თითქოს გარკვეული კანონზომიერებაა, რომ მართლმადიდებლობი-საგან განდგომილი ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, ვლა-დიმერ სოლოვიოვი, პროტ. სერგი ბულგაკოვი და სხვები განსაკუთ-რებით ინტერესდებიან რაბინული, იუდაური ლიტერატურით. ჭეშმა-რიტებას მოწყვეტილნი თითქოს ამით ცდილობენ იმ ვაკუუმის შე-ვსებას, რომელიც გაჩნდა მათ სულში. ასე რომ, მიტრ. ანტონი ბლუმს ამ თვალსაზრისით წინამორბედები ჰყავს.
ნუთუ პატრისტიკა და ჰაგიოგრაფია იმდენად მწირია, რომ სულის საამო რჩევისა და მაგალითისთვის მიტროპოლიტი სინაგოგაში „მიე-მართება"? ნეტავი გრძნობდეს, როგორ არაკორექტულად ექცევა თავის მართლმადიდებელ მკითხველს. ერთიც: ანტიქრისტიანული სულიე-რი სამყაროდან ქრისტიანების დასამოძღვრად მაგალითები მოყვანი-ლი ყოველთვის ყალბი იქნება, ის მუდამ დისონანსურად გაჟღერდება, თუმცა, არაეკლესიური ადამიანები, ვით მუსიკალურ სმენას მოკლე-ბულნი, მყისიერად ვერ იგრძნობენ ამ ყალბ ნოტებს.
მიტროპოლიტი წერს: „მაგონდება ხასიდების ცხოვრებიდან ერთი ახალგაზრდა რაბინ ცუსიას ამბავი" (წიგნ. Можем ли молится совре-менный человек, ответы на вопросы. стр. 314). უნდა აღინიშნოს, რომ ხასიდიზმი მტრულად განწყობილი მიმდინარეობაა. ის ოფიციალური იუდაიზმის ოპოზიციად შეიქმნა, რომელიც ექსტაზური მდგომარეო-ბის აუცილებლობაზე ქადაგებდა. ის კაბალისა და ცადიკების (ე. წ. ზემართლების) სწავლებას ეფუძნებოდა, ხოლო მოგვიანებით შეუერ-თდა რაბინიზმს. მიტროპოლიტი ხაზს უსვამს რაბინის ახალგაზრდა ასაკს, რომელმაც უკვე ხასიდიზმის წვენი შეისრუტა, თითქოს ამით ამბობს: „შეხედეთ, როგორი სისწრაფით ყალიბდებიან მართლები". ეს რაბინი, მიტროპოლიტის სიტყვით, „საოცრად ზემოქმედებდა ყველა ადამიანზე, მათში სინანულსა და ახალი ცხოვრებისაკენ ლტოლვას აღძრავდა". მართლმადიდებელი იერარქისაგან ამგვარი ტონით ამგვა-რი დახასიათება უფრო იოანე ნათლისმცემელს მიესადაგება; ან რას ნიშნავს სიტყვები - „ყველა ადამიანზე"? ნუთუ მიტროპოლიტიც მზადაა შეინანოს ხასიდის წინაშე, ნუთუ ის არ გამორიცხავს საკუთარ თავს „ყველა ადამიანისაგან?"
მაცხოვარი და იოანე წინამორბედი ზეციური მეუფების დამკვიდ-რებამდე სინანულისაკენ მოგვიწოდებენ, ხოლო ხასიდები იუდეველი მესიის მოლოდინის გამო მოუწოდებდნენ სინანულისაკენ. ნუთუ მიტროპოლიტისთვის უცნობისა, რომ ხასიდები ყოვლადწმიდა ღვთი-სმშობელს მეძავს უწოდებენ. ნუთუ ამის გამო ისინი ვერ გრძნობენ მართლმადიდებლობის შეურაცხყოფას? ან რომელი ჭკუათმყოფელი შეუდგებოდა იმ ადამიანის ციტირებას, ვინც შეურაცხყო მშობელი დედა. და ვინც პატიებასაც არ ითხოვს ამ მკრეხელობის გამო? განა ყოვლადწმიდა ქალწულის ღირსება გაცილებით უფრო აღმატებული არ უნდა იყოს ყველა ქრისტიანისათვის? რა შეიძლება შეინანოს ხასიდმა? მაგალითად, ის ნანობს, თუ წაიკითხა სახარება, ვინაიდან ეს წიგნი მკაცრადაა უარყოფილი ხასიდების წრეში ვით „ცრუ უწყება". ამის შემდეგ, როგორ უნდა გავიგოთ მიტროპოლიტის მიერ ხშირად ხსენებული სიტყვა „ჩვენ"? ის და მართლმადიდებლები, თუ ის და ხასიდები? სიტყვა „ჩვენ" ხომ სოლიდარობას გულისხმობს. არა მგო-ნია, რაბინი ცუსია თავის ქადაგებებში ანტონი სუროჟელს ციტირებ-დეს: „მას გააგდებდნენ სინაგოგიდან, ჩვენ დავამატებდით - კარგსაც იზამდნენ!"
რატომ გახდა მიტროპოლიტისთვის პატრისტიკა უეცრად ვიწრო კვართი, ხოლო ჰაგიოგრაფია - მშრალი საკვები? იესოს ლოცვით და-კავებული ადამიანი უნდა ჭვრეტდეს მართლმადიდებლური პატრის-ტიკის სიღრმეებს, არსობრივად ამოუწურავ წყაროს. მართლმადი-დებლობის რაოდენი სიმწირის შევსება სურს მას. ეს საშიში მცდე-ლობაა. ზოგიერთი მღვდელმსახური ამბობს: ჩვენ მრავალი წელი ვმონაწილეობდით ეკუმენიზმში, მაგრამ დავრჩით მართლმადიდებ-ლებად. ნამდვილად ასეა? მართალია, რიტუალით მართლმადიდებ-ლები დარჩით, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ცნობი-ერება არ დაექვემდებარა კოროზიას, ოღონდ სხვადასხვა დოზით. თუ ისეთმა ნიჭიერმა მქადაგებელმა, როგორიც მიტროპოლიტი ანტონია, იესოს ლოცვის ღვაწლის მიუხედავად, ვერ გაუძლო ეკუმენისტურ შხამს და სხვა ადამიანი გახდა, რა უნდა ითქვას მასზე, ვისაც არაფერი შეუძლია დაუპირისპიროს ამ თანამედროვე ფენომენს: არც ცოდნა, არც ლოცვა, არც ბავშვური სარწმუნოება? თუ იესოს ლოცვის მთქმელი მიტროპოლიტი სულიერ საზრდოს ხასიდებთან ეზებს, მაშინ რა უნდა თქვან სხვა ეკუმენისტებმა?
მაგალითისთვის: მიტროპოლიტის სიტყვით, რაბინი უსმენდა მონ-ანულს „საფეხურიდან საფეხურამდე ჩაჰყვა ის მონანულის ცოდვებს, შეკრა მონანულის სულის ფესვები საკუთართან და როგორც საკუთარ ცოდვას, ისე ნანობდა მის ცოდვებს." აქ თავისი „ზემართალი სიმა-ღლიდან" რაბინი ჩადის რიგით იუდეველებთან, ნელ-ნელა, საფეხ-ურებზე ჩასვლით აიძულებს საკუთარ თავს ჩავიდეს მონანულის ცოდვის სიღრმეებამდე, შემდეგ კრავს საკუთარ თავს სხვის ცოდვას-თან, ვით მიცვალებულს თოკით, ხოლო შემდეგ ნანობს მის ცოდვებს, ვით საკუთარს; ისინი შეკრულნი არიან ანუ დროებით იმყოფებიან ამ ვითარებაში. რაც შეეხება მართლმადიდებელ მოღვაწეს: ის არ ჩადის მონანულის ცოდვის ფსკერში, რადგან მასზე უფრო დიდ ცოდვილად მიიჩნევს თავს. ის არ კრავს თავის თავს არანაირი ფესვებით, არამედ აღმსარებლის ცოდვებს უფრო დიდი დოზით ხედავს საკუთარ სუ-ლში. რაბინი მონანულის ნიღაბს იკეთებს და მონანულს თამაშობს, შესაძლოა ნიჭიერადაც, ვინაიდან ნიღაბს იკეთებენ და არა სახეს! ხოლო მართლმადიდებელი მოღვაწე რეალურად გრძნობს საკუთარ სულში ცოდვებს, რომლებიც დამახასიათებელია სამყაროსთვის. პა-ტერიკებში მიტროპოლიტი გაცილებით უფრო მართებულ და, თუ გნებავთ, გამაოცებელ მაგალითებს იპოვიდა.
მიტროპოლიტი ანტონი თითქოს ივიწყებს იმ ფაქტს, რომ თვით ცო-დვის ცნება ქრისტიანობასა და ხასიდიზმში რადიკალურად განს-ხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად: თუ ქრისტიანი იპოვის ნივთს, რომელიც ეკუთვნის ხასიდს და არ გამოაჩენს მას, ქრისტიანისთვის ეს ცოდვაა, ერთგვარად პასიური ქურდობაც. ხოლო თუ ხასიდი იპოვის ნივთს, რომელიც ეკუთვნის უცხო რჯულის წარმომადგენელს და არ გამოაჩენს მას, ის არ სცოდავს, ვინაიდან ამგვარი შემთხვევა თალ-მუდის თანახმად ცოდვად არ ითვლება. ყველაზე საშიში მსგავს მაგალითებში გახლავთ ის, რომ მართლმადიდებლებს უმუშავდებათ არასწორი დამოკიდებულება სხვა რელიგიების მიმართ; შედეგად ზღვარი ამ სხვა რელიგიებსა და მართლმადიდებლობას შორის ნელ-ნელა იშლება. თუ ხასიდებთან ასეთი ზნეობრივი სასწაულები, სიყ-ვარულისა და სინანულის გამაოცებელი მაგალითებია, იქნებ უფრო ახლოს უნდა გავეცნოთ ხასიდიზმის ლიტერატურას, ჯერ შემეცნე-ბითი და ზნეობრივი, ხოლო შემდეგ სულიერი თვალსაზრისითაც?
ეკუმენისტური მსოფლხედვის თანახმად მართლმადიდებლობა კარ-გია, ხოლო მართლმადიდებლობა პლიუს ხასიდიზმი - უფრო უკე-თესი. ამრიგად, მიტრ. ანტონი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ვლა-დიმერ სოლოვიოვის მსგავსად, ქრისტიანობისა და იუდაიზმის შეერთების სამომავლო ქადაგებას უყრის საფუძველს. ეს არა მარტო ეკუმენისტური აზროვნებაა, არამედ ეკუმენისტური ხერხიც: მართლ-მადიდებლებისთვის მიუღებელი მაგალითებით ანგრევს მართლმა-დიდებლობის ორიენტირებსა და საზღვრებს. მოგვიწოდებს კიდეც, რომ ქრისტეს სიყვარული ვისწავლოთ მათგან, ვინც უარყო ქრისტე.
ქრისტიანობისთვის უცხოა ანტისემიტიზმი, ვინაიდან ანტისემიტი-ზმი უარყოფს იუდეველს, როგორც პიროვნებას და ამ ნაციის წარ-მომადგენელს პოტენციურ დამნაშავედ აღიქვამს. მკაფიოდ ვიცოდეთ და მტკიცედ გვჯეროდეს, რომ სახარება და თალმუდი შეუთავს-ებელია. ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ამის გამო სარწმუნოების ღალატი არ გვმართებს.
არქ. რაფაელი (კარელინი). Векторы Духовности.
Кто имет назидания у хасидов.
თარგმნა დეკანოზმა კონსტანტინემ (ჯინჭარაძე)