კეთილისმზრახველი ადამიანების თხზულებებში პატივი ეცი იესო ქრისტეს ნათელს, რომელიც „განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (იოანე 1, 9). და გულმოდგინედ იკითხე, მადლობდე ნა-თლისმომცემელ ქრისტეს, რომელიც ერთგულს უშურველად ჰფენს თავის მადლს.
***
ღმერთი რაკიღა მარადიული ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტების მიმართ ურწმუნოებისა და ეჭვის წამს ვერ ეგუება ჩვენში. ღმერთი რადგანაც რომ სიკეთეა მარადიული, „ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაჲ" – (1 ტიმ. 2, 4.). და ჩვენც, როგორაც ღვთის შვილებმა, მთელი გულით უნდა ვუსურვოთ სიკეთე და ცხონება ჩვენს მტრებსაც კი, კიდეც უნდა გავისარჯოთ ამისთვის.
(გაგრძელება იქნება...)