ქრისტე რწმენას მოჰყავს გულში და იქ ავანებს მშვიდობითა და სიხა-რულით. ამაოდ როდი ამბობენ ღმერთზე: წმინდაა იგი და წმინდანთა შორის განისვენებს.
***
ადამიანის ლოცვისასაც კი ყოველთვის როდია ძე თავისუფლებისა, არამედ მონაა მოვალეობის, გამოუვალი მდგომარეობისა. შეხედეთ ნებისმიერ ადამიანს, გინდაც მღვდელს, განა ბევრია მათ შორის ის-ეთი, ვინაც თავისუფალი, ღვთისკენ აპყრობილი გულით, რწმენითა და სიყვარულით ლოცულობს?
***
კარგად დააკვირდი საკუთარ სიამაყეს: შეუმჩნეველია მისი მოქმედ-ება და განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი უმნიშვნელო და წვრილმანი მიზეზიც კი კმარა რომ გაღიზიანდე და გაბრაზდე.
(გაგრძელება იქნება...)