რა არის ცოდვა - ჩვენი ცხოვრების ეს საიდუმლო რეალია, უხილავი რადიაცია, რომელიც მას მსჭვალავს? ეს გაუგებარი ძალა, დედამიწას (კოსმოსის სულიერ გულს) 7 ათასი წელი ტკივილის კრუნჩხვებში რყევას რომ აიძულებს? კაცობრიობის ისტორია ქრონიკული ავად-მყოფობის ისტორიას ბევრი რამით მოგვაგონებს. ჩვენი თანამედ-როვენი, ისევე როგორც ძველი ჰუმანისტები, ცდილობდნენ ეს პრო-ბლემა გაემარტივებინათ, ცოდვა ადამიანის ზნეობრივ არასრულფა-სოვნებად ავხსნათ, გარკვეული მორალური ეტალონიდან გადახრად, გონებასა და გრძნობას შორის დისონანსად, საზოგადოებრივ ცხოვრე-ბაში ეგოიზმის გამოვლინებად განემარტათ, ზოგჯერ კი შემთხვევი-თობად და შეცდომად, არასწორ გადაწყვეტილებად წარმოედგინათ. ისინი ცოდვის მიზეზებს აღზრდის ნაკლოვანებაში, სოციალურ უსა-მართლობაში ხედავენ და თვლიან, რომ სული, დაბადებით სუფთა, გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ლითონის მსგავსად კოროზიას განიცდის და თანდათან ჟანგით იფარება. ამიტომ ჰუმანისტები ზნე-ობის გამოსწორებას საზოგადოებრივი ფორმებით, ანუ ფსიქოლოგიის - სოციოლოგიის მეშვეობით ცდილობდნენ. ყველა ასეთი მცდელობა უტოპია იყო. საბრძოლო ენთუზიაზმი იმედგაცრუებით მთავრდე-ბოდა, რევოლუციური ძალადობა არა ზნეობრივ გმირებს, არამედ ტირანებსა და მონებს წარმოშობდა: რევოლუციებისა და „გარდაქმ-ნების" დროს ბოროტების განსაკუთრებულად ძლიერ ამოხეთქვას ვხედავთ, როგორც ლავის ამოფრქვევას მიწის ზედაპირზე.
თანამედროვე ლიბერალიზმს ცოდვის შესახებ საკითხის გადაჭრა რადიკალური საშუალებით სურს. მას თვით ცოდვის ცნების განა-დგურება უნდა, ამისათვის ზნეობის ცნება უნდა მოსპოს, ის ცრურ-წმენად გამოაცხადოს და ყველასათვის დასაცინი გახადოს.
ანტიკურიდან დაწყებული, ყველა ფილოსოფიური სისტემა ცდილ-ობდა დაემტკიცებინა, რომ ცოდვა - ეს მხოლოდ სიკეთის სიმწარეა. თანამედროვე ლიბერალები - ცინიკოსები ცდილობენ ადამიანებს ჩააგონონ, რომ ცოდვა - ეს ყალბი ცნებაა, რომელიც იმისთვისაა მო-გონილი, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ამყოფოს, მისი თავისუფლება შეზღუდოს, ცხოვრების ხალისი დაუკარგოს; საერთოდ კი ცოდვა - ბნელი მოჩვენებაა, რომელიც ადამიანის გონებამ უნდა გაფანტოს და გაანადგუროს; ცოდვა - ეს ბავშვებისთვის საფრთხობელა და ძველი ცრურუწმენაა, რომელსაც მხოლოდ ნევროზებისა და ფობიის გამოწ-ვევა შეუძლია.
ლიბერალებს მინიმუმამდე უნდათ ზნეობის დაყვანა, მაგალითად, როგორიცაა სალაფავის სამართლიანი განაწილება საერთო გობიდან და ამით ადამიანური სინდისის ნარჩენების დაკმაყოფილება. მაგრამ ჩვენ შევიგრძნობთ ცოდვას, როგორც რეალურ ძალას. ამ უჩინმაჩინს ყველგან, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სულში ვაწყდებით.
