xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » კეთილი ზრახვების მქონე ყველაფერს კეთილად ხედავს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
კეთილი ზრახვების მქონე ყველაფერს კეთილად ხედავს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
16-03-2015, 11:15  / ამოსაბეჭდი ვერსია

კეთილი ზრახვების მქონე ყველაფერს კეთილად ხედავს (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

   როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებე-ლი ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: ბუზს თუ ჰკითხავ, აქ ახლო–მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ აი, თხრილი კი კონსერვის ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარც-ხეს, სადაც კი როდესმე ყოფილა. მაგრამ, თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: "უწმინდურებაა?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია"! და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილებ-ის ჩამოთვლას – ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხო-ლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლ-ოს შროშანი ჰყვავის, იქით კი – ოდნავ მოშორებით – გეოცინდები.

   როგორც მიხვდი, ზოგი ფუტკარს ჰგავს და ზოგიც – ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არ-ის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულო-ვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფერ-თან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედ-ავს: მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნ-და დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვ-ებს აამოქმედებს.

  ერთხელ ჩემთან მეორე კლასელი გიმნაზიელი ბიჭუნა მოვიდა, მან ჭიშკარზე რკინის ურდულით დამიკაკუნა. თუმცა წასაკით-ხი წერილების მთელი ტომარა მედგა, გადავწყვიტე, გავსულიყავი და მეკითხა, რა უნდოდა. "აბა, ყმაწვილო, მიბრძანე, რა გნებავს"? – ვეკითხები. ის კი ამბობს: "ეს მამა პაისის სენაკია? მამა პაისი მინდო-და". "სენაკი კი მისია, მაგრამ თვითონ მამა პაისი არ არის, სიგარეტის საყიდლად წავიდა". ვპასუხობ მე. "ალბათ სიგარეტისათვის იმიტ-ომ წავიდა, რომ ვინმემ სთხოვა". კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე დაასკვნა ბიჭმა. "თავისთვის უნდა იყიდოს, სიგარეტი გაუთავდა და ცეცხლ მოკიდებულივით გავარდა მაღაზიაში, აქ მარტო დამტო-ვა და ისიც კი არ ვიცი, როდის დაბრუნდება. თუ ვნახავ, რომ აგვიანდება, მეც წავალ". ვეუბნები ბიჭს. მის თვალებში კი ცრემლი აკიაფდა და კვლავ კეთილი ზრახვიდან გამომდინარე წარმოსთქვა: "როგორ ვღლით წმიდა მამას"! "შენ რა გინდოდა მასთ-ან"? ვეკითხები. "კურთხევა მინდოდა ავიღო". მიპასუხა. "რა კურთხე-ვა, შე სულელო, ის ხომ ხიბლშია, ასეთ გზააბნეულ კაცუნას ჯერ არსად შევხვედრივარ, ასე რომ, ამაოდ ელი. რომ დაბრუნდება, ძალი-ან უხასიათოდ იქნება, თანაც მთვრალი გამოგვეცხადება. ყველაფერთ-ან ერთად შეიძლება, კარგათაც წაგითაქოს". რა არ ვუთხარი ამ ყმაწვილს, მაგრამ მისი კეთილი ზრახვა არ შეიცვალა. ბოლ-ოს ვუთხარი "კარგი, მე კიდევ ცოტა ხანს დაველოდები მამა პაისის, მითხარი, რა გინდა და გადავცემ". "მე მისთვის წერილი მაქვს გადასაცემი, მაგრამ დავუცდი, რომ კურთხევა ავიღო". მომიგო მან.

 ხედავთ?! რაც არ უნდა მეთქვა, ყველაფერს კეთილი ზრახვ-ით იღებდა. მე ვეუბნები: "ეს პაისი ცეცხლმოკიდებულივით გავარ-და სიგარეტისთვის". მას კი ამის გაგონებაზე თვალზე ცრემლი მოადგა და ოხვრა დაიწყო, იფიქრა: "ვინ იცის რისთვის წავიდა, ალბად კეთ-ილი საქმის გასაკეთებლად". სხვები ამდენ წიგნებს კითხულობენ და კეთილი ზრახვები მაინც არ აქვთ. გიმნაზიის მეორე კლასის მოსწა-ვლე კი ესოდენ კეთილი ზრახვებითაა სავსე. შენ უნგრევ მას წარმოდგენას, ის კი ხელახლა უკეთესს აგებს და მას-ზე დაყრდნობით საუკეთესო დასკვნამდე მიდის. ამ ბავშვმა აღტაცება მომგვარა. ასეთი ვინმე პირველად ვნახე.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 

 

 

 

 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine