ისინი, ვინც წარსულში ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ხო-ლო შემდეგ შეინანეს და სულიერი ცხოვრება დაიწყეს, მათზე მოწე-ვნულ დამცირებასა და მწუხარებას სიხარულით უნდა იღებდნენ, რადგანაც მათი დათმენით ისინი ძველ ვალებს იხდიან. ჩვენ ვხე-დავთ, რომ როდესაც ცოდვილ ცხოვრებას დაჩვეულმა ღირსმა მარ-იამ მეგვიპტელმა შეინანა და საკუთარი ცხოვრება შეცვალა, მას ძველი ვნებები ტანჯავდნენ. მაგრამ იმ ვნებათა დასაძლევად ღირსმა დედამ დიდი ბრძოლა წამოიწყო. ეშმაკი ეუბნებოდა მას: „აბა რას დაკარგავ, თუკი ალექსანდრიას ერთხელ შეავლებ თვალს? იმისკენ კი არ გიბიძგებ, რომ იქ დროის სატარებლად გაიქცე, მხოლოდ შორ-იდან შეხედე და მორჩა". მაგრამ წმიდანი იქით არც კი იხედებოდა. რა საოცარი სინანული ჰქონდა მას! სხვა ღირს დედებს, რომელთაც ადრე ერის ცხოვრებით არ უცხოვრიათ, ასეთი ბრძოლის გადატანა არ მოუხდათ. ხოლო ღირს მარიამს, რომელიც ერულად ცხოვრობდა, ეს ბრძოლა სტანჯავდა. ეს ტანჯვა ცოდვის ჭრილობებს წვავს. ამ გზით ერთნიც და მეორნი ურყევ სულიერ მდგომარეობამდე მიდიან.
– წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში, რომელშიც ღირსი მარიამ მეგვიპტელი იყო, მოღვაწეს არანაირი საღვთო შეწევნა არა აქვს ხო-ლმე?
– როგორ არა აქვს?! აქვს და თანაც როგორი! ღირსმა მარიამმა ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ ლოცვისას მისი ფეხები მიწას სცი-ლდებოდა.
დიდ ცოდვილებს, როდესაც ისინი საკუთარ მდგომარეობას შეიცნ-ობენ, სიმდაბლის მოსახვეჭად დიდი მასალა აქვთ დაგროვილი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაცემა დაცემად რჩება, მაგრამ ამავდროუ-ლად ეს დაცემა არის მასალა, „ნედეული" სიმდაბლისა და ლოცვისა-თვის. ცოდვები, რომლებსაც ცოდვილები დასამდაბლებლად იყენებ-ენ, იგივეა, რაც ნაკელი, რომლითაც ნათესობას ვანოყიერებთ. მაშ, რად არ გამოვიყენოთ ეს ნივთიერება ჩვენი სულის მინდვრის გასანო-ყიერებლად, რათა მან მდიდარი მოსავალი მოგვცეს? ანუ თუკი ადამიანი, რომელმაც დიდი ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ იგრძნო თავისი ცოდვების სიმძიმე იტყვის: „მე თავს ზემოთ არ უნდა ვიღებდე და ადამიანებს თვალს ვერ უნდა ვუსწორებდე"! მაშინ ის უკიდურესად იმდაბლებს თავს და დიდ მადლს მოიხვეჭს. ის წაუბორძიკებლად საფუძვლიანად წარემატება და შეუძლია დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწიოს. ხოლო ის, ვისაც დიდი ცოდვები არ ჩაუდენია, თუ სწორი განწყობილება არ მოიპოვა, ვერასოდეს იტყვის: „უფალმა საფრთხის-გან დამიცვა, მე კი ასე უმადური ვარ. მე ყველაზე დიდ ცოდვილზე უარესი ცოდვილი ვარ"! ასეთი ადამიანი სულიერად ჩამორჩება იმ ცოდვილს, ვინც სიმდაბლე მოიხვეჭა.
მეზვერე და ფარისეველი მაინც გაიხსენეთ. ფარისეველს კეთილი სა-ქმეები კი ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს ამპარტავნობით იყო შეპყრო-ბილი. მეზვერეს კი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა ამას, გულს იმუსრავდა და თავს იმდაბლებდა – ეს კი სწორედ ის უმთავრესი რამ არის, რასაც ქრისტე ითხოვს ადამიანისაგან. ამიტომაა, რომ მეზვერე გადარჩა. გინახავთ როგორ არის გამოსახული ფარისეველი ერთ ხატზე? ის თითს იშვერს მეზვერისაკენ: „მე მისნაირი არა ვარ!" სა-ცოდავი მეზვერე კი სვეტს ეფარება და თავის აწევას ვერ ბედავს, რომ ირგვლივ მიმოიხედოს. ფარისეველი თითით ანიშნებს ქრისტეს სად დგას მეზვერე! მიგიქცევიათ ამისათვის ყურედღება?! თითქოს ქრი-სტემ თვითონ არ იცია სად იმალება მეზვერე! და აი მიუხედავად იმისა, რომ ფარისეველი გარეგნულად აღასრულებდა რჯულის მო-თხოვნებს, ამან მას არანაირი სარგებლობა არ მოუტანა. რას აკეთებს ამპარტავნება! ცოდვილი რომელშიც სიმდაბლე არ არის, მეზვერის ცოდვებსა და ფარისევლის ამპარტავნებას ერთად ატარებს. სწორედ ეს გახლავთ ორმაგი „ნიჭი. იმაისთვის, რომ სულიერად გავჯანსაღდეთ, შევეცადოთ, რომ რამდენადაც შევძლებთ, განვიწმინდოთ სულიერი შხამებისაგან, ანუ ვნებებისაგან."
წმიდა პაისი მთაწმინდელი