xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ადამიანის ზრახვები მის სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
ადამიანის ზრახვები მის სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
18-03-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია
 

 

 

   – წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვ-ლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?

   – და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის რომ, ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი, სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს.

   – და, რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი – უბედურებად?

   – ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესა-ძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე – კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწ-ყეს, ნელ–ნელა ირგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათა-ნობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა – ცისკართან ერთ-ად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარე-ნიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო საშინლად აღელდა; „ეს რა უბედურებაა, სენაკი შებილწულია, ყველაფერი დამთავრდა, დავი-ღუპე!" ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან სპირტის ფლაკონს დაავლო ხელი, იატაკზე წამოაქცია და ცეცხლი წაუვიდა. „იატაკის დეზინფექ-ცია!" ცოტაც და მთელი მონასტერი დაიწვებოდა. სენაკის იატაკი კი დაწვა მან, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვები. არადა, სწორედ მათი დაწვა მართებდა, იმიტომ, რომ ბოროტება ზრახვებში იმალებ-ოდა. კეთილი ზრახვები რომ აემუშავებინა, ბერი საკუთარ თავს ეტყო-და რომ, ქალი მის სენაკში ღვთისმოსაური განზრახვით შევიდა, კურ-თხევის, მონაზნური მადლის მისაღებად. ამით ეს ბერი სულიერად შეიცვლებოდა და განადიდებდა ღმერთს. 

   ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხე-დვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდამიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩ-ნიათ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასოდეს იფიქრებს. ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: „ოჰ, ის პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე?!" იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს. ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღას-რულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩა-იბურტყუნებს: „მთელი ღამე გამათენებინეს!" ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: – აქ რა სიმღერებს გაჰკივიანო. 
   გახსოვთ, როგორი დამოკიდებულებები გამოხატა ქრისტეს მიმართ ორმა მასთან ერთად ჯვარცმულმა ავაზაკმა?! ორივემ იხილა ჯვარზე მიმსჭვალული ქრისტე, ორივე გრძნობდა, როგორ შეიძრა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა! და ამ დროს რას იზრახავდა ერთი და რას – მეორე?! პირველი, რომელიც მის მარჯვნივ ეკიდა, გმობდა ქრისტეს და ამბობდა: „შენა თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა" მეორე – მარჯვნივ ჯვარცმული – ამგვარად აღიარებდა: „ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა." პირველი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეო-რე კი – ცხონდა.

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი   


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine