რაც უფრო სუფთაა გული, მით უფრო ხალვათია, მით ადამიანის სი-ყვარული ძალუძს; რაც უფრო ცოდვილი, მით უფრო ვიწრო, უნარს-მოკლებული, უყვარდეს მოყვასი და ასეთი კაცი საკუთარი თავის, ანუ მტყუარი, ფუჭი სიყვარულით იფარგლება: ნუგეში ოქროსა და ვერც-ხლში, მთვრალობას, მრუშობასა და ამისთანებში გვესახება, გვავიწყ-დება, რომ ასეთი რამ, უკადრისია და შეუფერებელი უკვდავი სულის-თვის.
***
თუკი ღმერთი გადასცემს დაუმარცხებელ, მიუწვდომელ, ღვთაებ-რივს, ცხოველსამყოფელ ძალას ჯვარს, რაა გასაკვირი, რომ იგი თავის გასაოცარ ძალას ჩვენს ბუნებასაც ანიჭებს, აღამაღლებს მას ყოვლად-წმიდა, საშინელი და ცხოველსმყოფელი საიდუმლოთი, თავისი სისხ-ლითა და ხორცით! რაოდენ დიდებული ხარ, უფალო! რაოდენ სა-კვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! რაოდენ დაუსრულებელია ყოვლისშემძლეობა შენი! რასაც კი შეეხება ძალა, მადლი შენი, თავა-დაც ცხოველმსყოფელი ხდება.
(გაგრძელება იქნება...)