თავისუფლება - ეს გამოსვლაა ქმნილი, განივთებული, დაკომპლექს-ებული, ვნებიანი მდგომარეობიდან, ის ღვთაებრივ სრულყოფილებას-თან ზიარებაა. კინიკოსები1, სტოიკოსები2, ბუდისტები, რომლებიც თავისუფლებას ეძიებდნენ, მას თვით ყოფიერების უარყოფაში ხედავ-დნენ: კინიკოსები - ქილიკში, სტოიკოსები - ამაყ სიძულვილში, ბუ-დისტები სურვილების განადგურებაში. ეს იყო სიკვდილის თავი-სუფლება. ის ქრისტიანებისათვის თავისუფლების რექვიემივით ჟღერს.
როგორი თავისუფლების მიღწევა შეეძლოთ კინიკოსებს დაცინვითა და მაიმუნური მანჭით? რისაგან თავისუფლების? ადამიანისადმი პატივისცემისაგან? რისი თავისუფლების? ღორებთან ერთად ერთი გობიდან საერთო სიბინძურის ჭამის? ადამიანის უმაღლესი ღირსების და პირუტყვისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშნის - სიტყვის გადაქცევისა ბგერით სიმყრალედ, რასაც სახედარი კუდს ქვემოდან უშვებს? ასეთ შემთხვევაში მტრულად განწყობილი კრეტინი, საკუთა-რი ფეკალით სახეს რომ ითხუპნის, დიოგენეს3 აჭარბებს, რადგან თავისუფალია ზნეობრივი ნორმებისაგან. კინიკოსების თავისუფლება შუა მოედანზე იმისი კეთებაა, რაც საპირფარეშოში კეთდება, მაგრამ ამით მაინც არ შეუძლიათ სრული თავისუფლების მიღწევა. მათი პროგრამაა - ტრადიციების დანგრევა. აქედან გამომდინარე, ეს „კარის ანარქისტები" ეთიკური ქცევისათვის თავისუფალნი არ არიან. როცა დიოგენე ციებით დაავადდა და ბრბოს წინაშე ჩვეული თავხედობით ნაცვლად ცახცახი და კბილების კრაჭუნი დაიწყო, მიხვდა, რომ მისი სული სხეულზეა დამოკიდებული და სრულიადაც არ არის თავ-ისუფალი. ამიტომ გამძვინვარებულმა თავი ჩამოიხრჩო. საერთოდ ცინიზმი - თავისუფლების თამაშია, რომელიც ექსტრავაგანტული გამოხტომებით იწყება და უფერული უხამსობით მთავრდება.
სტოიკოსების თავისუფლება - ეს ამპარტავანთა სიგიჟეა, რომლებმაც ქვეყანას, როგორც მათთვის უღირსს, მსჯავრი გამოუტანეს. სტოიკოსი სპილოს ძვლისაგან კოშკს აგებს, იქ თავს იმწყვდევს და როგორც კლდიდან ზღვის ტალღებს, სარკმლიდან ბრბოს დასცქერის გულ-გრილი მზერით. ეს მდგომარეობა ერთმა პოეტმა შემდეგი სიტყვებით დაახასიათა: „ჩემი ერთიანი სამშობლო - ჩემი უდაბური სულია". სტოიკოსი უბედურებებს მედგრად იტანს, რადგან სძულს ადამიანები და ცხოვრება; ის შეურაცხყოფას არ პასუხობს, რამდენადაც ძაღლების ხროვაზე ყურადღების მიქცევა დამამცირებლად მიაჩნია; სიკდილს მშვიდად ეგუება, რადგან არ უყვარს სიცოცხლე, რომელიც არარაობად და ამაოდ წარმოუდგება. სტოიკოსებისათვის ღვთაებრიობა არ არ-სებობს: - „ისეთი ცუდი სურათის დახატვა, როგორიც სამყაროა, დიდ მხატვარს არ შეეძლო" - თვლიან ისინი. ღვთაებრიობის ნაცვლად მათ აქვთ სწავლება უმაღლეს სულებზე, ენერგეტიკულსა და თესლოვან ლოგოსებზე, რომლებიც ყოვლად უსარგებლო სიცოცხლეს წარმოშო-ბენ.
ეპიკურესეული4 თავისუფლება - ეს მცირედით ტკბობის უნარია. ეპიკურე ამბობდა: „მე ქერის წვნიანით ვტკბები". მაგრამ ტკბობისა და ზომიერების პრინციპები ურთიერთშეუთავსებელია და ამიტომ ყველაფერში ტკბობის მაძიებლობაზე დამყარებულმა ეპიკურეობამ ვერ შეძლო სატუსაღოს ულუფით დაკმაყოფილება და ჰედონიზ-მად5 გარდაიქმნა, სადაც სურვილი თავისუფლებას ართმევს ადამი-ანს და მის მონად აქცევს.
