ვინაა, ასე გონივრულად, ნატიფად, მშვენივრად რომ მოსავს ყვავ-ილებს, გარდაქმნის უსახურს (ვამბობ უსახურს, უფორმო საგანს, მი-წას), ვინ აძლევს მას ესოდენ საკვირველ ფორმას? დამბადებელო, მომეცი ნება ყვავილებში ვეამბორო შენს სიბრძნეს, შენს სიკეთეს, შენს ყოვლისშემძლეობას.
***
კეთილმოსურნე ქრისტიანებსაც ტოვებს ღმერთი და ესაა ეშმაკთან, ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლი საათები. ასეთ დროს, კაცი გულის სი-ღრმიდან, ასე შეჰღაღადებს ღმერთს: რატომ მომაშორე ნათელი შენი მიუაჩრდილებელი? ჩამიხურა სული ბოროტი, წყეული სატანის წყვ-დიადმა, უმძიმს სულს გამტანჯველ ბნელში ყოფნა, ბოროტის, ჯოჯ-ოხეთის ტანჯვა შევიგრძენი, დამაბრუნე, მაცხოვარო, შენი მცნებების შუქისაკენ, გამიმართე სულის გზა, გევედრები.
(გაგრძელება იქნება...)