არის ცოდვის სიღრმე, მისი ერთგვარი ონტოლოგია, თვალთაგან დაფარული - ეს არის ღვთისადმი სიძულვილი. ომებისა და რევო-ლუციების დროს, როცა სახელმწიფოს საფუძველი ინგრევა, როგორც მიწისძვრის დროს კოლონები, ცოდვის სატანიზმი განსაკუთრებულად იკვეთება და გეჩვენება, რომ თვით მიწის პირი გადაიქცევა ჯოჯო-ხეთის ფსკერად. განა შეიძლება სადიზმი და ადამიანთა ნაირგვარი წამებანი, როცა სიკვდილი კაცს წყალობად ეჩვენება, მხოლოდ სი-კეთის სიმწირით აიხსნას? განა შეიძლება სიკეთის სიმწირით აიხსნას სექსისა და გარყვნილების ნაკადი, ტელევიზორების ეკრანებიდან და ჟურნალის ფურცლებიდან რომ დაგვატყდა? განა შეიძლება ჰომოსექ-სუალიზმის აპოლოგია მხოლოდ უმეცრებად მივიჩნიოთ? რით ავხ-სნათ სიბინძურისადმი ეს მზარდი მიდრეკილება? როგორც ჩანს, სა-ტანის რელიგიის ახალ ხვეულს გარყვნილების კულტი წარმოადგენს, მსგავსად იმისა, დეკადანსი1 რომ ნერგავდა ხელოვნებაში ხრწნადი გვამის კულტს. ძველად პათოლოგიური სექსი სამარცხვინოდ ითვ-ლებოდა. ის სასამართლო მედიცინის სფეროს განეკუთვნებოდა. ახლა კი არა მხოლოდ ითმენენ, არამედ მას, როგორც ადამიანის გრძნობათა ახალ საღებავებს, რეკლამასაც უკეთებენ. ალბათ მალე მკვდარი ზღვის ფსკერიდან სოდომი ამოვა, ამოცურდება ტრიტონივით და „ელიტის" დედაქალაქად იქცევა.
ცოდვის ახსნა არ შეიძლება მასობრივი ფსიქოზით და შეშლილობით. გიჟი შეურაცხადია, აქ კი ადამიანებმა იციან რაზე მიდიან. მაგალ-ითად: ადამიანი, რომელიც თითქოს არანაირ ფსიქიურ გადახრას არ ამჟღავნებს, საზოგადოებაში კორექტული, სამსახურში კარგი მუშაკი, გულისხმიერი მეზობელი და მზრუნველი მეოჯახეა, იმიტომ დაი-ჭირეს, რომ ადამიანებს, ხშირად ქალიშვილებსა და ბავშვებს მოტყუ-ებით იტაცებდა, აწამებდა, შემდეგ ბენზინს ასხამდა და წვავდა. ის თავისი მსხვერპლის მოტაცების გეგმებს ისე გულდასმით აწყობდა, როგორც რეჟისორი აწყობს გეგმებს სპექტაკლის დასადგმელად. როცა სასამართლოზე ჰკითხეს რატომ სჩადიოდა ამას, მან უპასუხა, რომ მსხვერპლის მოთქმით ისეთ სიამოვნებას განიცდიდა, რომელსაც ვე-რაფერი შეედრებოდა.
ადამიანები ეკრანებთან ძალადობას ისე გატაცებით და ინტერესით უყურებენ, თითქოს დაჰიპნოზებულნი არიან ამ ბნელი ფანტასმა-გორიით. სატანისტურ სექტებში სადიზმი და გარყვნილება ღამის ორგიის რიტუალს წარმოადგენს. ეს კუდიანების შაბაში ახლა გას-ართობ სანახაობად უნდათ რომ აქციონ.
ცოდვა - ოკულტური მოვლენაა, ეს ღვთის გამოწვევაა მოჩვენებითი თავისუფლების სახელით, ეს არის ადამიანის სურვილი თავის სულში ღვთის ხატი შებილწოს და გაანადგუროს. ცოდვა უაზრო და მახინჯია, მაგრამ ის სწორედ თავისი ურცხვობითაა მიმზიდველი. რატომ არის დიდი მოთხოვნილება ყველაზე ცინიკურ წიგნებზე და გარყვნილ სურათებზე? იმიტომ, რომ ისინი ადამიანის ქვეცნობიერების სიღ-რმეებში ჩამალულ სახეებსა და ვნებებს ეხმიანებიან. ყოველგვარი ცოდვა პირველქმნილ ცოდვას ენათესავება, რომელიც თაობიდან თა-ობას გადაეცემა, დაუშრეტელად მიედინება, მიჰყვება მსოფლიო ის-ტორიას მისი განთიადიდან დაისამდე. ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა, სახელად - „ღვთისმბრძოლობა", პირველ ცოდვასთან ისეა მიბმული, როგორც რტოზე ფოთოლი.
წმიდანები ამბობენ, რომ ცხონება საკუთარ ცოდვათა ხედვით იწყე-ბა. მადლის პირველი მოქმედება - ეს სულის სიღრმისაკენ მიმართ-ული სხივია, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავს, როგორც კეთროვ-ანს, ცოდვის ქერცლით დაფარულს ხედავს. მის წინაშე ურჩხულები-ვით ჩნდებიან გულში ჩაბუდებული ვნებები. თუკი სული ცოდვას არ ებრძვის, არამედ თაყვანს სცემს მას, მაშინ ის თავად ხდება დემონის ხატი და მსგავსი. თუმცა სინდისის ქენჯნა ამას მიგვანიშნებს, მაგრამ ცოდვის მთელი დემონიზმი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იხსნება. როცა სული ცოდვასთან, როგორც განდგომილების დამღასთან ერთად სამარადისოდ დარჩება, მას საშინელება შეაძრწუნებს.
გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-იან წლებში სატანიზმის თარეში თავისი სისხლიანი დანაშაულებებითა და გაწაფული მკრეხელობით. ეს არის ცოდვის ამოფრქვევა ადამიანთა სულის სიღრმიდან, როგორც ჯოჯოხეთიდან. სული მიწიერი ცხოვრების წიღიდან მარადისობაში ქრისტეს ან სატანის სახით იბადება. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კი არა მხოლოდ სული, არამედ სხეულიც იმის სახეს მიიღებს, რასაც ადამიანი ემსახურებოდა. ამაშია სამოთხისა და ჯოჯოხეთის, საუკუნო ნეტარებისა და საუკუნო ტანჯვის საიდუმლო.
ცოდვას თავისი აპოლოგეტები ჰყავს; მათი რიცხვი ყოველ საუკუ-ნეში იზრდება და მათი ხასიათი ყოველ ათწლეულში სულ უფრო თავხედური და ცინიკური ხდება. ლიბერალებს უნდათ ცოდვით და-ცემის ტრაგედია ბედნიერი დასასრულის მქონე თავშესაქცევ რომანად აქციონ. იმისთვის, რომ ცოდვილი დაამშვიდონ, ორიგენისტები ახალ თეორიებს თხზავენ. მის სასთუმალთან დახრილები, როგორც შაჰ-რაზადა ალ-რაშიდს, ზღაპრებს უყვებიან, ოღონდ არა „ათას ერთი რამიდან", არამედ ორიგენესა და კაპოკრატეს გადმოცემებიდან. მათი მთავარი დოგმატია - საბოლოო საყოველთაო ცხონება.
მაგრამ უფალმა დედამიწაზე არა ცოდვასთან და სატანასთან ერთად მშვიდობა, არამედ მადლის ცეცხლოვანი მახვილი მოიტანა, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას საუკუნოდ გაყოფს, დასრულდება მირაჟი და დაიწყება მწარე გამოღვიძება.
1დეკადანსი - (ფრანგ. - დაცემა) XIXს-ის დასასრულისა და XX ს-ის და-საწყისის მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)