ბუდიზმი თავისუფლებას ყოველგვარი ფსიქიკური შინაარსისაგან განთავისუფლებაში ხედავს. უწინარეს ყოვლისა ეს სურვილების გა-ნადგურებაა. ბუდისტი ყოველივე გარეგანზე ფიქრს თავს ანებებს, საკუთარ თავს ერთგვარად ვაკუუმში ძირავს, შემდეგ შინაგანზე - თავისი ცნობიერების ბორბლებზე, სულში გაჩენილ სახეთა და იდ-ეათა კალეიდოსკოპზე ფიქრს თავს ანებებს, ბოლოს თვით აზრს ან-ადგურებს და როგორც ფსიქიკურ უწონობაში, ერთგვარ უაზრობაში იძირება. ნირვანა, როგორც საბოლოო მდგომარეობა, რისკენაც ისწრა-ფვის ბუდიზმი, ფსიქიკური ვაკუუმის შექმნისა და მასში ცნობიერების ჩაქრობის ხელოვნებაა. ამ დროს ხდება თითქოსდა უძირო სიცარ-იელეში ვარდნა. ეს არის თავისუფლება საკუთარი თავისაგან, როგორც ინდივიდუმისა და პიროვნებისაგან, ეს კოსმოსისაგან თავისუფლებაა, ნეტარებაა სიკვდილისა. მაგრამ სიცარიელე უფრო ფიზიკური ცნებაა, ვიდრე სულიერი სიცარიელე - ეს უშინაარსო სივრცე და წარმოსა-ხვითი ველია ენერგიის გარეშე. ღვთაებრიობის ცნება და ნირვანა გამორიცხავენ ურთიერთს იმდენად, რანდენადაც ღვთაება შინაგანი ან გარეგანი ხასიათის ობიექტს წარმოადგენს, ნირვანა კი ცნობიერების დაცარიელებას მოითხოვს ყოველგვარი ობიექტისაგან: ფსიქიკურისა-გან, კოსმიურისაგან ან მეონიურისაგან. ბუდისტს, როგორც ადამიანს, შეუძლია იყოს პანთეისტი6 ან აგნოსტიკოსი, მაგრამ ბუდიზმი, რო-გორც მეთოდი, ათეისტურია.
რევოლუციურ თავისუფლებაზე არ ვისაუბრებთ, მეტისმეტად კარ-გად გვახსოვს ამ თავისუფლების სისხლმდინარე ჭრილობები: ძა-ლადობა, ველური სისასტიკის აფეთქებებები და ხალხის საუკეთესო ნაწილის განადგურება. რევოლუციური თავისუფლება ჩვეულებრივ დესპოტიზმში გადადის.
გვინდოდა შევხებოდით მეტად სერიოზულ პრობლემებს, თუმცა ამის შესახებ წერია ჩირქოვან ჭრილობაზე შეხებასავით საძაგელია. ეს არის მოჩვენებითი თავისუფლება, რომელსაც ადამიანი ცოდვაში, ზნეობის საფუძვლებთან და უპირველეს ყოვლისა იმ შემაკავებელ ძალასთან ბრძოლაში ეძებს, რასაც სინდისი ჰქვია. ცოდვა - ეს არის შინაგანი რევოლუცია საკუთარი სინდისის წინაღმდეგ, მისგან თავის დაღწევის, მისი დანგრევის, დათრგუნვის და გათელვის სურვილი. მანკიერებას არა აქვს საზღვარი და ფსკერი, სადაც ის შეჩერდებოდა. ამიტომ ვნებებს დამორჩილებული მანკიერი ცხოვრება - ეს უფსკ-რულში ვარდნაა. დემონის დაცემა თავდაღმა ფრენა იყო და თით-ოეული ცოდვა მინიატურაში დემონის ცრუ თავისუფლებას იმეორებს. ეს არის ვარდნითი ფრენა წყვდიადსა და ქაოსში. მანკიერების თა-ვისუფლება გათავისუფლებაა ადამიანური ღირსებებისა, ღვთის ხა-ტისა და მსგავსებისაგან, რაშიც ჭეშმარიტი თავისუფლება მდგომა-რეობს. ყოველგვარი ზნეობრივი დაცემა მატერიალურობით დამძი-მებული სულის დაცარიელებას იწვევს. ამას ადამიანი საკუთარ სხეულში გრძნობს. ეს ცოდვის რეალური სიმძიმეა. ადამიანის აზრი უხეში და დახავსებულია, ცნობიერება განვითარებული, ნება - დასუ-სტებული, გრძნობა - იმპულსური და აფექტური. ცოდვა ანგრევს ადამიანის პიროვნებას და მიწას აჯაჭვებს. ცოდვა ჩვევად ექცევა, ჩვევა ბატონდება და ადამიანი ფიქრობს, რომ მას რაც კი მოესურვება, ყველაფრის კეთების თავისუფლება აქვს. სინამდვილეში კი ის საბ-რალო მონად იქცა. ცოდვა არა მხოლოდ საგნად აქცევს ადამიანს, იმ ზნეობრივ უფსკრულშიც ითრევს, რომელიც მიუწვდომელია სხვა მიწიერ არსებათათვის და რასაც დემონის მიმსგავსებულობას ვუ-წოდებდით. მანკიერებას მიცემული ადამიანი რაღაც უხილავ ჭუჭყს გამოყოფს. ეს განსაკუთრებულად მის თვალებში იგრძნობა. ჭუჭყი არა მხოლოდ ჟღენთავს ადამიანის სულის ფორებს, გარკვეულ ხარისხში მის ირგვლივ მყოფ საგნებსაც ეთვისება: საცხოვრებელს, სადაც ის ცხოვრობს, სამოსს, რომელსაც იცვამს. ამიტომ პავლე მოციქული ამ-ბობს, რომ ქრისტიანს შებილწული შესამოსელიც კი სძულს.
