უხილავი უფალი ხილულად მოქმედებს სულებზე, როგორც მარად-ის ჩემთან მყოფი, ხედავს ყველა ჩემს აზრსა და გრძნობას, სიზარმაცეს, ჭირვეულობას, ვნებას ჩემსას, რომელთაც საკადრისი სასჯელიც მოსდ-ევს თან. საერთოდ კი, თუკი ჩემი შინაგანი განწყობა, შეუფერებელი და კნინია მისი სიწმინდისათვის, გულში ცეცხლივით მწველი სასჯე-ლის დათმენა მიწევს და თუ სწორ განწყობას ვინარჩუნებ, მშვიდი და მხიარული ვარ.
***
ისევე როგორც უღირსი ზიარებისას, ასევე ცივი და უნიათო ლოცვი-სას სულს არ ულხინს, წუხს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი არ შედის ჩვენს გულებში და ჩვენი ურწმუნოებითა და გულგრილობით შეუ-რაცხყოფილნი იქ დამკვიდრების ნებას რთავს ბოროტ სულებს, რომ ვიგრძნოთ, რა განსხვავებაა მისსა და ბოროტის უღელს შორის.
(გაგრძელება იქნება...)