი, ესთეტიზმი და მატერიალიზმი4.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსოფლმხედველობას - დუალიზმს, ის ხელ-ოვნურ შეხამებას, უფრო სწორად სპირიტუალიზმსა5 და მატერიალ-იზმს შორის კლაკნილს წარმოადგენს და არა ორიგინალურ, დამოუ-კიდებელ მსოფლმხედველობას. დუალიზმი6 - ეს წინააღმდეგობრივ საწყისთა დროებითი ერთიანობის მდგომარეობაა.
ზარათუსტრასთან და პლატონთან დუალიზმის მიღმა მონიზმი7 დგას.
ბიბლიაში წარმართული რელიგიები განიხილება, როგორც დემონის თაყვანისცემა, „წარმართთა ღმერთები - ეს ეშმაკებია" - ამბობს მე-ფსალმუნე, ხოლო „უფალმა შექმნა ცანი", რომელიც დაკარგულია დე-მონისათვის და მიუწვდომელია მისი მიმდევრებისათვის.
რაც შეეხება ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ფილოსოფიურ მიმდინარეობ-ებს, წმ. მამებმა მათ „ელინური პირფერობა", ანუ ამაყი გონების სი-ცრუე უწოდეს.
1პოზიტივიზმი (ლათ. positives - დადებითი) ერთ-ერთი ყველაზე გავ-რცელებული იდეალისტური მიმდინარეობა ბურჟუაზიულ ფილოსოფ-იაში. პოზიტივიზმს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ მას თითქოსდა აღა-რაფერი ესაქმება ფილოსოფიასთან და თავის თეორიაში ემყარება არა „აბსტრაქტულ დასკვნებს", არამედ მხოლოდ „პოზიტიურ", დადებით ფაქტებს. ისინი თვლიან, რომ მაღლდებიან როგორც მატერიალიზმზე, ასევე იდეალიზმზე, არც ერთს წარმოადგენენ და არც მეორეს. სინამ-დვილეში პოზიტივიზმი სუბიექტური იდეალიზმის ნაირსახეობაა.
2რაციონალიზმი (ლათ. rationalis - გონივრული) - შემეცნებითი თეორიის მიმართულება, რომელიც გონებას, ემპირიზმის საპირისპიროდ, ცოდნის ერთადერთ წყაროდ თვლის. თვალსაჩინო წარმომადგენლები: დეკარტე, სპინოზა.
3სკეპტიციზმი - ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნის არსებობაში დაეჭვებას გამოხატავს. სკეპტიკოსებს დაეჭვება პრინციპად აქვთ მიჩნეული; სკეპტიციზმი, როგორც ფილოსო-ფიური მიმდინარეობა, წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. მის ფუძემდებლად ითვლება პირონი (დაახლ. 360-270 წ. ძვ. წ. აღ.).
4მატერიალიზმი - ფილოსოფიის ორი უმთავრესი მიმართულებიდან ერთ-ერთი. იდეალიზმის საპირისპიროდ მატერიალიზმი მატერიას პირ-ველადად მიიჩნევს, ხოლო გონებას, აზროვნებას - მეორადად.
5სპირიტუალიზმი (ლათ. spiritualis - სულიერი) - იდეალისტური სწავ-ლება ბუნებაზე სულის მეუფების შესახებ. სპირიტუალისტები ერთად-ერთ სუბსტანციად მიიჩნევენ სამშვინველს, სულს. სხეულს კი ისე განი-ხილავენ, როგორც სამშვინველის პროდუქტს.
6დუალიზმი (ლათ. dualis) ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ორ ურთიერთდაუყვანელ საწყისს - სულსა და მატერიას, იდეალურსა და მატერიალურს ტოლფასოვნად მიიჩნევს.
7მონიზმი - ფილოსოფიური სწავლება, რომელიც დუალიზმის საწინ-ააღმდეგოდ ყოველივე არსებულის საფუძვლად ერთ საწყისს მიიჩნევს. არსებობს როგორც მატერიალისტური, ასევე იდეალისტური მონიზმი. მატერიალისტები საწყისად, სამყაროს საფუძვლად მატერიას თვლიან. იდეალისტები - პირიქით, ყველა მოვლენათა ერთიან საწყისად თვლიან - სულს.