გვინდოდა შევჩერებულიყავით „მანკიერების თავისუფლების" ერთ-ერთ სახეზე - ბილწსიტყვაობაზე, რომელიც ჩვენს ქუჩებსა და სახლებს ისე აბინძურებს, თითქოს კანალიზაციის სისტემამ ამოხეთქა და მისი შედგენილობა ფეხქვეშ გვეღება. ბილწსიტყვაობა - ეს არის სულმდა-ბალთა მცდელობა იმათთან გატოლებისა, ვინც მათზე მაღლა დგას, მეორე მხრივ იმ სულიერი ღირსების ჩაკვლის მცდელობაა, რომელიც სხვა ადამიანისადმი პატიცისცემაში მდგომარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბილწსიტყვაობა ცდილობს ადამიანისათვის ყველაზე წმინდა დაამციროს, გალანძღოს, ლაფში გასვაროს. ამიტომ ბილწ ლანძღვაში ხშირად გაისმის ღმერთის სახელი, უფრო ხშირად კი სიტყვა - დედა, რომელიც წყალწაღებული არამზადების გარდა ყველასათვის ძვირ-ფასია. ეს ტალახის ნაკადიც არ არის, ეს რაღაც ფეკალური მასაა, რომელიც ნარწყევივით იფრქვევა პირიდან. არსებობს ფსიქიური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუ-პნის და წამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა. ბილწსიტყვაობა რაღაცით ჰგავს იმ ფსიქიკურ დაავადებას. (გაგრძელება...)
1კინიკოსები სკოლამ სახელწოდება ნაგაზის ზედმეტი სახელიდან აიღო. მისი დამაარსებელი იყო ანტისთენე (ძვ. წ. აღ. V ს.-II ნახევარი - IV ს. – I ნახევარი). ანტისთენეს სწავლებაში მთავარი - ესაა ერთობლიობის რეა-ლობის უარყოფა. არსებობენ მხოლოდ ცალკეული საგნები. კინიკოსთა სწავლების თანახმად სიბრძნე არა ადამიანისთვის მისაწვდომ თეორიულ ცოდნაში, არამედ სიკეთის შემეცნებაშია. ჭეშმარიტი სიკეთე მხოლოდ ცალკეულ პირთა მონაპოვარი შეიძლება იყოს, ხოლო სათნო ცხოვრების მიზანი შეიძლება დაეფუძნოს ყოველივე იმის უარყოფას, რაც ადამიანს დამოკიდებულს ხდის. მაგ: ქონების, სიამოვნების, ხელოვნური და პი-რობითი ცნებებისა.
2სტოიკოსები ფილოსოფიის მთავარ ამოცანად თვლიდნენ ფიზიკასა და შემეცნების სწავლებაზე დაფუძნებული ეთიკის შექმნას, რასაც ისინი ლოგიკას უწოდებდნენ. სტოიკოსების ფიზიკა გაჩნდა, როგორც არისტ-ოტელეს ფიზიკისა და ჰერაკლიტეს სწავლების ზოგიერთი ელემენტის სინთეზი (ძვ. წ. აღ. IV-III სს.)
3დიოგენე სინოპელი- ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი.
4ეპიკურე (341 – 270 ძვ. წ. აღ.) - ფილოსოფიის მთავარ ამოცანად თვლიდა ბედნიერებასთან მიმყვანი ქცევის შესახებ ეთიკის სწავლების შექმნას. მაგრამ ეთიკა შესაძლოა აიგოს მხოლოდ იმ პირობით, თუ განსაზ-ღვრულია ადგილი, რომელიც ადამიანს - ბუნების ნაწილს - უკავია თვით ბუნებაში. ამიტომ ეთიკა უნდა დაეყრდნოს ფიზიკას, რომელიც ასევე შეიცავს სწავლებას ადამიანის შესახებ.
5ჰედონიზმი (ბერძნ. - სიამოვნება) - ეთიკის იდეალისტური მიმდი-ნარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდ-ესი სიამოვნება, სიტკბოება.
6პანთეიზმი - ფილოსოფიური სწავლება, რომლის მიხედვითაც ღმერთი წარმოადგენს უპიროვნო საწყისს; ეს საწყისი არ სცდება ბუნების საზ-ღვრებს, არამედ გაიგივებულია მასთან. ამგვარად პანთეიზმი ღმერთს ბუნებასთან აზავებს და მის ზებუნებრივ საწყისს უარყოფს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია