xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
2-04-2015, 00:18  / ამოსაბეჭდი ვერსია

უსამართლობის დათმენა სასარგებლო საქმეა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

   – წმიდაო მამაო, ხდება ხოლმე, რომ რომელიმე და უსამართლოდ მომეპყრობა, მე ამის მიღება არ შემიძლია და მისდამი გული მიც-ივდება.

   – აბა ერთი მოიცადე! რას გვასწავლის ეკლესია? როგორ უნდა მო-ვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, ან თვით შენ რა შემთხვევაში მიიღებ მეტ სარგებელს? კარგი, ვთქვათ, საქმე სწორედ ისეა, როგორც შენ გგონია, ანუ შენ დამნაშავე ერ ხარ. თუკი უსამართლოდ მოგექცნენ, სარგებელს შენ იღებ, ხოლო იმ დას რომელმაც თავის გასამართლებლად ცილინ შენ დაგწამა, მერე უკვე სინდისის ქეჯნა შეაწუხებს, იგი მოინანიებს და შენდამი სიყვარულს იგრძნობს, აქედან გამომდინარეობს არაერთი სი-კეთე, არამედ ერთდროულად ორი და სამი, ამით გეძლევა შესაძ-ლებლობა გმდიდრდე და მოხეტიალე ბოშა ქალიდან კეთილშობილ ქალბატონად იქცე. რატომ გინდა, რომ კვლავაც ბოშად დარჩე? როდ-ესაც ღმერთი შესაძლებლობას გაძლევს, რომ გამდიდრდე და შენი სიმდიდრე სხვებსაც გაუზიარო?!

   – ზრახვა კი მეუბნება, რომ დას ვკითხო, როგორ მიიღო ჩემი საქ-ციელი და რატომ დამწამა ცილი.

   – აბა რა! განა ეშმაკი მოითმენს, რომ ცოტაოდენი სულიერი დან-აზოგი შეგარჩინოს?! ის თავის მართლებას გაიძულებს, რომ ამით საკუთარი თავიდან ქრისტე გააძევო.

   – წმიდაო მამაო, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ ზოგჯერ მაინც ეპატიებინათ ჩემთვის შეცდომები.

   – გინდა რომ გამართლებდნენ?! კარგი ვთქვათ გაგამართლეს, ამით სულიერად შეიძენ თუ დაკარგავ?

   – დავკარგავ.

  – მაღაზია რომ გქონოდა, რას ისურვებდი – სარგებლის ნახვას თუ დანაკარგისას?

   – სარგებლის.

   – მაშ ასე: თუკი არ გვინდა, მატერიალურ, ამაო საგნებთან მიმართ-ებაშიც არ დავკარგოთ რაიმე, მაშინ რაოდენ მეტად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერ საგნებთან მიმართებაშიც არ ვკარგავდეთ ბევრს. ერის ადამიანები მატერიალურ გამორჩენას მისდევენ და ხელიდან არ უშვებენ მას. და განა სულიერ ადამიანებს ეპატიებათ, თუ სულიერ გამორჩენაზე არ იზრუნებენ?! მაგრამ ერის ადამიანები იმდენს რას კარგავენ?! ფულის გაფლანგვით ისინი მხოლოდ მატერიალურ ქო-ნებას კარგავენ, მაშინ როდესაც ჩვენ, თუკი უსამართლობას არ მო-ვითმენთ, ქარს ვატანთ სულიერ, ზეციურ ქონებას. მთელს ამ ქონებას აქ – მიწაზე ვფლანგავთ, მაშ რატომ უნდა ვანაცვალოთ ზეციური მი-წიერს? გარდა ამისა, საბრალო ერის ადამიანები სულიერ უმეცრებაში იმყოფებიან, მაშინ როდესაც ჩვენთვის სულიერი აზრი დაფარული არ არის. მონაზვნები ამისთვის გავხდით, რომ ზეციური მოგვეხვეჭა, მაგრამ გამოდის, რომ მიზანი ერთი გვაქვს და მეორე მხარეს კი მი-ვდივართ. თუ ერთ ადამიანს დააწყლულებენ, გვემენ ან დევნიან, მისთვის ეს ძალიან მწარეა. ჩვენ კი მონაზვნები ყოველივე ამას თვითონ უნდა ვესწრაფვოდეთ, ყოველივე ამას ქრისტეს სიყვარულით უნდა ვითმენდეთ. ჩვენ უნდა ველტვოდეთ უპატიობას, შეურაცხ-ყოფას, უარყოფას; რამდენადაც ისინი სულს გვიმდიდრებენ. ოჯახის ადამიანი თავის გამართლებას ცდილობს, იმიტომ რომ ცხოვრე-ბისეული საზრუნავი აქვს. ის ხომ იმაზე ფიქრობს, როგორ იცხოვრონ მან და საბრალო მისმა ბავშვებმა, თუკი თვითონ რეპუტაცია შეელახა ანდა გაკოტრდა. ამიტომ ერის ადამიანებს დანაშაულის შესამსუბუ-ქებელი გარემოება აქვთ, მაშინ როდესაც ჩვენ ასეთ რამეს მოკლე-ბულნი ვართ.

   „როგორ გითხრა მადლობა შენ, ღმერთო ჩემო, რომ ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია?! მართლა ჩემი ჩადენილი რომ იყოს, სინდისის ქე-ჯნას ხომ ვერ გავუძლებდი!" მათთვის ვინც ასე ფიქრობს, ციხე სამ-ოთხედ იქცევა. ან სხვა მაგალითი ავიღოთ, ვიღაცამ უსამართლოდ დამარტყა. „დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, ვამბობ მე, – იქნებ ამგვა-რად ჩემს რომელიმე ცოდვას გამოვისყიდი, მეც ხომ აღმიმართავს ხელი მოყვასზე." ან ტყუილუბრალოდ გამლანძღეს, მე კი მადლობას ვწირავ; "დიდება შენდა ღმერთო, მე ამას დავითმენ შენი სიყვარუ-ლისთვის, როგორც შენ დაითმინე ჩემთვის ყვრიმლისცემა და შეურა-ცხყოფა".

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 

 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine