xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 15 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გიორგი მაწყვერელისა (IX-X)
15 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გიორგი მაწყვერელისა (IX-X)
14-04-2022, 21:19  / ამოსაბეჭდი ვერსია

15 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გიორგი მაწყვერელისა (IX-X)

 

 

   წმიდა გიორგი მაწყვერელი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალს და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

   ცნობები წმიდა გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა.

   გიორგი მერჩულე: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" წერს: „ვჰგონებდ ცხოვრებასა ამას დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა", შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ საეკლესიო მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას და მათ შორის ასახელებს ღირს გიორგი მაწყვერელს. ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, „აღმოსცენდა ჴევისაგან შუარტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღმრთისმოშიშთა; ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას".

   უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის შესახებ ბასილისთვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს - „ყოველნი ესე სასწაულნი და საქმენი, რომელნი იგი პირველ ეპისკოპოსობისა და უკუანაჲსკნელ ეხილვნეს, მომითხრნეს პირმან მან უტყუელმან, გიორგის ვიტყჳ მაწყუერელს".

   ღირსი გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა წმიდა სერაპიონ ზარზმელთან, დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

   ღირსმა გიორგიმ აწყურის კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდა-ლის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში, და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათაკვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა „ხელთიდვა განგებაჲ სამცხისაჲ" და „დააწყნარა ყოველი საბრძანებელი თჳსი", ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი".

   ღირსი გიორგი მაწყვერელი მშვიდობით აღესრულა X ს-ის პირველ მეოთხედში.

 

"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine