xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
31-03-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   წმიდაო მამაო, როდესაც უსამართლოდ მექცევიან, გული სრულიად მისასტიკდება.

  – იმისათვის რომ გული არ გაგისასტიკდეს, ნურასდროს იფიქრებ ნურც იმაზე, ვინც უსამართლოდ გექცევა, ნურც ის გაიაზრო, თუ რამდენად დიდია მისი დანაშაული; არამედ, სჯობია ის გაიაზრო, თვითონ შენ რამდენად ხარ დამნაშავე. აბა შეხედე, როდესაც ადა-მიანები ჩხუბობენ, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწო-რედ თვითონაა მართალი, ამიტომაა, რომ ხალხი გამუდმებულ უთანხმოებაშია. მაგალითად ორი კაცი მიდის პოლიციაში და ორივე ირწმუნება: – „მან მცემა!" მაგრამ არცერთი მათგანი არ იტყვის, რამ-დენი მოხვდა მისგან მეორეს. თანაც ორივე თავის მოქიშპეს სასა-მართლოში უჩივის.

   იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემ საკუთარ თავზე ყველაზე მეტი უსამართლობა იტვირთა, მაშინ უსამართლობას სიხარულით მივი-ღებთ. იგი – ღმერთი უდიდესი სიყვარულის გამო ჩამოვიდა მიწაზე და საკუთარი თავი ცხრა თვის განმავლობაში ყოვლადწმიდა ღვთისმ-შობლის წიაღში გამოამწყვდია. შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სრული სიმდაბლით. თორმეტიდან ოცდაათ წლამდე ხუროდ მუშაობდა ებრაელებთან. იცით კი, როგორი ხელსაწყოები იყო მაშინ? იმ დროში ხის ხერხებსა და ხის ხოჯოებს იყენებდნენ. მას ფიცრებს უწვდიდნენ და ეუბნებოდნენ – „ეს გააკეთე... ის გააკეთე..." მაგრამ რა გასარანდი იყო ეს ფიცრები! აბა შეეცადე და იმ მოუ-ხერხებელი რკინებით, რომელთაც მაშინ შალაშინის მაგიერ იყენებ-დნენ, რაიმე გარანდე! იცით რა მძიმე შრომა იყო? ხოლო ამის შემდეგ სამი წელი ტანჯვა! ფეხშიშველმა მოიარა საქადაგებლად მთელი მათი მიწა–წყალი – აღმართი და დაღმართი. იგი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს თვალებს უხელდა, ისინი კი მისგან სასწაულებს ითხოვდნენ. იგი შეპყრობილთაგან ეშმაკებს განდევნიდა, ხოლო უმადური ადა-მიანები თვით მას უწოდებდნენ ეშმაკეულს. მის შესახებ იმდენი წინასწარმეტყველება და წინაუწყება არსებობდა, იგი იმდენ სასწა-ულებს აღასრულებდა! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლოს-დაბოლოს იგი გასცეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს.

   ამიტომ, ისინი ვინც უსამართლობას ითმენენ, ღვთის ყველაზე საყ-ვარელი შვილები არიან. უსამართლობის დათმენით ხომ ეს ადა-მიანები გულში უსამართლობათა დამთმენელ ქრისტეს ატარებენ. დევნისას და საპყრობილეში ისინი ისე ხარობენ, თითქოს სამოთხეში იმყოფებოდნენ, იმიტომ რომ სამოთხე სსწორედ იქაცაა, სადაც– ქრისტე.

   – წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანის ტვირთი იმდენად მძიმე იყოს, რომ მან მისი ზიდვა ვერ შეძლოს?

   – ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტვირთი ჩვენივე ძალებს აღემა-ტებოდეს, ეს განუსჯელი ადამიანები ამძიმებენ სხვა ადამიანებს მხრების გაუსაძლისი ტვირთით. ხშირად სახიერი ღმერთი უშვებს, რომ კეთილი ადამიანები ბოროტების ხელში მოხვდნენ, მათ მიერ ზეციური ჯილდოს მოსახვეჭად.

   - წმიდაო მამაო, თუ აქვს რაიმე კავშირი უკმაყოფილებას უმადურ-ობასთან?

   - დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია: ვიღაც, როდესაც ადამიანს შენი-შვნას აძლევს, მის სასიკეთოდ ირჯება, მაგრამ იგი ამას ვერ ამჩნევს, თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობს და უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ ასეთი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ უყურა-დღებოა, თავისუფლად შესაძლებელია, იგი თვლიდეს, რომ მას უსა-მართლოდ ექცევიან მაშინაც კი, როდესაც თვითონ აშკარა წინდაუ-ხედაობით იქცევა და ამიტომ მისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვენ. ამგვარად იგი შესაძლოა სრულ უტიფრობამდე მივიდეს. მაგალი-თად, მონაზონი, რომელმაც ზეთისხილის ხეები უნდა შეწამლოს, ხსნარში ზედმეტ ქიმიკატებს ურევს და ხეებს ფოთლებს უწვავს, მას შენიშვნას აძლევენ, ხოლო იგი, იმის მაგიერ, რომ საკუთარი შე-ცდომა გაიზიაროს და თქვას: „შემინდეთ და მაკურთხეთ" თავს უს-ამართლოდ დასჯილად თვლის და ტირის. „ისინი უსამართლოდ მექცევიან – ფიქრობს იგი – ხეების ფოთლები რომ ჭიას გაეყვით-ლებინა, სიტყვასაც არ დასძრავდნენ, მაგრამ რაკი მე შემემთხვა ას-ეთი რამ, ამისთანა ხმაური იმიტომ ატეხეს, ჰოი, ქრისტე ჩემო მხო-ლოდ შენ გესმის ჩემი". და მიდი და იღრიალე! ასეთმა მონაზონმა შესაძლოა, სიხარულიც კი განიცადოს იმის წარმოდგენაზე, რომელიც „უსამართლობის" გამო მიეგებათ მათ, ვინც  აწყენინა მას და მად-ლობა შესწიროს ქრისტეს ამისათვის. ამგვარი მდგომარეობა ცდომი-ლებაზე უარესია.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine