დაიწყე ათი მცნების შესრულება. მცირედიდან დაიწყე და დიდი მცნებების აღსრულებასაც შეძლებ: პატარას ყოველთვის დიდთან მიჰყავს კაცი. დაიწყე თუნდაც მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს, ან მეათე, უარყოფით აზრებსა და სურვილებს რომ ეხება და ყველა მცნების დაცვას შეძლებ. მაგრამ ვინც ცრუა მცირეზე, დიდშიაც გამ-ტყუნდება.
***
ჭეშმარიტებაა საფუძველი ყველა მრავალფეროვნებისა, რაც კი ოდე-სმე შექმნილა და შენაც ჭეშმარიტება დაუდე საფუძვლად ყველა შენს საქმეს, შინაგანსა, თუ გარეგანს, განსაკუთრებით კი ლოცვას. ჭეშმა-რიტებაზე, სიმართლეზე დააფუძნე მთელი შენი ცხოვრება, ყველა შენი საქმე, ყველანაირი შენი წადილი და აზრი.
(გაგრძელება იქნება...)