xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » თავისუფლება (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თავისუფლება (ნაწილი III) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
25-05-2016, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

   ადამიანის სირცხვილის გრძნობისაგან თავისუფლდება და ამაშიც ასევე ხედავს თავისუფლებას. ზოგიერთ ისტერიკს ავადმყოფობის გამწვავებისას სხვების თვალწინ გაშიშვლების სიმპტომი აღენიშნება. ცნობილ დაწესებულებებში ეს პროცესი ერთგვარი სახის ხელოვნებად იქცა. არსებითად ბილწმესიტყვეც შიშვლდება ყველას თვალწინ და თითქოს იძახის: „შემომხედეთ როგორი გმირი ვარ, ჩემში წვეთიც არ დარჩა სირცხვილისა!" მისტიკური შინაარსით, ბილწსიტყვაობა ბნელი ძალების მოხმობაა. უცენზურო სიტყვებით მოლაპარაკე კაცი ერთხანს ენერგიის მოზღვავებას, სულთან დემონების მოახლოებას გრძნობს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ისევ ბილწსიტყვაობით, რაღაც ელექტროქ-სელში ჩართვის მოთხოვნილება უჩნდება. მაშინაც კი, როცა იქვე არავინაა, ვის გამოლანძღვასაც შეძლებდა, საკუთარი თავის გასაგო-ნად, თითქოს თავის ცხვირს მიმართავსო, უსულო საგნებს აგინებს და ვერ ხვდება, რომ ეს ჯოჯოხეთის ძალის მოხმობის ფორმულაა. სიტყვა - ღვთის უდიდესი ძღვენია ადამიანისადმი. ის სიტყვით განსხვავდება სხვა მიწიერ არსებათაგან, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ სიგნალებით და ნიშნებით შეუძლიათ. თვით ქრისტეს ღვთაებრივი სიტყვა - ლოგოსი ჰქვია. ამჟამად კი ადამიანური სიტყვის დემონისათვის მიცემა სურთ.

   ახალი სიცოცხლის დაბადება დიადი ნიჭია, მაგრამ ადამიანმა წაბ-ილწა ეს ნიჭი. მან ბავშვთა შობა გარყვნილების საბაბად აქცია, ხოლო შემდგომ შიშველ სექსად მისი გადაქცევის საშუალება მოიფიქრა, რაც თანდათანობით პათოლოგიურ სექსად გარდაიქმნება. ამ მხრივაც ადამიანი ცხოველზე მეტად დაეცა. ადამიანის სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო ბილწსიტყვაობის მასალა გახდა. ეს ცინიზმის თავისუფ-ლება და საკუთარი სინდისის მოშთობაა, მაგრამ ცოდვა ადამიანს ბედნიერს არ ხდის. ამიტომ გარყვნილი და მანკიერი ადამიანების სახეებზე გამუდმებული წუხილი, რაღაც არტისტულია აღბეჭდილი, მათ სიცილშიც კი რაღაც ნაძალადევი და ყალბი ჟღერს. ცოდვილის სულის სიბნელითაა მოცული, როგორც ოთახი, სადაც მიცვალებული ასვენია შავი საფარებლით.

   ერთგვარი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა. ეს ღმერთთან ჰარმონიაში განგვიცხადა. ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუ-ფლება, ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან - ვნებები-საგან, მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან, რომლებიც კრუნჩხვა-სავით არღვევენ და კუმშავენ გონებას. ქრისტიანული თავისუფლება - ეს დაცვაა დემონური ზეგავლენისაგან, რომელიც ადამიანის სულს რადიაქტიული ტალღებივით ანგრევს. ამ სატანური რადიაციის დონე დედამიწაზე მუდმივად მატულობს. ამ დროს ადამიანის დაცვა მხო-ლოდ ღვთიურ მადლს შეუძლია, ამიტომ მადლის გარდამოსვლას სული იხსენიებს, როგორც გასვლას უმაღლეს თავისუფლებაში. აქ არის ორი კოლოსალური ფაქტორისადმი დაქვემდებარება - დროისა და სიკვდილისადმი. თუკი გადალახულია ყოფიერების ეს ორი ბა-ტონი, რომლებიც ყველაფერს ანადგურებენ, რაც ადამიანს ეკუთვნის, შემდეგ კი ადამიანსაც, მაშინ თვით ცნება თავისუფლებისა მოკ-ლებული იქნება რეალურ შინაარსს. ყველაფერი, რაც გვაქვს, ორგან-ულად არ გვეკუთვნის, ეს განსაზღვრულ პირებთან და საგნებთან კონტაქტის მარტოოდენ უნარი და საშუალებაა. ჩვენი აწმყო მყისვე წარსულად იქცევა ისევე, როგორც მიმოზა კუმშავს თავის ფურცლებს შეხებისას. თუკი სიკვდილი არ იქნება განადგურებული, ადამიანის ცხოვრება დაემსგავსება ტუსაღის გზას საკუთარი სახრჩობელისაკენ. თავისუფლება იხსნება იქ, სადაც მთავრდება დრო, ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება. როგორც ვთქვით, თავისუფლება, ეს არა მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტ-რიის ერთიანობის აღდგენაა, ასევე (და მეტადაც) სულის ჩართვაა ღვთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაშია. ეს ახსოვს სამშვინველს, როგორც ღვთის ქმნილებას, ეს სწყურია სულს - სამ-შვინველის თვალს, მარადისობისაკენ მიპყრობილს. უწყის სამშვინ-ველმა თავის იდუმალ სიღრმეებში, თუ საიდან და რისთვისაა ის და ამიტომაც შეიგრძნობს, რა არის მშობლიური და რა არის უცხო მის-თვის. სულიწმიდა ნუგეშინისმცემლად იწოდება, რადგან ადამიანური გული მხოლოდ მასში მშვიდდება. წმ. პავლე მოციქული წერს: „დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი, ნუ იქნებით კაცთა მონანი". უწ-ინარეს ყოვლისა საკუთარი „მე"-ს, შავბნელი ვნებების მონა. ვნებები - ეს ჩვენ არა ვართ, ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა, ეს სულის ბნელი ორეულია. ქრისტიანებმა ეს გამოცდილებით იციან. ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა, ზიარება კი - აღდგომაა მკვდრეთით.

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine